„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სავალდებულო ტრანზიტის განხორციელებისას მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ მაუწყებლის სიგნალის გავრცელებისთვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებების ტექნიკური მონაცემების დამტკიცების
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 26, 2013
მიღების თარიღი აგვისტო 26, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
დადგენილება №8
2013 წლის 26 აგვისტო
ქ.თბილისი
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სავალდებულო ტრანზიტის განხორციელებისას მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ მაუწყებლის სიგნალის გავრცელებისთვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებების ტექნიკური მონაცემების დამტკიცების თაობაზე
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40I მუხლის მე-4 პუნქტის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (სარეგისტრაციო კოდი N450140000.05.001.017018, ვებ–გვერდი 25.07.2013) მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და IX თავების შესაბამისად, კომისია ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სავალდებულო ტრანზიტის განხორციელებისას, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ მაუწყებლის სიგნალის გავრცელებისთვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებების ტექნიკური მონაცემები (დანართი N1);
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
მიმაგრებული ფაილები