წვდომის მენიუ

„ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 6 /

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 10, 2023 12:06

მიღების თარიღი დეკემბერი 29, 2022

„ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:
 
მუხლი 1
„ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით (სსმ, 24.02.2012) დამტკიცებულ „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების  ნომრებით (რომლის ფორმატი 5-ციფრიანია (90000-99899) უფასო, სტანდარტული ტარიფით, დამატებული ღირებულებით, დამატებული ღირებულების (საქველმოქმედო), დამატებული ღირებულების (ინტერაქტიული), დამატებული ღირებულების (მოზრდილთათვის) არასატელეკომუნიკაციო სერვისების მისაწოდებლად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა მინუმუმ 10 (ათი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ – მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე;“.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებს, მომხმარებლის მიერ პორტირების  მოთხოვნის დასაფიქსირებლად, ენიჭებათ ტექსტური შეტყობინების  ერთი ნომრით (რომლის ფორმატი 5-ციფრიანია (999XX)) სარგებლობის უფლება, პორტაბელურობის ვალდებულების გაუქმებამდე“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის პირველი იანვრიდან. 

კომისიის წევრი   ივანე მახარაძე
კომისიის წევრი   ნათია კუკულაძე
კომისიის წევრი   ეკატერინე იმედაძე
თავმჯდომარე   კახი ბექაური
კომისიის წევრი   ვახტანგ აბაშიძე
თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები