წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 387 შ.პ.ს. “ეი-ი-ეს მტკვარი”- სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 387 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 31, 2001

მიღების თარიღი ივლისი 31, 2001

 

შ.პ.ს.  „ეი-ი-ეს  მტკვარი”- სათვის    მაღალსიხშირული  მოწყობილობების  საქართველოში შემოტანაზე   ნებართვის გაცემის შესახებ

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ”  საქართველოს  კანონის  49-ე  მუხლის  მე-2  და  მე-3  პუნქტების  შესაბამისად 

გადაწყვიტა:

    

1.  მიეცეს   ნებართვა   შ.პ.ს.    „ეი-ი-ეს  მტკვარს”     შემოიტანოს       საქართველოში

თანდართული ანგარიშფაქტურა N 87800148/01 (24.07.01) და N 87800148/02 (24.07.01)- ით        გათვალისწინებული  მაღალსიხშირული მოწყობილობები.

2.      უზრუნველყოს შ.პ.ს. „ეი-ი-ეს  მტკვარმა”   მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანისთანავე სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მონაცემთა ბაზაში მათი აღრიცხვისათვის და გამოყენებაზე ნებართვის  მისაღებად.

3.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურის უფროსს  თ.ძაგნიძეს.

 

          კომისიის   თავმჯდომარე                                                                   ვ.აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები