წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 23 შ . პ . ს .” ანტენ - 23 ”- ის ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 23 / 1

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 27, 2000

მიღების თარიღი ნოემბერი 27, 2000

შ.პ.ს.”ანტენ-23”-ის ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების

შეტანის შესახებ

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ‘კავშირგაბმულობისა და ფოსტის  შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების  მე-2 მუხლის შესაბამისად

  გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.      გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ანტენ-23” ” ( რეგისტრირებული ქ.თბილისის ისნის რაიონის 1997 წლის 30  დეკემბრის N7/4-906  დადგენილებით):

ა) N502 ლიცენზია გაცემული 29.04.98 წ - მოქმედების ვადა ხუთი( 5 ) წელი.

ლიცენზიის სახეობა – სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი – დეციმეტრული დიაპაზონის 23-ე სატელევიზიო არხი 1000ვტ           სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით.

ბ) N1020 ლიცენზია გაცემული 01.09.99 წ - მოქმედების ვადა ხუთი( 5 ) წელი.

ლიცენზიის სახეობა – სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი – რადიოსარელეო ხაზის ორგანიზება 3590,5 მგჰც სიხშირისა და 1ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით

2.      შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე :                                                ვ.აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები