შპს “ომეგა 2”- სათვის (152,300 მგჰც) სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 09, 2005
მიღების თარიღი სექტემბერი 07, 2001
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს “ომეგა 2”-ს 152,300 მგჰც სიხშირე ქ. თბილისში სამსახურებრივი რადიოკავშირისათვის და გაუქმდეს 147,075 მგჰც სიხშირის მინიჭება საკუთარი განცხადების საფუძველზე;
2. უზრუნველყოს შპს “ომეგა 2”-მა კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ.ძაგნიძეს.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
