წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 406 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 406 / 7

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 29, 2001

მიღების თარიღი აგვისტო 29, 2001

  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.                  მიეცეს ნებართვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურთ N 705053–ით (31.07.2001) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.                  უზრუნველყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანისთანავე სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა შესაბამის მონაცემთა ბაზაში მათი აღრიცხვისათვის;

 

3.                  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ.ძაგნიძეს.

კომისიის წევრი კ.პოპიაშვილი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები