გადაწყვეტილება N 14 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "მეშვიდე არხი"-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარების შესახებ

ნომერი: 14 / 1

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 15, 2000

მიღების თარიღი ნოემბერი 15, 2000

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისია

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა N 14

2000 წელი 15 ნოემბერი ქ. თბილისი

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "მეშვიდე არხი"-ს

ხელახალ რეგისტრაციაში გატარების შესახებ

 

"კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

კომისიამ გადაწყვიტა:

1. გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "მე-7არხი" (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 26 აგვისტოს N5/4-758 დადგენილებით):

ა) N1083 ლიცენზია გაცემული 19.10.99 წ. - მოქმედების ვადა 20.07.04 წ.

ლიცენზიის სახეობა – სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი - საკაბელო-სატელევიზიო ქსელით მაუწყებლობა.

ბ) N1257 ლიცენზია გაცემული 30.09.99 წ. - მოქმედების ვადა LMSD- სისტემისათვის 17.09.09 წლამდე და MVDS-სისტემისათვის 17.09.05 წლამდე.

ლიცენზიის სახეობა - სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი- მრავალარხიანი საეთერო-საკაბელო მიმღებ-გადამცემი ქსელის აგება, განვითარება და სამეცნიერო კვლევითი სამუშაოების წარმოება.

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

 

კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები