წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 55 შ.პ.ს. ტელეკომპანია ”აისი”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 55 / 1

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 29, 2000

მიღების თარიღი დეკემბერი 29, 2000

შ.პ.ს. ტელეკომპანია ”აისი”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ტელეკომპანია „აისი” (რეგისტრირებული ქ. თბილისის სამგორის  რაიონული სასამართლოს მიერ 1996 წლის 22 თებერვლის N70/4-45  დადგენილებით):

ლიცენზია N 930 გაცემული 11.10.99 წ- მოქმედების ვადა 19.03.2001წ

ლიცენზიის სახეობა - სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

ლიცენზიის საგანი   - სატელევიზიო მაუწყებლობა (287,25-293,75 მგჰც) სატელევიზიო არხზე 20 ვტ-ის სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (ქ. თბილისი, ლილოს დასახლება).

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის  უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის  თავმჯდომარე:

ვ.აბაშიძე.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები