გადაწყვეტილება N 24 შ . პ . ს .” პელიკომი ”- ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 27, 2000
მიღების თარიღი ნოემბერი 27, 2000
უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების
შეტანის შესახებსაქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პელიკომი” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 30 აპრილს N5/4-523 დადგენილებით):
ა) N239 ლიცენზია გაცემული 07.03.97 წ.- მოქმედების ვადა 12.02.2002 წ.
ლიცენზიის სახეობა ადგილობრივი და საქალაქთაშორისო კავშირებით მომსახურება.
ლიცენზიის საგანი: 1) საბარათო ტაქსაფონების მონტაჟი;
2) საბარათო ტაქსაფონების მომსახურება;
3) საბარათო ტაქსაფონების ოპერირება.
ბ) N240 ლიცენზია გაცემული 21.03.97წ.- მოქმედების ვადა12.02.2002 წ.
ლიცენზიის სახეობა ადგილობრივი და საქალაქთაშორისო კავშირებით მომსახურება.
ლიცენზიის საგანი ტელეფონ-ავტომატებით საქალაქთაშორისო და საერთაშორისო მომსახურებაზე.
2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;
3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.
კომისიის თავმჯდომარე : ვ.აბაშიძე