გადაწყვეტილება N 16 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ჯთ-მობილური"-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარების შესახებ

ნომერი: 16 / 1

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 15, 2000

მიღების თარიღი ნოემბერი 15, 2000

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისია

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა N 16

2000 წელი 15 ნოემბერი ქ. თბილისი

 

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ჯთ-მობილური"-ს

ხელახალ რეგისტრაციაში გატარების შესახებ

"კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

 

კომისიამ გადაწყვიტა:

1. გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ჯთ მობილური"(რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 5 აგვისტოს N2/4-2121 დადგენილებით):

ა) N1137 ლიცენზია გაცემული 16.08.99 წ. - მოქმედების ვადა 03.08.09 წ.

ლიცენზიის სახეობა – სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი - ფიჭური სატელეფონო ქსელის მშენებლობა.

ბ) N1138 ლიცენზია გაცემული 16.08.99 წ. - მოქმედების ვადა 03.08.09 წ.

ლიცენზიის სახეობა - სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი- ფიჭური სატელეფონო ქსელით მომსახურებაზე 890-891,8(მიღებაზე) და 935-936,8 მგჰც(გადაცემაზე), 1710-1725(მიღებაზე) და1805-1820მგჰც(გადაცემაზე) სიხშირულ დიაპაზონში.

N1138 ლიცენზიის დანართი:

კავშიგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს 1999 წლის 17სექტემბრის გადაწყვეტილებით (ოქმი N88 ) შეიცვალა ლიცენზიის საგანი: მიეცა კოდი 8-93 და სააბონენტო ნომრის ინდექსი 10xxxx ~ 49xxxx საერთაშორისო კოდი 282 03.

გ) N1139 ლიცენზია გაცემული 1608.99 წ. - მოქმედების ვადა 0308.09 წ.

ლიცენზიის სახეობა – სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი - ფიჭური სატელეფონო ქსელით მომსახურებაზე 890-891,8(მიღებაზე) და 935-936,8 მგჰც(გადაცემაზე), 1710-1725(მიღებაზე) და1805-1820მგჰც(გადაცემაზე) სიხშირულ დიაპაზონში.

დ) N1189 ლიცენზია გაცემული 2709.99 წ. - მოქმედების ვადა 1709.09 წ.

ლიცენზიის სახეობა – თანამგზავრული და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი - კავშირგაბმულობის საერთაშორისო სისტემის აგება.

ე) N1190 ლიცენზია გაცემული 2709.99 წ. - მოქმედების ვადა 17.09.09 წ.

ლიცენზიის სახეობა – თანამგზავრული და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი - კავშირგაბმულობის საერთაშორისო სისტემის ექსპლუატაცია

ვ) N1191 ლიცენზია გაცემული 2709.99 წ. - მოქმედების ვადა 17.09.09 წ.

ლიცენზიის სახეობა – თანამგზავრული და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი - კავშირგაბმულობის საერთაშორისო სისტემით მომსახურება.

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები