წვდომის მენიუ

შპს ”პიროვნების და საკუთრების დაცვის გარანტი“- სათვის საქართველოში მაღალსიხშირულ მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 408 / 7

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 09, 2005

მიღების თარიღი აგვისტო 29, 2001

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად 

გადაწყვიტა:

     1.       მიეცეს ნებართვა შპს “პიროვნების და საკუთრების დაცვის გარანტს” შემოიტანოს საქართველოში თანდართული ანგარიშ-ფაქტურით   N 10255   (20.08.01)   გათვალისწინებული მაღალსიხშირული  მოწყობილობები;      

2.     უზრუნველყოს   შპს  “პიროვნების    და   საკუთრების   დაცვის   გარანტმა”   

მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანისთანავე სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მონაცემთა ბაზაში მათი აღრიცხვისათვის და გამოყენებაზე ნებართვის  მისაღებად;

 3.     კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურის უფროსს  თ.ძაგნიძეს.

       კომისიის   წევრი                                                         კ. პოპიაშვილი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები