„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 4 /

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 09, 2023 12:18

მიღების თარიღი ივლისი 20, 2023

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №4

2023 წლის 20 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 

„ნორმატიული  აქტების  შესახებ“ საქართველოს   ორგანული კანონის   მე-20   მუხლის   მე-4   პუნქტის  შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:
მუხლი 1
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1  დადგენილებით (სსმ III, 14.07.03 წ., №71, მუხ. 643) დამტკიცებულ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელ წესებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 51​1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. 51​1 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) საანტენო და საფიდერო მოწყობილობა – რადიოგადამცემი სადგურით გენერირებული ელექტრომაგნიტური ტალღების ეთერში გასხივების სისტემა, რომელიც უშუალოდ გამსხივებელი ანტენის კონსტრუქციისა და ელექტრომაგნიტური ტალღების  ანტენამდე მოწოდების (ფიდერი) მაღალსიხშირულად შეთანხმებული კვანძების ერთობლიობას წარმოადგენს;“.

3. 51​1 მუხლის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) საკვალიფიკაციო საბჭო – კომისიის გადაწყვეტილებით შექმნილი სპეციალური უფლებამოსილების მქონე   საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის კომისიის სამი წარმომადგენელი და ორი რადიომოყვარული;“.

4. 51​1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) სამოყვარულო რადიოსადგურების კატეგორიები: „A“, „E“ ექსტრა და „B“ სამოყვარულო რადიოსადგურები, რომლებიც გამიჯნულია განსაზღვრული ტექნიკური მახასიათებლებით (დასაშვები სიხშირული დიაპაზონები, გამოსხივების სახეობები და რადიოგადამცემი მოწყობილობის გამოსავალი სიმძლავრე);“.

5. 51​1 მუხლის „ჰ​2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4L1, 4L2, 4L3, 4L4, 4L5, 4L6, 4L7, 4L8, 4L9 და 4L0 პრეფიქსის ბლოკები – სამოყვარულო რადიოსადგურის სახმობი ნიშნების პრეფიქსის ბლოკები, რომელშიც პირველი ორი ნიშანი აღნიშნავს ქვეყნის კოდს;“.

6. 51​1 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,, ჰ​3“, ,,ჰ​4“ და ,,ჰ​5“ ქვეპუნქტები:

„ჰ​3) CEPT – ფოსტის და ტელეკომუნიკაციების ევროპის კონფერენცია;

​4) ECA Table - სიხშირეთა განაწილების და გამოყენების ევროპის ერთიანი გეგმა;

​5) ECO – CEPT-ის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისი.“.

7. 51​3 მუხლის 1-ლი ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამოყვარულო რადიოსადგურები იყოფა შემდეგ კატეგორიად: “A“, “E“ ექსტრა და “B“, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება სიხშირული დიაპაზონებით, გასხივების კლასით და რადიოგადამცემი მოწყობილობის გამოსავალი სიმძლავრით (დანართი N 8).“.

8. 51​3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1​1 და 1​2 პუნქტები:

„1​1 „A“,  „E“ ექსტრა  სამოყვარულო რადიოსადგურის კატეგორია შეესაბამება CEPT-ის „CEPT რადიო სამოყვარულო ლიცენზიას“ (“CEPT Radio Amateur Licence“, Rec. T/R 61-01).

1​2 „B“ სამოყვარულო რადიოსადგურის კატეგორია შეესაბამება CEPT-ის „CEPT-ის დამწყები რადიო სამოყვარულო ლიცენზიას“ („CEPT Novice Radio Amateur Licence“, ECC/REC (05)06).“.

9. 51​3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „B“ კატეგორიის სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის რადიოსახმობის მინიჭება ხორციელდება 11 წლის ასაკს მიღწეულ პირებზე; „A“, „E“ ექსტრა კატეგორიის – 16 წლის ასაკს მიღწეულ პირებზე.“.

10. 51​3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რადიომოყვარულის კვალიფიკაცია განისაზღვრება საკვალიფიკაციო ტესტირების შედეგით.“.

11. 51​3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.  „E“ ექსტრა კატეგორიის სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მიღება შესაძლებელია, თუ „A“ კატეგორიის სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად მინიჭებული რადიოსახმობის მქონე რადიომოყვარული დაიკავებს პირველ ადგილს შემდეგი საერთაშორისო შეჯიბრებების: CQ WW, WPX, WAE, IARU ან/და ARRL ნებისმიერ ტურში.“.

12. 51​3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.  „A“ კატეგორიის სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მიღება შესაძლებელია „B“ კატეგორიის სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭებიდან არანაკლებ 1 წლის შემდეგ.“.  

13. 51​5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კომისიის მიერ სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭების შემდგომ. რადიოსახმობის მინიჭების შემთხვევაში კომისია გასცემს რადიომოყვარულის მოწმობას დანართი 10-ის შესაბამისად“.

14. 51​5 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

15. 51​6 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამოყვარულო და სამოყვარულო-თანამგზავრული რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყოფილი სიხშირული დიაპაზონები მოცემულია სიხშირეთა განაწილების ეროვნულ გეგმაში. აღნიშნულ სიხშირულ დიაპაზონებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შემთხვევაში, იგი შესაბამისობაში უნდა იყოს   ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) რადიორეგლმენტთან და CEPT-ის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის ECA Table-ის შესაბამისად,  რაც  აისახება  სამოყვარულო რადიოსადგურის კატეგორიების  განმსაზღვრელ  ცხრილებში (დანართი 8).“ .     

16. 51​6 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

17. 51​8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რადიომოყვარულს უფლება აქვს საქართველოში იქონიოს მხოლოდ ერთი მუდმივი სახმობი ნიშანი. სახმობი ნიშანი და სამოყვარულო რადიოსადგურის კატეგორია განსაზღვრულია დანართ 10-ში.“.

18. 51​8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. CEPT-ში შემავალი ქვეყნების რადიომოყვარულებს უფლება აქვთ საქართველოში გამოიყენონ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული სახმობი ნიშანი 4L (საქართველოს ქვეყნის აღმნიშვნელი სიმბოლო ITU-ში) სიმბოლოს წინდართვით პრეფიქსში, თუ მისი ყოფნის ხანგრძლივობა არ აღემატება 3 თვეს. 3 თვეზე მეტი დროით დარჩენის შემთხვევაში, ისინი ვალდებული არიან მიმართონ კომისიას არსებული წესით და CEPT-ის რეკომენდაციის (Rec T/R 61-02) გათვალისწინებით სახმობის მინიჭების თაობაზე.“. 

19. 51​8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.  ინდივიდუალური და კოლექტიური სამოყვარულო რადიოსადგურების გამოყენებისთვის „A“ და „B“ კატეგორიების რადიომოყვარულებს ენიჭებათ ხუთსიმბოლიანი სახმობი ნიშანი. სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის „E“ ექსტრა კატეგორიის რადიომოყვარულებს, სურვილის მიხედვით უფლება აქვთ სუფიქსში, არჩევით, დაიტოვონ ერთი სიმბოლო ათი პრეფიქსიდან ნებისმიერ ბლოკზე.“.

20. 51​8 მუხლის მე-6 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6.  სამოყვარულო რადიოსადგურების გამოყენებისთვის „A“, „E“ ექსტრა და „B“ კატეგორიის რადიომოყვარულებს მუდმივად ენიჭება 4L1, 4L2, 4L3, 4L4, 4L5, 4L6, 4L7, 4L8, 4L9 და 4L0 პრეფიქსის ნებიმიერი ბლოკი. პრეფიქსში არსებული 4L-საქართველოს კოდი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სპეციალური ღონისძიებების ჩატარებისას დროებითი, უნიკალური სახმობის მისანიჭებლად.“.

21. დანართი №8 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით .

22. დაემატოს დანართი №10 თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ნოემბრიდან.

კომისიის წევრი   ნათია კუკულაძე
კომისიის წევრი   ეკატერინე იმედაძე
კომისიის წევრი   ვახტანგ აბაშიძე
თავმჯდომარე   კახი ბექაური
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები