გადაწყვეტილება N 53 შ.პ.ს.”სამაუწყებლო კომპანია მე-9 ტალღა”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და წყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 53 / 1

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 29, 2000

მიღების თარიღი დეკემბერი 29, 2000

შ.პ.ს.”სამაუწყებლო კომპანია მე-9 ტალღა”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და წყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სამაუწყებლო კომპანია მე-9 ტალღა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის კრწანისის  რაიონული სასამართლოს 1998 წლის 11 ივნისის N06/4-776  დადგენილებით):

ლიცენზია N 604 გაცემული 18.06.98 წ - მოქმედების ვადა სამი (3) წელი.

ლიცენზიის სახეობა - სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

ლიცენზიის საგანი  - მე-35 სატელევიზიო არხი 100 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. ფოთში 3646 მგჰც სიხშირეზე მომუშავე 5 ვტ სიმძლავრის სარელეო სადგურის (სტუდია ანძა) გამოყენებით.

2. მოდიფიცირებულ იქნეს შ.პ.ს.” სამაუწყებლო კომპანია მე-9 ტალღა”-ს N 604 ლიცენზია საკუთარი განცხადების თანახმად და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე  განსაკუთრებული პირობებით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობის დაწყების-ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის დაწყების - ვადა   განესაზღვროს 2001 წლის         1 ივლისამდე.

3. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის  თავმჯდომარე:

ვ.აბაშიძე.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები