გადაწყვეტილება N 424 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2000 წლის ფ ინანსური მაჩვენებლების დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 07, 2001
მიღების თარიღი სექტემბერი 07, 2001
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2000 წლის ფინანსური მაჩვენებლების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ განიხილა რა კომისიის 2000 წლის წარმოდგენილი ბალანსი, აქტივებისა და პასივების სტრუქტურა
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. კომისიის მთ. ბუღალტრის (ი.აბულაძე) ინფორმაცია „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2000 წლის ფინანსური მაჩვენებლების შესახებ” მიღებულ იქნეს ცნობად.
2. დამტკიცდეს 2000 წლის წარმოდგენილი ანგარიში კომისიის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით:
ა). შემოსავლები - 586 077,47ლარი;
ბ). ხარჯები 413 453,32ლარი;
გ). პრემირების ფონდი 82 850,74ლარი;
დ). ფინანსური რეზერვის ფონდი 86 337,85ლარი;
3. ეკონომიკურმა სამსახურმა (გ.ბუთბაია) უზრუნყველყოს კომისიის შესაბამისი დებულების საფუძველზე ფორმირებული სპეციალური ფონდების მიზნობრივი გამოყენება.
4. დაევალოთ მთ.ბუღალტერს (ი.აბულაძე) და მოლარეს (ნ.ჯანელიძე), უზრუნველყონ კომისიის სალაროში ნაღდი თანხების მიზნობრივ გამოყენებაზე კონტროლი.
5. მთ.ბუღალტერმა (ი.აბულაძე) სისტემატიურ კონტროლზე აიყვანოს კომისიის ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემული თანხების ხარჯვაზე დამადასტურებელი დოკუმენტების დროული წარდგენა.
6. ეკონომიკურმა სამსახურმა (გ.ბუთბაია) გააძლიეროს მუშაობა ლიცენზიის მფლობელი ორგანიზაციების შესაბამის სამსახურებთან რეგულირების საფასურის გაანგარიშებების დროულად წარმოდგენისა და კომისიის ანგარიშზე თანხების სრულად ჩარიცხვისათვის.
7. ეკონომიკურმა სამსახურმა (გ.ბუთბაია) ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის შედეგების გათვალისწინებით დააზუსტოს რეგულირების საფასურის გადამხდელთა სია.
8. დაევალოთ ეკონომიკურ (გ.ბუთბაია) და იურიდიულ (გ.კვერენჩხილაძე) სამსახურებს ლიცენზიის მფლობელთა მიერ რეგულირების საფასურის გადაუხდელობის ან/და კომისიაში შესაბამისი ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში გაატარონ სათანადო ღონისძიებები, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
9. კომისიის სამსახურებმა ხელი შეუწყონ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება N=1-ით დამტკიცებული ,,რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის შესახებ ნორმატიული აქტის შესრულებას.
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულების მიმდინარეობის შესახებ დაევალოს ეკონომიკური სამსახურის უფროსს გ.ბუთბაიას.
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე.
