გადაწყვეტილება N 13 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ახალი ქსელები"-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 15, 2000
მიღების თარიღი ნოემბერი 15, 2000
საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა N 13
2000 წელი 15 ნოემბერი ქ. თბილისი
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ახალი ქსელები"-ს
ხელახალ რეგისტრაციაში გატარების შესახებ
"კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად
კომისიამ გადაწყვიტა:
1. გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ახალი ქსელები"(რეგისტრირებული ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1996 წლის 2 აგვისტოს N5ა/4-477 დადგენილებით):
ა) N167 ლიცენზია გაცემული 21.08.96 წ. - მოქმედების ვადა 21.08.06 წ.
ლიცენზიის სახეობა ადგილობრივი და საქალაქთაშორისო კავშირებით მომსახურება.
ლიცენზიის საგანი - საქართველოს ტერიტორიაზე სატელეფონო ქსელის მშენებლობა.
ბ) N168 ლიცენზია გაცემული 21.08.96 წ. - მოქმედების ვადა 21.08.06 წ.
ლიცენზიის სახეობა - ადგილობრივი და საქალაქთაშორისო კავშირებით მომსახურება.
ლიცენზიის საგანი- საქართველოს ტერიტორიაზე სატელეფონო ქსელის ექსპლუატაცია
გ) N900 ლიცენზია გაცემული 09.04.99 წ. - მოქმედების ვადა 21.08.06 წ.
ლიცენზიის სახეობა საცნობარო და სპეციალური სერვისით მომსახურება
ლიცენზიის საგანი - საინფორმაციო სამსახურით მომსახურება სამნიშნა 000 სერიული ნომრის გამოყენებით.
2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე