წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 25 ს / ს ” ეგრისი ”- ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 25 / 1

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 27, 2000

მიღების თარიღი ნოემბერი 27, 2000

ს/ს”ეგრისი”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების

შეტანის შესახებ

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

  • გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში სააქციო საზოგადოება „ეგრისი” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 10 ნოემბრის N5/5-107  დადგენილებით):
  • ა) N63 ლიცენზია გაცემული 31.07.95 წ.- მოქმედების ვადა ათი(10) წელი.

    ლიცენზიის სახეობა – თანამგზავრული და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება.

    ლიცენზიის საგანი - კავშირგაბმულობის საკაბელო, რადიო-სარელეო, ოპტიკურ-ბოჭკოვანი თანამგზავრული და სხვა სახის ქსელებისა და საშუალებების დამუშავება, პროექტირება, მშენებლობა და ექსპლოატაცია.

    ბ) N56 ლიცენზია გაცემული 19.05.95 წ.- მოქმედების ვადა ათი(10) წელი.

    ლიცენზიის სახეობა – თანამგზავრული და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება.

    ლიცენზიის საგანი – წარმოება დაწესებულებებისა და მოსახლეობის კავშირგაბმულობის საშუალებებით მომსახურება.

    გ) N344 ლიცენზია გაცემული 01.10.97წ.- მოქმედების ვადა ათი(10) წელი.

    ლიცენზიის სახეობა – სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

    ლიცენზიის საგანი:

    1)მაღალხარისხოვანი ციფრული სატელევიზიო და                ულტრამოკლეტალღოვანი რადიომაუწყებლობის უზრუნველყოფა „TURKSAT-1B” დაფარვის არეალში.

    2) სატელევიზიო და რადიო გადამცემების დადგმა და გაშვება არხების დამქირავებლის მოთხოვნების შესაბამისად.

    დ) N345 ლიცენზია გაცემული 01.10.97წ.- მოქმედების ვადა ათი(10) წელი.

    ლიცენზიის სახეობა – თანამგზავრული და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება.

    ლიცენზიის საგანი :

    1)      საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლეობისა და წარმოება დაწესებულებების საერთაშორისო და საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირებისა და მონაცემთა გადაცემის მომსახურების უზრუნველყოფა „DAMA” სისტემის გამოყენებით.

    2)      სრული ურთიერთკავშირის უზრუნველყოფა საერთო სარგებლობის სატელეფონო ქსელთან (PSTN).

    3)      საკუთარი ქსელისათვის შემდეგი სატელეკომუნიკაციო ტრაფიკების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

    ა) საქალაქთაშორისო ტრაფიკი საქართველოს ტერიტორიაზე;

    ბ) ტრაფიკი საქართველოსა და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის;

    გ) ყველა საერთაშორისო ტრაფიკი „ეგრისი”-დან/კენ და არსებული ქსელით უზრუნველყოფილი საერთაშორისო ტრაფიკის ნაწილი.

    4)      დამოუკიდებელი და უშუალო მოლაპარაკებების წარმოება საერთაშორისო თანამგზავრულ ადმინისტრაციებთან შემდეგ საკითხებზე:

    ა) მისი დედამიწის სადგურის საერთაშორისო სისტემაში ჩართვის შესახებ;

    ბ) თანამგზავრული სეგმენტის ტევადობის განაწილების შესახებ;

    გ) სისტემური დოკუმენტაციისა და ტრაფიკის მიღების, შეკვეთების აღებისა და ანგარიშების დაფარვის შესახებ;

    დ) ტრაფიკის მარშრუტიზაციისა და კურსის დაბალანსების შესახებ.

    5)      როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ სატელეკომუნიკაციო ადმინისტრაციებთან ყოველკვარტალური უშუალო ანგარიშსწორების უზრუნველყოფა.

    6)      მოლაპარაკების წარმოება და შეთანხმება ტრაფიკის მარშრუტიზაციისა და გადასახადის გადახდის შესახებ ადგილობრივ სატელეკომუნიკაციო ადმინისტრაციებთან.

    ლიცენზია N345 – ის დანართი:

    ს/ს ‘‘ეგრისს’’ მიენიჭა ნუმერაციები.

    1)      8-11 – საერთაშორისო კავშირისათვის;

    2)      8-12 – საქალაქთაშორისო კავშირისათვის;

    3)      8-17 – ოპერატორები, საუბრების შეკვეთისათვის;

    4)      8-67 – ცნობათა ბიურო.

    2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

  • კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.
  • კომისიის  თავმჯდომარე :                                                ვ.აბაშიძე.

    Calendar
    გაზიარება

    მიმაგრებული ფაილები