გადაწყვეტილება N 10 “კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში კომპანია “ტარო-ინვესტი"-ს საქართველოს
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 23, 2000
მიღების თარიღი ოქტომბერი 23, 2000
საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა N 10
2000 წელი 23 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ” კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად
კომისიამ გადაწყვიტა:
1. გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში კომპანია „ტარო-ინვესტი”-ს საქართველოს წარმომადგენლობა (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 31 აგვისტოს N5/8-25 დადგენილებით):
ა) N640 ლიცენზია გაცემული 27.07.98 წ. - მოქმედების ვადა 16.07.01 წ.
ლიცენზიის სახეობა თანამგზავრული და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება.
ლიცენზიის საგანი- მიწისზედა თანამგზავრული სადგურის მშენებლობა ინტერნეტის ქსელით მომსახურებისათვის.
ბ) N641 ლიცენზია გაცემული 27.07.98 წ. - მოქმედების ვადა 16.07.01 წ.
ლიცენზიის სახეობა - თანამგზავრული და საერთაშორისო სისტემებით
მომსახურება.
ლიცენზიის საგანი- მიწისზედა თანამგზავრული სადგურის ქსპლუატაცია ინტერნეტის ქსელით მომსახურებისათვის.
გ) N642 ლიცენზია გაცემული 27.07.98 წ. - მოქმედების ვადა 16.07.01 წ.
ლიცენზიის სახეობა - თანამგზავრული და საერთაშორისო სისტემებით
მომსახურება.
ლიცენზიის საგანი- მიწისზედა თანამგზავრული სადგურის მომსახურება, ინტერნეტის ქსელის მომსახურებაზე.
ე) N643 ლიცენზია გაცემული 27.07.98 წ. მოქმედების ვადა 16.07.01 წ.
ლიცენზიის სახეობა - ადგილობრივი და საქალაქთაშორისო კავშირებით
მომსახურება.
ლიცენზიის საგანი- საერთო სარგებლობის ქსელში ჩართვა ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე.
ვ) N644 ლიცენზია გაცემული 27.07.98 წ. მოქმედების ვადა 16.07.01 წ.
ლიცენზიის სახეობა ტელეკომუნიკაციის ნუმერაციის სისტემის
გამოყენებით მომსახურება.
ლიცენზიის საგანი- ოთხნიშნა სერიული ნომრის 2550 და 2551-ის გამოყენება.
ზ) N935 ლიცენზია გაცემული 18.05.99 წ. მოქმედების ვადა 16.07.01 წ.
ლიცენზიის სახეობა თანამგზავრული და საერთაშორისო სისტემებით
მომსახურება.
ლიცენზიის საგანი - ინტერნეტ-სერვის პროვაიდერობა.
2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.
კომისიის თავმჯდომარე
ვ. აბაშიძე