გადაწყვეტილება N 12 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "მწვანე კუნძული"-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 15, 2000
მიღების თარიღი ნოემბერი 15, 2000
საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა N 12
2000 წელი 15 ნოემბერი ქ.თბილისი
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "მწვანე კუნძული"-ს
ხელახალ რეგისტრაციაში გატარების შესახებ
"კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად
კომისიამ გადაწყვიტა:
1. გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში კომპანია "მწვანე კუნძული" (რეგისტრირებული ქ. თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 9 მარტის N 7/4-950 დადგენილებით):
ა) N722 ლიცენზია გაცემული09.08.98 წ. - მოქმედების ვადა 29.05.2000 წ.
ლიცენზიის სახეობა სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება
ლიცენზიის საგანი - ტელემაუწყებლობის ორგანიზება სატელევიზიო 23-ე არხზე, "ანტენ-23"-თან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საეთერო დროის გამოყენებით.
ბ) N722 ლიცენზიის დანართი
კავშიგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს 1998 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლიცენზია N 722-ის მე-6 პუნქტში შეტანილ იქნა ცვლილება და ლიცენზიის მოქმედების ვადა გაგრძელდა 29.05.2003 წლამდე
2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.
კომისიის თავმჯდომარე : ვ.აბაშიძე