გადაწყვეტილება N 39 შპს “საქართველოს მილსადენი კომპანიისათვის” სამუშაო სიხშირეების გამოყოფის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 16, 2001
მიღების თარიღი თებერვალი 16, 2001
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს „საქართველოს მილსადენ კომპანიას” შიდაუწყებრივი რადიოსარელეო კავშირისათვის გამოიყენოს სამუშაო სიხშირეები RX=10.518 GHz, TX=10.609 GHz ქვემოთჩამოთვლილი სადგურებისათვის:
ახალისამგორი PS11
თეზი PS13
დიდი ფლევი PS15
მანდაეთი PRS1
ზესტაფონი PRS2
სუფსის ტერმინალი Supsa Terminal
2. აღერიცხოს შპს „საქართველოს მილსადენ კომპანიას” გამოყენებული სამუშაო სიხშირეები შესაბამის მონაცემთა ბაზაში.
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ.ძაგნიძეს.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე