საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 4 /

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 03, 2021 12:39

მიღების თარიღი ივლისი 15, 2021

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება №4

2021 წლის 15 ივლისი ქ. თბილისი

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული   კანონის  მე-20  მუხლის  მე-4  პუნქტის,

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1

„საქართველოს    კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის    საქმიანობის   მარეგულირებელი   წესების დამტკიცების  თაობაზე“  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისიის  2003  წლის 27 ივნისის

№1 დადგენილებაში (სსმ III, 14.07.2003წ., №71, მუხ. 643) შევიდეს ცვლილება და დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

„11. დამტკიცდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისიის მიერ „კონკურენციის  შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესი.“.

მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

კომისიის წევრი   ნათია კუკულაძე 

კომისიის წევრი  ეკატერინე იმედაძე

კომისიის წევრი   ვახტანგ აბაშიძე

თავმჯდომარე    კახი ბექაური

 

 

დანართი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესი

თავი I ზოგადი დებულებები

მუხლი 1. შესავალი დებულებები

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  (შემდგომში „კომისია“)  მიერ „კონკურენციის შესახებ"    საქართველოს    კანონის   (შემდგომში: „კანონი“)    აღსრულების   მარეგულირებელი   წესი (შემდგომში: „წესი) შემუშავებულია კანონის  შესაბამისად.

2. ამ წესით განისაზღვრება:

ა)  კანონით  გათვალისწინებული  დებულებების  დარღვევასთან  დაკავშირებით  კომისიაში  საჩივრის წარდგენის წესი, დასაშვებობის პროცედურები და ვადები;

ბ) კანონის დარღვევასთან დაკავშირებით კომისიის მიერ საქმის მოკვლევის წესი და პროცედურა;

გ)  კანონის  მე-7   მუხლის  დარღვევისთვის  კომისიის  მიერ   ჯარიმის  დაკისრებისგან  სრულად  ან ნაწილობრივ   გათავისუფლების   წესი  და  თანამშრომლობის  პროგრამაში   მონაწილეობის  თაობაზე განაცხადის ფორმა;

დ) კანონით გათვალისწინებული კონცენტრაციის თაობაზე  კომისიაში შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესი;

ე) კანონის საფუძველზე კომისიის მიერ ბაზრის  შესწავლისას გამოსაყენებელი ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებები;

ვ) კომისიის მიერ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

3.    კომისია   კანონის   საფუძველზე,    ამ   წესის    შესაბამისად, განიხილავს მაუწყებლობის ან/და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის  დარღვევის საკითხს ან/და კონცენტრაციის თაობაზე    შეტყობინებას,    გარდა    კანონის    31-ე    მუხლის    მე-2    პუნქტით    გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. კომისიის მიერ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული პროცედურები ხორციელდება კომისიის საქმიანობის მომწესრიგებელი კანონმდებლობით  დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად, ამ აქტის თავისებურებების გათვალისწინებით.

5. ეს წესი განიმარტება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ევროკავშირის სამართლისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.

მუხლი 2. განმცხადებელი, მომჩივანი, მოპასუხე, მათი უფლებები და ვალდებულებები

1. განმცხადებელი არის პირი, რომელსაც აქვს ინფორმაცია ან მტკიცებულება, რომ არსებითად ირღვევა კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა, თუმცა ამის შედეგად მას უშუალოდ არ ადგება ქონებრივი ზიანი, რაზედაც შესაბამისი განცხადებით მიმართავს კომისიას. განმცხადებელი მხარედ არ მიიჩნევა.

2. კომისია მისთვის წარდგენილ კანონის სავარაუდო დარღვევის თაობაზე განცხადებას ცნობად იღებს და  გონივრული  ეჭვის  არსებობის  შემთხვევაში  იგი  შეიძლება  საკუთარი  ინიციატივით  მოკვლევის დასაწყებად გამოიყენოს.

3.  მომჩივანი არის  ეკონომიკური  აგენტი, რომელსაც  მიაჩნია, რომ კანონის დარღვევის შედეგად მას უშუალოდ ადგება ქონებრივი ზიანი, რაზედაც შესაბამისი საჩივრით მიმართავს კომისიას.

4. მომჩივანმა კომისიას საჩივართან ერთად უნდა   წარუდგინოს   მტკიცებულებები.   მომჩივანი განიხილება მხარედ და ეკისრება მტკიცების ტვირთი.

5. მოპასუხე არის პირი, რომლის წინააღმდეგაც კომისიაში წარდგენილია საჩივარი კანონის შესაბამისი მუხლის/მუხლების სავარაუდო დარღვევის თაობაზე ან   რომლის  მიმართაც  კომისიამ  საკუთარი ინიციატივით დაიწყო საქმის მოკვლევა.

6. დაინტერესებული მხარე განიმარტება საქართველოს   ზოგადი   ადმინისტრაციული   კოდექსის შესაბამისად.

მუხლი 3. მხარის/დაინტერესებული მხარის უფლებები და ვალდებულებები

1. მოპასუხეს და მომჩივანს (მხარეები) უფლება აქვთ:

ა) ჰყავდეთ ადვოკატი ან/და წარმომადგენელი საქმის მოკვლევის პროცესში;

ბ) კომისიას წარუდგინონ პოზიცია, ინფორმაცია ან/და მტკიცებულებები საქმის მოკვლევის ნებისმიერ ეტაპზე;

გ) გაეცნონ საქმის მასალებს საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული  კოდექსის  99-ე  მუხლით დადგენილი წესით;

დ) მოითხოვონ ინფორმაციის/მტკიცებულებების წარდგენის ვადის გახანგრძლივება;

ე) განაცხადონ აცილება კომისიის თანამშრომლის მიმართ, საქმის განხილვის  ნებისმიერ ეტაპზე;

ვ)  კანონმდებლობით   დადგენილი   წესით,   მოითხოვონ   მათ    მიერ   კომისიაში   წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა.

2. მომჩივანს უფლება აქვს, საქმის განხილვის ნებისმიერ  ეტაპზე უარი თქვას საჩივარზე, რაც საქმის მოკვლევის შეწყვეტის საფუძველია. კომისია უფლებამოსილია საქმის მოკვლევა გააგრძელოს, როდესაც არსებობს დასაბუთებული მტკიცებულება, რომ კონკურენცია მნიშვნელოვნად იზღუდება.

3. გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული უფლებებისა, მოპასუხეს უფლება აქვს:

ა) აიღოს პირობითი ვალდებულები კანონის სავარაუდო    დარღვევის   აღმოფხვრის   მიზნით განსახორციელებელი  კონკრეტული ქმედების განხორციელების თაობაზე  (შემდგომში –  პირობითი ვალდებულებები);

ბ) კომისიას წარუდგინოს დასაბუთებული მოთხოვნა მასზე დაკისრებული ჯარიმის არაუმეტეს ერთი წლის ვადით გადანაწილების თაობაზე.

4. საქმის მონაწილე დაინტერესებული მხარე სარგებლობს   მხარეებისთვის  ამ  მუხლის  პირველი პუნქტით   მინიჭებული  ყველა  უფლებით,  გარდა  „ე“ ქვეპუნქტით   გათვალისწინებული  აცილების უფლებისა.

5. მხარე/დაინტერესებული მხარე ვალდებულია:

ა)  კომისიას  მიაწოდოს  მის  მიერ  გამოთხოვილი   ინფორმაცია  (მათ  შორის,  კონფიდენციალური), რომელიც საჭიროა კომისიის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში;

ბ) კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში გამოცხადდეს ახსნა-განმარტებაზე;

გ)  ხელი  არ  შეუშალოს  კომისიის უფლებამოსილ  პირს/პირებს ადგილზე შემოწმების  პროცედურის განხორციელების პროცესში.

მუხლი 4. აცილების საფუძვლები

1. მხარეს უფლება აქვს, აცილება მისცეს კომისიის იმ  თანამშრომელს, რომელიც დაინტერესებულია განსახილველი საკითხით.

2. აცილების საფუძველია კანონის 21-ე მუხლით განსაზღვრული ინტერესთა კონფლიქტის არსებობა.

3. კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ   შემთხვევაში,   კერძოდ,   თუ   არსებობს საქართველოს      საგადასახადო   კოდექსის   მე-19   მუხლით   ან/და      საქართველოს     ზოგადი ადმინისტრაციული   კოდექსის    92-ე    მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები კომისიის უფლებამოსილ პირსა და იმ ეკონომიკურ აგენტს შორის,   რომლის  საქმეც   იხილება,  კომისიის შესაბამისმა     თანამშრომელმა დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს     თვითაცილება    ინტერესთა კონფლიქტის გამო.

4.  ამ  მუხლის  მე-3  პუნქტით გათვალისწინებული  ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომისიის    თანამშრომლის მიმართ გამოიყენება კომისიის შინაგანაწესით  გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.

მუხლი 5. საჯარო და კონფიდენციალური ინფორმაცია

1. კომისიის მიერ მოკვლევის შედეგად მიღებული  გადაწყვეტილებები საჯაროა, გარდა კანონის მე-20 მუხლით განსაზღვრული კონფიდენციალური ინფორმაციისა.

2.  დაუშვებელია  კონფიდენციალური  ინფორმაციის  გაცემა   და  გავრცელება,  გარდა  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.

3.  კანონის  მე-20  მუხლითა  და საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსით  დადგენილი წესით  კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის  კონფიდენციალურად ცნობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია   პირს   მოსთხოვოს   აღნიშნული    დოკუმენტის   არაკონფიდენციალური   ვერსიის წარმოდგენა და განუსაზღვროს შესაბამისი ვადა.

4. დოკუმენტის ვერსია ითვლება არაკონფიდენციალურად, თუ  მასში სათანადო წესით დაფარულია პირის კონფიდენციალურ ინფორმაცის მიკუთვნებული ყველა მონაცემი და მისი გაცემა შესაძლებელია სხვა დაინტერესებულ პირზე ადმინისტრაციული წარმოების მასალის სახით.

5.  იმ შემთხვევაში, თუ პირის მიერ წარმოდგენილი  დოკუმენტის არაკონფიდენციალური ვერსია არ შეესაბამება    ინფორმაციის    კონფიდენციალურად    ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას, კომისია უფლებამოსილია  არ  დაეთანხმოს  პირის  მიერ  წარმოდგენილი  დოკუმენტის არაკონფიდენციალურ ვერსიას და მოსთხოვოს მას მონაცემების სხვა ფორმით დაფარვა ან თავად უზრუნველყოს დოკუმენტის არაკონფიდენციალური ვერსიის შექმნა და აცნობოს პირს ამის თაობაზე.

6 კომისიის თანამშრომლის მიერ კონფიდენციალური   ინფორმაციის  გაცემა,  გავრცელება  ან  მისი გამოყენება,   მათ შორის, პირადი, აკადემიური, სამეცნიერო და სხვა   საქმიანობისათვის,   გარდა საქართველოს   კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი   შემთხვევებისა,  გამოიწვევს  კომისიის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას.

მუხლი 6. ინფორმაციის გამოთხოვა

1.  კომისია/კომისიის თავმჯდომარე  უფლებამოსილია  ეკონომიკურ  აგენტს/მხარეს/დაინტერესებულ მხარეს    მოსთხოვოს მისი საქმიანობის ან/და კონკრეტული    ოპერაციის    შესახებ    ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია   (მათ   შორის,   კონფიდენციალური), რომელიც საჭიროა კომისიის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებისთვის.

2. დოკუმენტის/ინფორმაციის მიწოდების შესახებ მიმართვაში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, საგანი, მიზანი და ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა იქნეს ინფორმაცია მიწოდებული, აგრეთვე, მითითება ინფორმაციის მიუწოდებლობის შესაძლო შედეგებზე.

3.  ამ  მუხლის  მე-2  პუნქტით   განსაზღვრული  ვადა  არ  შეიძლება იყოს  5  სამუშაო დღეზე ნაკლები. კომისია/კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არაუმეტეს 15 სამუშაო დღით,     დასაბუთებული განცხადების საფუძველზე, გააგრძელოს     დოკუმენტის/ინფორმაციის წარდგენის ვადა.

მუხლი 7. ინფორმაციის მიწოდება

1. ინფორმაცია ითვლება მიწოდებულად, თუ იგი    კომისიის/კომისიის   თავმჯდომარის   მიერ განსაზღვრულ  ვადაში სრულყოფილად იქნა წარდგენილი კომისიის  იურიდიულ მისამართზე ან/და ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

2. თუ ამ ინფორმაციის კომისიის მიერ მიღება დაკავშირებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის ათვლასთან ან/და განახლებასთან, შესაბამისი ვადა აითვლება/განახლდება ინფორმაციის რეგისტრაციის დღის მომდევნო სამუშაო დღიდან.

მუხლი 8. ინფორმაციის მიუწოდებლობა და მისი სამართლებრივი შედეგები

1. კომისიისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობად ითვლება: ა) ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობა;

ბ) არასწორი ინფორმაციის მიწოდება;

გ) მოთხოვნილი ინფორმაციის არასრულად მიწოდება.

2. ინფორმაციის მიუწოდებლობად არ ითვლება     კომისიის/კომისიის   თავმჯდომარის    მიერ განსაზღვრულ ვადაში დასაბუთებული პასუხი მოთხოვნილი ინფორმაციის არქონის შესახებ.

3.    კომისიის/კომისიის   თავმჯდომარის    მიერ    მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობა, არასწორი ან არასრული ინფორმაციის  მიწოდება გამოიწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4.  პასუხისმგებლობის  დაკისრება პირს  არ  ათავისუფლებს  კომისიისთვის  ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებისაგან.

5. ინფორმაციის  მიუწოდებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად, კომისია უფლებამოსილია:

ა) კანონის მე-18  მუხლის პირველი პუნქტის „გ“  ქვეპუნქტისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო  კოდექსის  2173  მუხლით დადგენილი წესით  მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში  ეკონომიკური აგენტისგან/მხარისგან/დაინტერესებული მხარისგან    ინფორმაციის/   დოკუმენტაციის   გამოთხოვის შესახებ;

ბ) კანონის 25-ე  მუხლის მე-7  პუნქტის, ამ წესით და   საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის  2169  მუხლით  დადგენილი  წესით მიმართოს სასამართლოს  შუამდგომლობით შესაბამისი ეკონომიკური აგენტის ადგილზე შემოწმების შესახებ.

თავი II

საჩივრის წარდგენის წესი და  დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურები და ვადები

მუხლი 9. საჩივრის წარდგენის წესი და ფორმა

1. მომჩივანმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს ამ წესის  დანართი  10-ის  შესაბამისად  შევსებული საჩივარი, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) მომჩივანი (ვინაობა/დასახელება,  პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი,  მისამართი და  საკონტაქტო ინფორმაცია);

ბ) მომჩივნის წარმომადგენელი (სახელი, გვარი, პირადი    ნომერი,    მისამართი,    საკონტაქტო ინფორმაცია);

გ) მოპასუხე (ვინაობა/დასახელება,  პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი,  მისამართი  და  საკონტაქტო ინფორმაცია);

დ) საჩივრის სახე, სადაც უნდა მიეთითოს კანონის შესაბამისი მუხლი/მუხლები, რომლის სავარაუდო დარღვევასაც აქვს ადგილი;

ე) საქმის გარემოებების დეტალური აღწერა, სადაც უნდა მიეთითოს შესაბამისი ფაქტები, გარემოებები და   მტკიცებულებები   კანონის   სავარაუდო   დარღვევის   თაობაზე   ასევე   მსჯელობა   დამდგარ   ან მოსალოდნელ ქონებრივ ზიანზე;

ვ)    მტკიცებულებების    ჩამონათვალი,    რომლითაც    დასტურდება    წინა    ქვეპუნქტში    მოცემული გარემოებები;

ზ) მითითება კომისიის მიერ ცალკეული ინფორმაციის   კომერციულ   საიდუმლოებად   ცნობის მოთხოვნის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) შენიშვნები და დამატებები;

ი) საჩივარზე თანდართული საბუთების ნუსხა;

კ) მითითება საჩივრის მიხედვით წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეზე;

ლ) მომჩივნის ან მისი წარმომადგენლის სახელი,   გვარი/დასახელება,  ხელმოწერა  და  საჩივრის წარდგენის თარიღი.

2. საჩივარი კომისიაში წარდგენილად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან, ხოლო კანონმდებლობით  განსაზღვრული შესაბამისი ვადის ათვლა იწყება  რეგისტრაციის დღის მომდევნო სამუშაო დღიდან.

3. ამ აქტით დადგენილი წესით და ფორმით კომისიას  შეიძლება  საჩივარი  წარედგინოს მხოლოდ „კონკურენციის  შესახებ“  საქართველოს  კანონის    დებულებების   დარღვევასთან   დაკავშირებით.

„მაუწყებლობის  შესახებ" საქართველოს კანონის,    „ელექტრონული     კომუნიკაციების    შესახებ" საქართველოს    კანონის და სხვა სამართლებრივი აქტების (გარდა    „კონკურენციის    შესახებ“ საქართველოს კანონისა) დებულებების დარღვევის თაობაზე კომისიას საჩივარი შეიძლება წარედგინოს დამოუკიდებლად, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

მუხლი 10. საჩივრის ფორმალური დასაშვებობა

1. კომისია საჩივრის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს საჩივრის ფორმალურ შესაბამისობას კანონით, ამ პროცედურით და ამ წესის დანართი 10-ით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

2.  თუ  წარდგენილი  საჩივარი  არ  აკმაყოფილებს   შესაბამის მოთხოვნებს, კომისიის თავმჯდომარე მომჩივანს უდგენს ხარვეზს და განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

3. ხარვეზის წერილში აღინიშნება ის კონკრეტული  საკითხები  და  გარემოებები,  რომლებიც  უნდა მიეთითოს ან/და დაზუსტდეს.

4.  თუ მომჩივანი კომისიის თავმჯდომარის  მიერ დადგენილ  ვადაში არ შეავსებს ხარვეზს, კომისია უფლებამოსილია   გამოიტანოს გადაწყვეტილება საჩივრის განუხილველად    დატოვების   შესახებ. საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სხდომაზე.

5.  საჩივრის მატერიალური დასაშვებობის ვადის  ათვლა  იწყება კომისიაში სრულყოფილი საჩივრის წარმოდგენის მომენტიდან.

6.   თუ  კომისიას   წარედგინა   საჩივარი,  რომლის   განხილვაც განეკუთვნება სსიპ – საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში „სააგენტო“) ან/და ეკონომიკის სხვა რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანოს  უფლებამოსილებას, კომისიის  თავმჯდომარე  ამ  საჩივარს  5 სამუშაო  დღის  ვადაში  გადაუგზავნის სააგენტოს და საჭიროების შემთხვევაში,  ასევე,  ეკონომიკის შესაბამისი რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს, როგორც უფლებამოსილ ორგანოს.

7. თუ ცალსახად არ დგინდება საკითხის შესწავლაზე  უფლებამოსილი  ორგანო,  ამ  მუხლის  მე-6 პუნქტით განსაზღვრული ვადა იზრდება 30 კალენდარულ დღემდე, რათა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს  განსაზღვრის  მიზნით  კომისიას,  სააგენტოს ან/და ეკონომიკის  შესაბამისი რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს შორის კონსულტაციები გაიმართოს.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საჩივრის მატერიალური დასაშვებობის ვადის ათვლა იწყება საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის შემდგომ.

მუხლი 11. საჩივრის მატერიალური დასაშვებობა

1.    საჩივრის   მატერიალურ   დასაშვებობას   და   მის    საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყების მიზანშეწონილობას კომისია შეისწავლის საჩივრის სრულყოფილი სახით რეგისტრაციიდან 30 სამუშაო დღის   ვადაში. საქმის სირთულიდან გამომდინარე, ეს ვადა   შეიძლება   გაგრძელდეს   კომისიის გადაწყვეტილებით არაუმეტეს 15 სამუშაო დღით.

2.  კომისიის თავმჯდომარე  სრულყოფილი საჩივრის  მიღებიდან  5  სამუშაო დღის ვადაში  აცნობებს მოპასუხეს შემოსული საჩივრის შესახებ, გარდა კანონის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევის თაობაზე წარდგენილი  საჩივრისა        და განუსაზღვრავს ვადას  მოსაზრებების/მტკიცებულებების წარმოდგენისათვის. მოპასუხე უფლებამოსილია      კომისიას წარუდგინოს მოსაზრებები/მტკიცებულებები საჩივრის   თაობაზე, კომისიის თავმჯდომარის მიერ მითითებულ ვადაში.

3. კომისიას/კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს,  საჭიროების შემთხვევაში მოსთხოვოს მომჩივანს ან/და    მოპასუხეს დამატებითი ინფორმაციის ან/და    მტკიცებულების   წარმოდგენა   ან    ახსნა- განმარტებაზე გამოცხადება.

4. მომჩივნის მიერ დამატებითი ინფორმაციის ან/და  მტკიცებულებების წარმოდგენამდე, ამ მუხლის პირველი  პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება შეჩერებულად  ითვლება, ხოლო მომჩივნის მხრიდან ინფორმაციის ან/და მტკიცებულების წარმოდგენა  ვადის დინების განახლების საფუძველია.

5. კომისიის თავმჯდომარე საჩივარს უგზავნის სააგენტოს, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის ეკონომიკის      სფეროს    მარეგულირებელ    ორგანოს     მოსაზრებებისათვის  და  იღებს  შესაბამის კონსულტაციებს.

მუხლი 12. პირობითი ვალდებულებები საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე

1. საჩივრის მატერიალური დასაშვებობის შესწავლის   ეტაპზე   მოპასუხე   ეკონომიკური   აგენტი უფლებამოსილია,   კომისიას შესთავაზოს კანონის სავარაუდო დარღვევის   აღმოფხვრის   მიზნით განსახორციელებელი კონკრეტული  ქმედების განხორციელების თაობაზე პირობითი ვალდებულების მიღება.

2. კომისიის თავმჯდომარე პირობითი ვალდებულებების   განსახილველად  მიღებიდან  5  სამუშაო დღეში  აცნობებს  მომჩივანს ამის შესახებ და განუსაზღვრავს ვადას  მოსაზრებების  და  შესაბამისი ინფორმაციის   წარმოდგენისათვის, რაც საჩივრის მატერიალური   დასაშვებობის   ვადის   დინების შეჩერების საფუძველია.

3.  მომჩივანი  უფლებამოსილია  წარადგინოს  მოსაზრებები  და  შესაბამისი  ინფორმაცია  პირობითი ვალდებულებების თაობაზე, კომისიის თავმჯდომარის მიერ მითითებულ ვადაში. მომჩივნის მხრიდან ინფორმაციის   წარდგენა    საჩივრის მატერიალური დასაშვებობის ვადის დინების    განახლების საფუძველია. საჩივრის მატერიალური  დასაშვებობის ვადის დინება ასევე განახლდება  მითითებულ ვადაში  მომჩივნის  მიერ  ინფორმაციის  წარმოუდგენლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლის დღის მომდევნო სამუშაო დღიდან.

4. კომისია/კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია   მოპასუხე  ეკონომიკურ  აგენტს  მოსთხოვოს დამატებითი      ინფორმაცია  ან/და  მტკიცებულება,  რომელიც  ხელს     შეუწყობს     პირობითი ვალდებულებების  განხილვისა  და  გადაწყვეტილების მიღებისათვის მნიშვნელოვანი  გარემოებების დადგენას.

5.  საჩივრის მატერიალური დასაშვებობის შესწავლის  პროცესში, კომისიის თავმჯდომარე პირობითი ვალდებულებების განსახილველად მიღებიდან 5 სამუშაო   დღის   ვადაში   აცნობებს   სააგენტოს, საჭიროების   შემთხვევაში, ასევე შესაბამის ეკონომიკის  რეგულირებადი  სფეროს  მარეგულირებელ ორგანოს ამის შესახებ და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას მოსაზრებების წარმოდგენისათვის.

6. კომისია უფლებამოსილია თანხმობა განაცხადოს ან  უარი თქვას მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ შემოთავაზებული პირობითი ვალდებულების მიღებაზე.  გადაწყვეტილების მიღებისას, კომისია შებოჭილი  არ   არის   მომჩივნის,  სააგენტოს  და  შესაბამისი   ეკონომიკის  რეგულირებადი  სფეროს მარეგულირებელი   ორგანოს პოზიციით, თუმცა გადაწყვეტილებაში უნდა   მიეთითოს  შესაბამისი დასაბუთება.

7. საჩივრის დასაშვებობის შესწავლის ეტაპზე, მოპასუხე   ეკონომიკური  აგენტის  მიერ  პირობითი ვალდებულებების  შეთავაზების შემთხვევაში, კომისია უარს ამბობს  საჩივრის  საფუძველზე  საქმის მოკვლევის დაწყებაზე, თუ მიიჩნევს, რომ  პირობითი ვალდებულებების შესრულების  შედეგად აღარ წარმოიშობა გონივრული ეჭვი კანონის დარღვევის თაობაზე და თანხმობას განაცხადებს მხარის მიერ შეთავაზებული   პირობითი   ვალდებულებების   მიღებაზე. ასეთ შემთხვევაში კომისია მოპასუხეს განუსაზღვრავს ვადას პირობითი ვალდებულების შესასრულებლად.

8. თუ კომისია მიზანშეწონილად არ მიიჩნევს პირობითი ვალდებულებების მიღებას, იგი აღნიშნულის თაობაზე  აცნობებს მომჩივანს, მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს და აგრძელებს საჩივრის მატერიალური დასაშვებობის     საკითხის განხილვას. ამ შემთხვევაში მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რეგულირება.

9. პირობითი ვალდებულებების თაობაზე კომისია გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე.

10. პირობითი ვალდებულებების მიღების შემთხვევაში   კომისია   უფლებამოსილია   მოსთხოვოს ეკონომიკურ   აგენტს   მის  მიერ  აღებული  ვალდებულებების   შესრულების  თაობაზე  ინფორმაციის წარმოდგენა გარკვეული პერიოდულობით და განსაზღვროს ინფორმაციის წარმოდგენის წესი.

11. თუ მოპასუხე ეკონომიკური აგენტი კომისიის მიერ  განსაზღვრულ  ვადაში და განსაზღვრული სახით არ  შეასრულებს პირობით ვალდებულებებს, საჩივრის მატერიალური დასაშვებობის შემოწმება განახლდება და საჩივრის მატერიალური დასაშვებობის ვადის ათვლა თავიდან დაიწყება.

მუხლი 13. კომისიის გადაწყვეტილება საჩივრის დასაშვებობის თაობაზე

1. კომისია საჩივრის მატერიალური დასაშვებობის  საკითხის  განხილვის  ფარგლებში  შეისწავლის მხარეთა მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას, მტკიცებულებებს, დამატებით მოძიებულ ინფორმაციას და ახდენს  მათ  ურთიერთშეჯერებას.  კომისია ასევე  აანალიზებს,  ხომ  არ  არსებობს  საქმის  მოკვლევის დაწყებაზე  უარის  თქმის  კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლები და  წარმოიშობა  თუ არა გონივრული ეჭვი სავარაუდო დარღვევის არსებობის თაობაზე.

2. კომისია საჩივრის მატერიალური დასაშვებობის შესახებ იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) საჩივრის სრულად ან ნაწილობრივ დასაშვებად ცნობის და საქმის მოკვლევის დაწყების შესახებ;

ბ) საჩივრის დაუშვებლად ცნობისა და საქმის მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ.

3. კომისია უარს ამბობს  საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყებაზე, თუ: ა) საჩივარი უფლებამოსილ პირს არ წარუდგენია;

ბ) საჩივარი ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს;

გ) არ არსებობს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი;

დ) კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში მომჩივანმა არ წარმოადგინა გამოთხოვილი ინფორმაცია ან/და მტკიცებულება;

ე) მოპასუხე  ეკონომიკური  აგენტის მიმართ  დაწყებულია  გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ან ლიკვიდაციის პროცესი;

ვ)  არსებობს  საქმის მოკვლევის შედეგად კომისიის მიერ მიღებული  გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე და სახეზე არ არის ახლად აღმოჩენილი გარემოება;

ზ)  არსებობს  საჩივრის  დასაშვებად  ცნობაზე  უარის   თქმის  თაობაზე  კომისიის  მიერ  მიღებული გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე და სახეზე არ არის ახლად აღმოჩენილი გარემოება, გარდა ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საჩივრის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის გადაწყვეტილებისა;

თ) სასამართლო წარმოებაშია დავა იმავე მხარეებს შორის,  იმავე საგანზე ან არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე  მოსარჩელის  მიერ  სარჩელზე  უარის  თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის, ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;

ი) საჩივრის მატერიალური დასაშვებობის შესწავლის   ეტაპზე,  კომისია  თანხმობას   განაცხადებს ეკონომიკური აგენტის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულების მიღებაზე.

კ) საჩივარში დაყენებული საკითხი არსებითად   უკავშირდება კომისიის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის  საფუძველზე დაკისრებულ ან/და დასაკისრებელ ვალდებულებას და კომისია მიზანშეწონილად არ მიიჩნევს საკითხის კანონის საფუძველზე განხილვას.

4. კომისია განუხილველად დატოვებს ამ დანართით  დადგენილი  წესით  და ფორმით წარდგენილ საჩივარს  ან  საჩივრის ნაწილს, რომელიც შეეხება „მაუწყებლობის  შესახებ"  საქართველოს  კანონის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს    კანონის   და   სხვა   აქტების    (გარდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონისა) დებულებების დარღვევას. ამ პუნქტის შესაბამისად საჩივრის ან მისი ნაწილის განუხილველად დატოვება არ  ზღუდავს  საჩივრის ავტორს  დარღვევის თაობაზე    კომისიას საჩივარი წარუდგინოს დამოუკიდებლად,    კანონმდებლობით   დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

თავი III

კანონის დარღვევასთან დაკავშირებით საქმის მოკვლევის წესი და პროცედურა

მუხლი 14. საქმის მოკვლევის დაწყების საფუძვლები

1. კომისია უფლებამოსილია დაიწყოს საქმის მოკვლევა   საჩივრის   საფუძველზე    ან   საკუთარი ინიციატივით.

2. საქმის მოკვლევა იწყება კანონის შესაბამისი დებულების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე.

3. საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევა იწყება საჩივრის დასაშვებად ცნობასთან ერთად.

4. კომისია საკუთარი ინიციატივით მოკვლევას იწყებს  კანონის  22-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის შესაბამისად  მიღებული განცხადების, ან/და ნებისმიერი სხვა  ინფორმაციის არსებობის  პირობებში, რომელიც წარმოშობს გონივრულ ეჭვს კანონის შესაძლო დარღვევის თაობაზე.

5. კომისია საკუთარი ინიციატივით მოკვლევის დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე.

6. კომისია მის მიერ საკუთარი ინიციატივით მოკვლევის დაწყებასთან ერთად განსაზღვრავს შესაბამის მოპასუხე  სუბიექტს/სუბიექტებს და ატყობინებს მას/მათ მოკვლევის დაწყების თაობაზე. კანონის მე-7 მუხლის     სავარაუდო    დარღვევის    თაობაზე    დაწყებული     მოკვლევის თაობაზე ინფორმაციის გასაჯაროების/შესაბამისი სუბიექტისათვის  შეტყობინების შესახებ  გადაწყვეტილებას კომისია  იღებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მოკვლევის  პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის ინტერესების გათვალისწინებით. საჭიროების შემთხვევაში,    შესაძლებელია,    მოკვლევის    დაწყების    სხდომა დაიხუროს,    მოკვლევის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება არ    გასაჯაროვდეს   და   მოპასუხე სუბიექტს/სუბიექტებს დაუყოვნებლივ არ ეცნობოთ მოკვლევის დაწყების შესახებ.

7. კომისია ვალდებულია მოკვლევის დაწყების თაობაზე   აცნობოს   სააგენტოს   და   საჭიროების შემთხვევაში, ასევე, შესაბამის ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს.

8. კომისია უფლებამოსილია განსაზღვროს შესაბამისი    სუბიექტების   მიერ   მტკიცებულებების წარმოდგენის ვადა. კომისიის მიერ განსაზღვრული ვადის  გასვლის შემდეგ შესაბამის სუბიექტებს უფლება    აქვთ    კომისიას    წარუდგინონ    დამატებითი    მტკიცებულებები,    თუ   მათ    აღნიშნული მტკიცებულებების წარმოდგენა კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში ობიექტურად არ შეეძლოთ.

მუხლი 15. საქმის მოკვლევის ხანგრძლივობა

1.  საქმის  მოკვლევის  დაწყების  თაობაზე  გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კომისია იწყებს  საქმის მოკვლევას და არაუგვიანეს 6 თვისა იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

2.   საქმის   მოკვლევა,  მისი   მნიშვნელობისა   და   სირთულის   გათვალისწინებით,   შესაძლებელია გაგრძელდეს 18 თვემდე.

3. კომისია გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი  ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე იღებს გადაწყვეტილებას საქმის მოკვლევის ვადის გაგრძელების შესახებ.

მუხლი 16. ეკონომიკური აგენტის ქმედების დროებით შეჩერება

კომისია უფლებამოსილია კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2176 მუხლით  დადგენილი წესით მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით  ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით,  კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების  მიღებამდე   შეჩერების  თაობაზე,  თუ  არსებობს  აშკარა   მტკიცებულება,  რომ  ეს ქმედება მნიშვნელოვნად ზღუდავს კონკურენციას კანონის მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად.

მუხლი 17. ადგილზე შემოწმების სამართლებრივი საფუძვლები

1. კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ  შემთხვევებში,  ეკონომიკური  აგენტის ადგილზე   შემოწმების მიზნით, კომისია იღებს გადაწყვეტილებას   სასამართლოსადმი  მიმართვის შესახებ.  ამ  პუნქტით   გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას კომისია იღებს  დახურულ  სხდომაზე დაინტერესებული  მხარეების   მოწვევისა და დასწრების გარეშე. ასეთ შემთხვევაში არ   ქვეყნდება ინფორმაცია  სხდომის,  მისი  ჩატარების   დროისა და დღის წესრიგის თაობაზე. გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჯაროვდება იმ   ვადაში  და  იმ  ფორმით,  რომ  ხელი  არ შეეშალოს ადგილზე შემოწმების ღონისძიების ეფექტურად განხორციელებას.

2. კომისიის გადაწყვეტილება ეკონომიკური აგენტის ადგილზე შემოწმების შესახებ უნდა შეიცავდეს საკმარის საფუძველს და დასაბუთებას შესაბამისი ღონისძიების გამოყენების საჭიროების თაობაზე.

3. კომისიის თავმჯდომარე, კომისიის გადაწყვეტილების   შესაბამისად,  მიმართავს  სასამართლოს მოტივირებული     შუამდგომლობით ეკონომიკური აგენტის ადგილზე     შემოწმების    თაობაზე. შუამდგომლობაში   მიეთითება   იმ    ეკონომიკური   აგენტის   ზუსტი   მონაცემები,   რომელიც   უნდა შემოწმდეს, შემოწმების ვადა, ხასიათი და ფარგლები.

4. მოსამართლე ეკონომიკური აგენტის ადგილზე შემოწმების შესახებ ბრძანებას იღებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 2170 მუხლით დადგენილი წესით, კომისიის თავმჯდომარის მიერ   შუამდგომლობის   წარდგენიდან   72   საათის   განმავლობაში   იმ   ეკონომიკური   აგენტისთვის შეუტყობინებლად, რომლის ადგილზე შემოწმებასაც ითხოვს კომისია.

5. მოსამართლის ბრძანების საფუძველზე კომისიის   თავმჯდომარე   გამოსცემს   ბრძანებას,  სადაც მიეთითება:

ა) ადგილზე შემოწმებაში მონაწილე, კომისიის უფლებამოსილ პირთა სახელი, გვარი, თანამდებობა და პირადი ნომერი;

ბ) ადგილზე შემოწმებაში მონაწილე, შესაბამისი დარგის  მოწვეული ექსპერტ(ებ)ის სახელი, გვარი და პირადი ნომერი.

მუხლი 18. ადგილზე შემოწმებაში მონაწილე მხარეების უფლება-მოვალეობები

1. შემოწმება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში. საჭიროების შემთხვევაში შემოწმება შეიძლება გაგრძელდეს არასამუშაო დროსაც, მათ შორის, დასვენებისა და უქმე დღეებში.

2. შესაძლებელია განხორციელდეს იმ ეკონომიკური აგენტის ადგილზე შემოწმება, რომლის მიმართ არ მიმდინარეობს მოკვლევა, თუმცა არსებობს საკმარისი საფუძველი და დასაბუთება, რომ მასთან ინახება შესაბამისი საქმისთვის  არსებითი  მნიშვნელობის  მქონე  დოკუმენტები და ამ ეკონომიკური აგენტის შემოწმების თაობაზე არსებობს მოსამართლის ბრძანება.

3. ადგილზე შემოწმება მოიცავს:

ა)  ეკონომიკური  აგენტის  საქმიანობასთან  დაკავშირებული დოკუმენტების, მათ  შორის, ფინანსურ- ეკონომიკური დოკუმენტების გაცნობას, მათი კონფიდენციალურობის და შენახვის წესის მიუხედავად;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლების გადაღებას;

გ) ადგილზე ახსნა-განმარტებების მიღებას;

დ) ეკონომიკური აგენტის იურიდიული და ფაქტობრივი საქმიანობის ადგილზე დაშვებას.

4. ადგილზე შემოწმების განმახორციელებელი, კომისიის    უფლებამოსილი   თითოეული   პირი ვალდებულია    ეკონომიკურ აგენტს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს    ადგილზე   შემოწმება, შემოწმების დაწყებამდე წარუდგინოს სამსახურებრივი მოწმობა.

5. ადგილზე შემოწმების განმახორციელებელი კომისიის   უფლებამოსილი   პირი   ვალდებულია ეკონომიკურ აგენტს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს ადგილზე შემოწმება, შემოწმების დაწყებამდე გადასცეს  მოსამართლის  და   კომისიის  თავმჯდომარის  ბრძანებები,  რასაც   ეკონომიკური  აგენტის უფლებამოსილი პირი ადასტურებს შესაბამის დოკუმენტზე ხელმოწერით.

6. ადგილზე შემოწმების განმახორციელებელი კომისიის   უფლებამოსილი   პირი   ვალდებულია ეკონომიკურ   აგენტს    გააცნოს   შემოწმების   პროცესში   მონაწილე   პირთა    უფლება-მოვალეობები, პროცედურული  საკითხები  და  ასევე ის შედეგები, რომელიც მოჰყვება კომისიის  უფლებამოსილი პირ(ებ)ის   კანონიერი    მოთხოვნებისადმი    დაუმორჩილებლობას, რასაც ეკონომიკური აგენტის უფლებამოსილი პირი ადასტურებს შესაბამის დოკუმენტზე ხელმოწერით.

7.   ეკონომიკური   აგენტი  ვალდებულია  ადგილზე   შემოწმების   დროს  ითანამშრომლოს  კომისიის უფლებამოსილ პირებთან, მათ შორის:

ა) შემოწმების ადგილზე დაუშვას კომისიის უფლებამოსილი პირები;

ბ) არ შეუშალოს ხელი კომისიის უფლებამოსილ წარმომადგენელს თავისი მოვალეობის შესრულებაში; გ)  კომისიის უფლებამოსილ პირებს მიამაგროს  წარმომადგენელი  ან/და თანამშრომელი,  რომელიც,

საჭიროებისამებრ მისცემს ახსნა-განმარტებას,   კომისიის წარმომადგენლებს დახმარებას გაუწევს ადგილზე  შემოწმების   პროცესის   ეფექტიანად   წარმართვაში, მათ შორის, ეკონომიკური აგენტის თანამშრომლების ელექტრონული ფოსტების დროებით   დაბლოკვაში,   კომპიუტერების  ქსელიდან დროებით    გამორთვაში,    ისე    რომ   ამან   არ    გამოიწვიოს    ეკონომიკური    აგენტის   საქმიანობის დაუსაბუთებელი შეფერხება ან შეჩერება;

დ) არ განახორციელოს იმ ნივთებთან (კომპიუტერული     მოწყობილობები,    მატერიალური დოკუმენტები, ჩანაწერები და სხვა) შეხება, რომელთან დაკავშირებითაც მიიღებს მითითებას კომისიის უფლებამოსილი წარმომადგენლისგან, ისე რომ ამან არ გამოიწვიოს ეკონომიკური აგენტის საქმიანობის დაუსაბუთებელი შეფერხება ან შეჩერება.

8. ეკონომიკურ აგენტს უფლება აქვს, შემოწმებისას მოიწვიოს იურისტი ან/და სხვა წარმომადგენელი. ასეთი   პირ(ებ)ის მონაწილეობა არ წარმოადგენს ადგილზე   შემოწმების   პროცესის  კანონიერების პირობას.  ამასთან,   დაუშვებელია, იურისტის/წარმომადგენლის   მონაწილეობის  საბაბით,  ადგილზე შემოწმების პროცესის შეფერხება/ხელის შეშლა.

9. კომისიის უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის  ადგილზე შემოწმებაში ხელის შეშლა იწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

მუხლი 19. ადგილზე შემოწმებაში მესამე პირების მონაწილეობა ადგილზე შემოწმების პროცესის ჯეროვნად წარმართვის   მიზნით  პროცესში  შეიძლება  ჩაერთოს შესაბამისი დარგის ექსპერტი.

მუხლი 20. ფართის ან/და დოკუმენტაციის დალუქვა ადგილზე შემოწმების დროს

1. კომისიის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, დალუქოს   შესამოწმებელი  ფართი  სრულად  ან ნაწილობრივ,  ასევე   ეკონომიკური აგენტის საქმიანობასთან დაკავშირებული   დოკუმენტები  (მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტები) და კომპიუტერული ტექნიკა, იმ ხანგრძლივობითა და მოცულობით, რაც აუცილებელია  ადგილზე შემოწმების მიზნებისათვის, ისე რომ ამან არ გამოიწვიოს ეკონომიკური აგენტის საქმიანობის დაუსაბუთებელი შეფერხება ან შეჩერება.

2. შესამოწმებელი ფართის ან მისი ნაწილის ან/და    ეკონომიკური   აგენტის   საქმიანობასთან დაკავშირებული     დოკუმენტების (მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური     დოკუმენტების)   და კომპიუტერული ტექნიკის დალუქვა  შესაძლებელია ადგილზე შემოწმების პერიოდის  განმავლობაში, თუმცა არაუმეტეს 72 საათისა.

3. შესამოწმებელი ფართის ან მისი ნაწილის ან/და    ეკონომიკური   აგენტის   საქმიანობასთან დაკავშირებული     დოკუმენტების (მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური     დოკუმენტების)   და კომპიუტერული  ტექნიკის  დალუქვის   შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში  კომისიის უფლებამოსილი    წარმომადგენლების    მიერ    დგება ოქმი. ეკონომიკური აგენტი ვალდებულია უზრუნველყოს ლუქის მთლიანობა იმ დრომდე, ვიდრე თავად კომისიის უფლებამოსილი პირები არ ახსნიან მას. ლუქის ახსნის დროს დგება ოქმი, სადაც ფიქსირდება ლუქის მდგომარეობა.

მუხლი 21. ახსნა-განმარტების მიღება ადგილზე შემოწმების დროს

1. ადგილზე შემოწმების დროს, კომისიის უფლებამოსილი  პირ(ებ)ის მიერ  დასმულ  შეკითხვაზე ეკონომიკური    აგენტის წარმომადგენლისგან  ან/და ეკონომიკური    აგენტის   თანამშრომლისგან მიღებული    ახსნა-განმარტება მხარეთა თანხმობის შემთხვევაში   შესაძლებელია   ჩაწერილ   იქნეს ნებისმიერი ფორმით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით ჩაწერილი ახსნა-განმარტების ასლი შესაბამის ეკონომიკურ აგენტს ეგზავნება ადგილზე შემოწმების დასრულების შემდგომ.

მუხლი 22. ინფორმაციის მოპოვება ადგილზე შემოწმების დროს

1. კომისიის წარმომადგენელი უფლებამოსილია გაეცნოს   ეკონომიკური აგენტის  საქმიანობასთან დაკავშირებულ      დოკუმენტებს, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკურ      დოკუმენტებს,     მათი კონფიდენციალურობის და შენახვის წესის მიუხედავად, ასევე გააკეთოს ამ ინფორმაციის ასლი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტი ასევე მოიცავს კომისიის უფლებას, შეამოწმოს ელექტრონული ფორმით არსებული ინფორმაცია, ასევე გააკეთოს ამ ინფორმაციის ასლი.

3.  ადგილზე  შემოწმების  დროს  კომისიის  წარმომადგენლებს უფლება აქვთ, შეამოწმონ შესაბამისი ეკონომიკური აგენტის:

ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემა, მათ შორის,  სერვერები, პერსონალური კომპიუტერები, ლეპტოპები, ტაბლეტები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები;

ბ) ინფორმაციის შესანახი საშუალებები, მათ შორის,   კომპაქტდისკები   (CD-ROM),  ინფორმაციის მატარებელი  ციფრული ოპტიკური დისკები (DVD), უნივერსალური სერიული  სალტეები (USB), გარე მყარი დისკები (external hard disks), სარეზერვო ასლები (backup tapes), მონაცემთა „ღრუბლები“ და ა.შ.;

გ)  თანამშრომლ(ებ)ის პირადი  ტექნიკა,  მოწყობილობა  და   საშუალებები,  რომლებიც  გამოიყენება სამსახურებრივი მიზნებისათვის და რომლებიც იმყოფება შემოწმების ადგილზე.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლება  მოიცავს  კომისიის წარმომადგენლების უფლებას,   ადგილზე         შემოწმების დროს გამოიყენონ    არამხოლოდ  სისტემაში ჩაშენებული/ინტეგრირებული  საძიებო სისტემები, არამედ სხვა რელევანტური საშუალებები (Forensic IT tools).

5. შესამოწმებლად შერჩეული ინფორმაციის შესანახი   საშუალება,  ამ  საშუალების  უსაფრთხოების კონტროლის   მიზნით, ადგილზე შემოწმების დასრულებამდე  შესაძლებელია  გადავიდეს  კომისიის უფლებამოსილი პირის დროებით მფლობელობაში, რასთან დაკავშირებითაც დგება ოქმი.

6. ეკონომიკურ აგენტს, ამ მუხლის მე-5 პუნქტით   გათვალისწინებული  ინფორმაციის  შესანახი საშუალება უბრუნდება ადგილზე შემოწმების დასრულების ან საშუალებაზე არსებული ინფორმაციის ასლის  (forensic  copy)  გაკეთების  შემდგომ.  ასეთი ასლი  ითვლება  ინფორმაციის  შესანახ  ორიგინალ საშუალებაზე არსებული ინფორმაციის ავთენტურ დუბლიკატად. ავთენტური დუბლიკატის შემოწმება უტოლდება ინფორმაციის შესანახ ორიგინალ საშუალებაზე არსებული ინფორმაციის შემოწმებას.

მუხლი 23. ადგილზე შემოწმების დროს მოპოვებულ ინფორმაციასთან მოპყრობა

1. ადგილზე შემოწმების დასრულებისას, კომისიის უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ შემოწმების დროს მოპოვებული   ინფორმაციის   გადატანა   ხდება    ინფორმაციის   მატარებელზე   (მაგალითად,  DVD). მზადდება  სამი იდენტური ასლი, საიდანაც ერთი გადაეცემა  ეკონომიკურ  აგენტს, ხოლო ორი თან მიაქვს კომისიის უფლებამოსილ პირ(ებ)ს.

2. შემოწმების დასრულებისას, ორ ეგზემპლარად მზადდება შემოწმების ოქმი, რომელიც ასევე მოიცავს ადგილზე  შემოწმებისას მოპოვებული, ამ მუხლის პირველი პუნქტით  განსაზღვრული ინფორმაციის ჩამონათვალს/სიას. ოქმის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ეკონომიკურ აგენტს.

3. ოქმის გაცნობისა და მისი ერთი ეგზემპლარის, ასევე  ინფორმაციის მატარებლის გადაცემის ფაქტს ეკონომიკური აგენტის უფლებამოსილი პირი ადასტურებს ხელმოწერით.

4. ადგილზე შემოწმების დროს კომისიის მიერ მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალურად ცნობა და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 24. მოკვლევის წარმოების ზოგადი პროცედურა

1. კომისიის მიერ მოკვლევის დაწყების შესახებ  გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით ინიშნება მოკვლევის ჯგუფი, მინიმუმ 2 პირის მონაწილეობით, რომლის შემადგენლობაშიც კომისიის თანამშრომელთან ერთად     შეიძლება  იყოს,  ასევე  მოწვეული სპეციალისტიც. ამავე ბრძანებით განისაზღვრება მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელი.

2. მოკვლევის ჯგუფი უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი   ქმედება, რაც საჭიროა საქმის მოკვლევის   განხორციელებისათვის.  გადაწყვეტილება მიიღება   ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის   შემთხვევაში  გადამწყვეტია  ჯგუფის ხელმძღვანელის ხმა.

მუხლი 25. საქმის გარემოებათა გამოკვლევა

1. კომისია ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების   პროცესში   გამოიკვლიოს   საქმისათვის მნიშვნელობის  მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ  გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

2.  საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, კომისია/მოკვლევის ჯგუფი უფლებამოსილია:

ა) შეაგროვოს ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით;

ბ) მიიღოს ახსნა-განმარტება ან გამართოს    საკონსულტაციო შეხვედრა საქმის გარემოებათა დასადგენად;

გ) მოიწვიოს ექსპერტი;

დ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

მუხლი 26. თანამშრომლობის ფორმები

1. კომისიის თავმჯდომარე მიმართავს სააგენტოს და   საჭიროების  შემთხვევაში,  ასევე,  შესაბამის ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების ან/და საკუთარი პოზიციის წარმოდგენის მოთხოვნით.

2. სააგენტო/შესაბამისი ეკონომიკის რეგულირებადი  სფეროს  მარეგულირებელი  ორგანო,  საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების მიზნით, უფლებამოსილია:

ა) გამოითხოვოს და გაეცნოს საქმის მასალებს;

ბ) მონაწილეობა მიიღოს ამ წესის 28-29-ე მუხლებით გათვალისწინებულ ახსნა-განმარტებებში;

გ) გაეცნოს და შესაბამისი პოზიცია დააფიქსიროს  მოპასუხე  ეკონომიკური  აგენტის მიერ აღებულ პირობით ვალდებულებებზე;

დ) გაეცნოს და შესაბამისი პოზიცია დააფიქსიროს კომისიის საბოლოო გადაწყვეტილების პროექტზე; ე) მონაწილეობა მიიღოს შემაჯამებელ სხდომაში;

ვ) გაეცნოს და შესაბამისი პოზიცია დააფიქსიროს კომისიის მიერ პირისთვის დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობაზე.

3.  ამ  მუხლის  მე-2   პუნქტის  „ბ -  ვ“ ქვეპუნქტით   გათვალისწინებულ  შემთხვევებში,  შესაბამისი პოზიციის დაფიქსირებამდე ან ქმედების განხორციელებამდე, სააგენტოს და საჭიროების შემთხვევაში, ასევე,  შესაბამის ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს  მარეგულირებელ ორგანოს, გონივრული ვადის გათვალისწინებით უნდა მიეწოდოს შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

4. საჭიროების შემთხვევაში სააგენტოსთან ან/და   შესაბამისი ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოსთან კონსულტაციის შედეგად    კომისიამ    შესაძლებელია    შეიმუშაოს ეკონომიკის  სხვა    რეგულირებადი სფეროს ეკონომიკური აგენტებისა და  მათთან  აფილირებული სუბიექტების მიერ მაუწყებლობისა  და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში  საქმიანობის,  მათ მიერ ამ სფეროებში კონკურენციის შეზღუდვის  აღკვეთისა და მონიტორინგის სპეციალური წესი და მისი აღსრულების პროცედურა.

მუხლი 27. პირთა წრე, ვისგანაც შესაძლებელია ახსნა-განმარტების მიღება

1. საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად კომისიას/კომისიის თავმჯდომარეს, თავისი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობის საფუძველზე,   შეუძლია  ახსნა-განმარტების  მისაღებად მოიწვიოს:

ა) მხარე;

ბ) დაინტერესებული მხარე.

2.  ახსნა-განმარტებისათვის გამოძახებული პირები  ვალდებული არიან გამოცხადდნენ სხდომაზე და მისცენ ახსნა-განმარტება.

მუხლი 28. ინდივიდუალური ახსნა-განმარტება

1.  მოკვლევის  ინტერესების  გათვალისწინებით,   ახსნა-განმარტების მიღება შესაძლებელია მოხდეს სხდომის ჩატარების გარეშე, მოკვლევის ჯგუფის მიერ    ინდივიდუალური   ახსნა-განმარტების ჩამორთმევის   გზით. ასეთ შემთხვევაში დგება ახსნა-განმარტების   ოქმი,  რომელსაც  ხელს  აწერს კომისიის თანამშრომელი, რომელიც იღებს ახსნა-განმარტებას და ახსნა-განმარტების მიმცემი პირი.

2. თუ ახსნა-განმარტების მიმცემი პირი უარს    განაცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, კომისიის თანამშრომელი  თავად აწერს ოქმს ხელს და აკეთებს  მითითებას  პირის  მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზების შესახებ.

3.  ამ  მუხლის  პირველი  პუნქტით  გათვალისწინებული  ახსნა-განმარტების მიმდინარეობა  მხარეთა თანხმობით შეიძლება ჩაიწეროს ტექნიკური საშუალების   გამოყენებით.  ამ  შემთხვევაში,  საოქმო ჩანაწერი ერთვის ახსნა-განმარტების ოქმს და ჩანაწერის შინაარსის წერილობითი ფორმით ოქმში ასახვა აღარ ხორციელდება.

4.  ამ  მუხლის  პირველი  პუნქტით  გათვალისწინებული  ახსნა-განმარტების მიღება შესაძლებელია განხორციელდეს დისტანციურად, ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებების გამოყენებით.

მუხლი 29. ახსნა-განმარტების სხდომა

1. კომისიამ შესაძლებელია, შემაჯამებელ სხდომამდე  ახსნა-განმარტების მიღების მიზნით, ჩაატაროს სხდომა მხარეთა და დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით.

2. სხდომა იმართება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 30. პირობითი ვალდებულებები საქმის მოკვლევის ეტაპზე

1. კომისიის საბოლოო გადაწყვეტილების პროექტის   მიღებამდე მოპასუხე ეკონომიკური აგენტი უფლებამოსილია კომისიას შესთავაზოს პირობითი ვალდებულებები.

2. კომისიის თავმჯდომარე პირობითი ვალდებულებების   განსახილველად  მიღებიდან  5  სამუშაო დღეში  აცნობებს  მომჩივანს ამის შესახებ და განუსაზღვრავს ვადას  მოსაზრებების  და  შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენისათვის, რაც საქმის მოკვლევის ვადის დინების შეჩერების საფუძველია.

3. კომისიის თავმჯდომარე პირობითი ვალდებულებების   მიღებიდან  5  სამუშაო  დღეში  აცნობებს სააგენტოს,    საჭიროების   შემთხვევაში,   ასევე,     შესაბამის    ეკონომიკის   რეგულირებადი   სფეროს მარეგულირებელ    ორგანოს   ამის   შესახებ   და   განუსაზღვრავს   გონივრულ   ვადას   მოსაზრებების წარმოდგენისათვის.

4.  კომისია  უფლებამოსილია  მოპასუხე  ეკონომიკურ  აგენტს  მოსთხოვოს  დამატებითი  ინფორმაცია ან/და         მტკიცებულება,        რომელიც        ხელს        შეუწყობს         პირობითი ვალდებულებების განხილვისათვის/გადაწყვეტილების მიღებისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენას, რაც ასევე აჩერებს საქმის მოკვლევის ვადის დინებას.

5. კომისია უფლებამოსილია, თანხმობა განაცხადოს ან  უარი თქვას მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ  შემოთავაზებული პირობითი ვალდებულების მიღებაზე.  კომისია პირობითი ვალდებულებების მიღების   თაობაზე    გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. გადაწყვეტილების   მიღებისას,   კომისია შებოჭილი არ არის მომჩივნის, სააგენტოს და ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანოს პოზიციით, თუმცა, გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იქნეს შესაბამისი დასაბუთება.

6. თუ კომისია მიიჩნევს, რომ მოპასუხე ეკონომიკური    აგენტის   მიერ   აღებული   პირობითი ვალდებულების  შესრულების  შედეგად  აღარ  იარსებებს  კანონის  სავარაუდო  დარღვევის რისკი და მიიღებს მის  მიერ  აღებულ  პირობით ვალდებულებას  კანონის სავარაუდო  დარღვევის აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი კონკრეტული ქმედების განხორციელების თაობაზე, კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას  იღებს  კანონის  სავარაუდო დარღვევის ფაქტის შეფასების გარეშე და  მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს აღებული პირობითი ვალდებულების შესასრულებლად ვადას განუსაზღვრავს.

7. პირობითი ვალდებულებების მიღების შემთხვევაში    კომისია   უფლებამოსილია   მოსთხოვოს ეკონომიკურ   აგენტს   მის  მიერ  აღებული  ვალდებულებების   შესრულების  თაობაზე  ინფორმაციის წარმოდგენა გარკვეული პერიოდულობით და განსაზღვროს ინფორმაციის წარმოდგენის წესი.

8. თუ კომისია მიზანშეწონილად არ მიიჩნევს პირობითი ვალდებულებების მიღებას, იგი აღნიშნულის თაობაზე  აცნობებს მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს და აგრძელებს  საქმის მოკვლევას. ამ შემთხვევაში, მოქმედებს   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე   მუხლის   მე-4   ნაწილით გათვალისწინებული    რეგულირება.    აღნიშნული    ინფორმაცია    ასევე    ეგზავნება    სააგენტოს    და საჭიროების შემთხვევაში, ასევე,   შესაბამის  ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს  მარეგულირებელი ორგანოს.

9.  თუ  მოპასუხე  ეკონომიკური  აგენტის  მიერ განსაზღვრულ  ვადაში და განსაზღვრული  სახით არ იქნება შესრულებული პირობითი ვალდებულებები:

ა) ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე არ უნდა აღემატებოდეს კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის საშუალო დღიური ბრუნვის 5%-ს;

ბ) კომისიის მიერ სავარაუდო დარღვევის ფაქტის  შეფასების  გარეშე  პირობითი ვალდებულებების შესახებ  გამოცემული გადაწყვეტილება უქმდება და საქმის  მოკვლევა განახლდება საქმის მოკვლევის დარჩენილი   ვადით. დარჩენილი ვადა აითვლება კომისიის მიერ   პირობითი  ვალდებულებების განსახილველად მიღების თარიღიდან.

10.   ამ   მუხლის   მე-9   პუნქტის   „ა“ ქვეპუნქტში   მითითებული   ჯარიმის  ოდენობის  განსაზღვრის მიზნებისათვის, წინა  ფინანსურ წელში იგულისხმება კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური   წელი,   ხოლო,    თუ ეკონომიკური აგენტი, კანონმდებლობით დადგენილი    წესით, რეგისტრირებულია  კომისიის  მიერ  გადაწყვეტილების მიღების წელს, შესაბამის ფინანსურ  წლად ჩაითვლება გადაწყვეტილების მიღების წელი.

მუხლი 31. გადაწყვეტილების პროექტი

1. კომისიის თავმჯდომარე შემაჯამებელი სხდომის   გამართვამდე  განმცხადებელს,  მომჩივან  და მოპასუხე მხარეებს წერილობით უგზავნის კომისიის საბოლოო გადაწყვეტილების პროექტსა და საქმის მასალებს და განუმარტავს, რომ მათ უფლება აქვთ, წარმოადგინონ თავიანთი პოზიციები.

2.  ამ  მუხლის  პირველი პუნქტებით  გათვალისწინებულ  შემთხვევაში პოზიციის  წარმოდგენისთვის განსაზღვრული   ვადა არ უნდა იყოს 25 სამუშაო დღეზე ნაკლები. ამ ვადის  ამოწურვის  შემდეგ წარდგენილი პოზიცია კომისიამ შეიძლება მხედველობაში არ მიიღოს.

3.   კომისია  ვალდებულია  გადაწყვეტილების  პროექტი,   საქმის   მასალებთან  ერთად,  გაუგზავნოს სააგენტოს,    საჭიროების   შემთხვევაში   ასევე,    შესაბამისი    ეკონომიკის   რეგულირებადი   სფეროს მარეგულირებელ ორგანოს და განუსაზღვროს გონივრული ვადა მოსაზრებების წარმოდგენისათვის.

4. სააგენტო და შესაბამისი მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილი არიან წარმოადგინონ პოზიცია კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში.

5. კომისია შებოჭილი არ არის მხარის, სააგენტოს და   შესაბამისი  მარეგულირებელი   ორგანოს მოწოდებული პოზიციით, თუმცა გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს შესაბამისი დასაბუთება.

მუხლი 32. შემაჯამებელი სხდომა

1.  საქმის  გარემოებათა გამოკვლევისა და  მტკიცებულებების შეგროვების შემდეგ ინიშნება  კომისიის შემაჯამებელი სხდომა მხარეებისა და სხვა უფლებამოსილი ორგანოების/პირების მონაწილეობით.

2. კომისიის სხდომა იმართება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 33. კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება და გასაჩივრების წესი

1. შემაჯამებელი სხდომის დასრულების შემდგომ კომისია იღებს გადაწყვეტილებას.

2. გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნებათ მხარეებს/განმცხადებელს და 10   სამუშაო   დღის   ვადაში  ქვეყნდება   კომისიის   ოფიციალურ   ვებგვერდზე,  კონფიდენციალური მონაცემების დაცვით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 34. ჯარიმა

1. კომისიის გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს  დასაბუთებულ ინფორმაციას ჯარიმის ოდენობის და მისი გამოთვლის წესის შესახებ.

2. კანონის მე-6 ან მე-7 მუხლით გათვალისწინებული დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, მხარეს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი    წლიური ბრუნვის 5%-ს, ხოლო აღნიშნული დარღვევის    სამართლებრივი    საფუძვლის აღმოუფხვრელობის ან ამ დარღვევის განმეორების შემთხვევაში – 10%-ს.

3.  ამ  მუხლის  მე-2   პუნქტით  გათვალისწინებულ  შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის, წინა ფინანსურ წლად ითვლება კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა   ფინანსური წელი, ხოლო, თუ ეკონომიკური აგენტი,  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით, რეგისტრირებულია   კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წელს,   შესაბამის  ფინანსურ  წლად ითვლება გადაწყვეტილების მიღების წელი.

4. ჯარიმის ოდენობის გამოთვლა ხორციელდება კომისიის მიერ შემუშავებული ჯარიმების ოდენობის დადგენის სახელმძღვანელო პრინციპების საფუძველზე.

მუხლი 35. საქმის ხელახლა მოკვლევის დაუშვებლობა საქმის მოკვლევის დასრულების შემდეგ დაუშვებელია  იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე, იმავე  საფუძვლით  მოკვლევის  დაწყება, თუ არ  არსებობს  ახლად  აღმოჩენილი ან/და გამოვლენილი გარემოება.

 

თავი IV

თანამშრომლობის პროგრამის პირზე გავრცელების წესი

მუხლი 36. ტერმინთა განმარტება

ამ თავის მიზნებისთვის აქ გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) განაცხადი  –  კომისიაში ზეპირად ან წერილობით  წარმოდგენილი ინფორმაცია თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობაზე;

ბ) მარკირება – შესაბამისი კატეგორიის შეღავათის მიღების მსურველთა რიგში პირისათვის ადგილის დაკავება,  მის  მიერ ამ  წესის 39-ე  მუხლის პირველი  პუნქტის, მე-40  მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა  და  41-ე  მუხლით  გათვალისწინებული  ინფორმაციის  კომისიის  მიერ  განსაზღვრულ ვადაში წარმოდგენამდე;

გ) თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილის პირობითი სტატუსი – პირისათვის პირველი, მეორე ან მესამე კატეგორიის შეღავათის პირობითი იმუნიტეტის მინიჭება.

მუხლი 37. თანამშრომლობის პროგრამის შინაარსი

1.   თანამშრომლობის   პროგრამა  გულისხმობს  პირის   სრულად  ან  ნაწილობრივ  გათავისუფლებას კანონით     დადგენილი პასუხისმგებლობისაგან, თუ იგი აღიარებს     კანონის    მე-7     მუხლით გათვალისწინებულ შეთანხმებაში  მონაწილეობას და ერთდროულად აკმაყოფილებს კანონითა და ამ წესით დადგენილ პირობებს.

2. კანონისა და ამ წესის მიზნებისათვის, პირის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება გულისხმობს კანონის მე-7 მუხლის დარღვევისათვის დაწესებული   ჯარიმის  დაკისრებისაგან  მის  სრულად  ან ნაწილობრივ გათავისუფლებას.

მუხლი 38. თანამშრომლობის პროგრამით გათვალისწინებული შეღავათების კლასიფიკაცია

1.  თანამშრომლობის პროგრამით გათვალისწინებული  შეღავათი შეიძლება იყოს პირველი, მეორე ან მესამე კატეგორიის.

2. პირველი კატეგორიის შეღავათი გულისხმობს პირის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას 100%- ით.

3. მეორე კატეგორიის შეღავათი გულისხმობს პირის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას 20%-დან 50%-მდე.

4.  მესამე  კატეგორიის შეღავათი გულისხმობს პირის  პასუხისმგებლობისგან  გათავისუფლებას  20%- მდე.

მუხლი 39. თანამშრომლობის პროგრამით მოსარგებლე პირი

1. თანამშრომლობის პროგრამით სარგებლობა შეუძლია  ნებისმიერ  პირს,  რომელიც  წერილობითი ფორმით   აღიარებს   კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შეთანხმებაში   მონაწილეობას   და დააკმაყოფილებს კანონითა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.

2.  კანონითა და ამ წესით გათვალისწინებული შეღავათები  არ ვრცელდება შეთანხმების ერთადერთ ორგანიზატორზე   ან/და ინიციატორზე, აგრეთვე იმ პირზე, რომელმაც სხვა  პირებს  შეთანხმებაში მონაწილეობა აიძულა.

მუხლი 40. თანამშრომლობის პროგრამით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის პირობები

თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობა და ამ   პროგრამით  გათვალისწინებული  შეღავათით სარგებლობა  შეუძლია  ამ წესის 39-ე  მუხლის პირველი პუნქტით  გათვალისწინებულ პირს, თუ იგი ერთდროულად აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) კომისიას ზეპირად ან/და წერილობით წარუდგენს  კანონის  მე-7  მუხლით  გათვალისწინებული შეთანხმების  შესახებ მისთვის ცნობილ, საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციასა და მტკიცებულებას მანამ, სანამ ეს ინფორმაცია და მტკიცებულება კომისიისთვის სხვა წყაროდან გახდება ცნობილი;

ბ) საქმის მოკვლევის პროცესში უწყვეტად და შეუზღუდავად ითანამშრომლებს კომისიასთან.

გ) შეწყვეტს კანონის საწინააღმდეგო შეთანხმებაში  მონაწილეობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომისია  მიიჩნევს,  რომ პირის  მიერ ამ  შეთანხმებაში  მონაწილეობის გაგრძელება საქმის მოკვლევას ხელს შეუწყობს;

დ) არ გაანადგურებს საქმისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტსა და მტკიცებულებას;

ე) არ გაამჟღავნებს ინფორმაციას თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე.

მუხლი 41. განაცხადის წარდგენის პირობები

1. თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობის მსურველი  პირის მიერ კომისიაში  წარმოდგენილი განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

ა) განაცხადის წარმდგენი ფიზიკური პირის მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა);

ბ)  პირის  მონაცემები  (სახელწოდება,   ორგანიზაციულ-სამართლებრივი  ფორმა,   საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული მისამართი, ხელმძღვანელი პირი და ელექტრონული ფოსტა);

გ) ინფორმაცია კანონის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევის შესახებ, მათ შორის:

გ.ა) შეთანხმებაში მონაწილე სხვა პირების სახელწოდება და საიდენტიფიკაციო მონაცემები;

გ.ბ)  კანონის მე-7  მუხლით გათვალისწინებული  შეთანხმების და მასში მონაწილე პირთა როლების დეტალური აღწერა;

გ.გ)    ის     პროდუქციული    და    გეოგრაფიული     ბაზარი,     სადაც     ადგილი     აქვს    შეთანხმებას (არასავალდებულოდ შესავსები ნაწილი);

გ.დ) შეთანხმების ხანგრძლივობა;

გ.ე) საქმესთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია; გ.ვ) მტკიცებულებები სავარაუდო სამართალდარღვევის თაობაზე;

დ) განაცხადის წარდგენის თარიღი (წელი, რიცხვი, თვე, საათი, წუთი) და ხელმოწერა.

2.    განაცხადს    თან    უნდა   ერთოდეს   მისი   წარმდგენი    ფიზიკური   პირის    უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. კომისიაში განაცხადის წარმოდგენა ხდება ინდივიდუალურად, კონკრეტული პირის სახელით.

4.   ორი  ან   მეტი  პირის   მიერ  კომისიაში  განაცხადის    ერთობლივად  წარმოდგენის  შემთხვევაში, განაცხადის წარმდგენ პირებს შეიძლება მიენიჭოთ მხოლოდ მესამე კატეგორია.

5.   წერილობითი   განაცხადი   კომისიაში   წარმოდგენილი   უნდა   იქნეს   ამ   წესის   დანართი   11-ის შესაბამისად.

მუხლი 42. განაცხადის წარდგენის პროცედურა

1. თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობის მიზნით  პირი კომისიას მიმართავს  განაცხადით და წარუდგენს ამ წესით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

2.  დასაშვებია  განაცხადის ელექტრონული ფორმით  წარდგენა კომისიაში, თუ იგი აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს.

3. პირის მიერ კომისიისთვის ზეპირი განაცხადით მიმართვის შემთხვევაში, კომისიის თანამშრომლის მიერ  დგება ოქმი, რომელშიც აისახება პირის მიერ  წარმოდგენილი  ფაქტობრივი  ინფორმაცია  და დანართის   სახით  დაერთვის   შესაბამისი  მტკიცებულებები.   ოქმს   ხელს  აწერენ   ოქმის  შემდგენი კომისიის  თანამშრომელი   და ზეპირი განაცხადის წარმდგენი პირი. ზეპირი  განაცხადის  მიღების დროდ ჩაითვლება ოქმის შედგენის დაწყების დღე, საათი და წუთი.

4. პირს უფლება აქვს, კომისიაში ოფიციალური განაცხადის წარდგენამდე მიმართოს მას ანონიმურად და მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია თანამშრომლობის პროგრამის შესახებ.

5. განაცხადის მიღების შემდეგ კომისია გასცემს  წერილობით ცნობას მისი მიღების შესახებ, მიღების თარიღისა და დროის მითითებით.

6. კომისია განაცხადს იხილავს მისი შემოტანის დროის   თანმიმდევრობით  (შემოტანის თარიღის შესაბამისი რიგითობით).

7. თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ წესის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-40 მუხლის პირველი პუნქტის   „ა“   ქვეპუნქტისა და 41-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს,   კომისიის  თავმჯდომარე მოახდენს განაცხადის  მარკირებას, პირს წერილობით აცნობებს აღნიშნულის  თაობაზე და ხარვეზის აღმოსაფხვრელად   განუსაზღვრავს    ვადას,    რომლის   განმავლობაშიც    მან    უნდა    წარმოადგინოს განსაზღვრული ინფორმაცია და მტკიცებულებები. ინფორმაციის განსაზღვრულ  ვადაში წარმოდგენის შემთხვევაში, იგი წარმოდგენილად ჩაითვლება იმ დროს, როდესაც მოხდა პირის მარკირება.

8.     კომისიის    თავმჯდომარის     მიერ    განსაზღვრულ     ვადაში    შესაბამისი    ინფორმაციისა    და მტკიცებულებების წარმოუდგენლობის შემთხვევაში,     კომისია    დახურულ    სხდომაზე    იღებს გადაწყვეტილებას  განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ და  მარკირება  უქმდება.  ასეთ შემთხვევაში  არ  ქვეყნდება   ინფორმაცია სხდომის, მისი ჩატარების დროისა და დღის  წესრიგის თაობაზე.

9.    თუ    კომისია    დაადგენს,    რომ     განაცხადი    აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს, იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის თანამშრომლობის   პროგრამაში   მონაწილის   პირობითი   სტატუსის მინიჭების    შესახებ, სრულყოფილი განაცხადის შემოტანის ან/და    მარკირებით   განსაზღვრული რიგითობის გათვალისწინებით და წერილობით ატყობინებს პირს აღნიშნულის თაობაზე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ    საკითხზე კომისია გადაწყვეტილებას იღებს დახურულ    სხდომაზე.   ასეთ შემთხვევაში  არ  ქვეყნდება   ინფორმაცია სხდომის, მისი ჩატარების დროისა და დღის  წესრიგის თაობაზე.

10. პირს უფლება აქვს განაცხადის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე უკან გაიხმოს განაცხადი. განაცხადის უკან   გახმობის მიუხედავად, კომისია იტოვებს პირის მიერ   წარმოდგენილ   ინფორმაციასა   და მტკიცებულებებს საქმის  მოკვლევისათვის. ასეთ შემთხვევაში, განცხადების შემომტანი პირის ვინაობა რჩება ანონიმური.

11.  თუ საქმის  მოკვლევა  ჯერ არ  არის  დაწყებული  და  განაცხადი შეიცავს შესაბამის ინფორმაციას, კომისია   უფლებამოსილია  მის  საფუძველზე  საკუთარი   ინიციატივით  დაიწყოს  საქმის  მოკვლევა კანონის შესაბამისად.

მუხლი 43. გადაწყვეტილება ჯარიმის დაკისრებისაგან  სრულად  ან  ნაწილობრივ გათავისუფლების შესახებ

1.  თანამშრომლობის  პროგრამის ფარგლებში, კანონით  დადგენილი ჯარიმის დაკისრებისაგან პირის სრულად   ან    ნაწილობრივ   გათავისუფლების   შესახებ    გადაწყვეტილებას   კომისია   იღებს   საქმის მოკვლევის  დასრულებისთანავე. გადაწყვეტილების მიღებისას კომისია აფასებს პირის მიერ ამ წესით დადგენილი პირობების შესრულებას.

2.  პირველი კატეგორიის შეღავათის პირობითი სტატუსი  ენიჭება პირს,  რომელიც რიგით პირველი შეიტანს განაცხადს კომისიაში კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შეთანხმებაში მონაწილეობის თაობაზე და მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ იქნება კომისიისთვის ცნობილი.

3. მეორე კატეგორიის შეღავათის პირობითი სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც რიგით მეორე შეიტანს განაცხადს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შეთანხმებაში მონაწილეობის თაობაზე. ამასთან, მის  მიერ  წარმოდგენილი  ინფორმაცია იქნება   განაცხადის  შემომტანი რიგით პირველი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შემავსებელი და ამავდროულად, არ იქნება კომისიისთვის ცნობილი.

4.  მესამე  კატეგორიის შეღავათის პირობითი სტატუსი  ენიჭება პირს, თუ ის არის რიგით მესამე და შემდეგი,   რომელიც (რომლებიც) შეიტანს განაცხადს კანონის მე-7   მუხლით  გათვალისწინებულ შეთანხმებაში  მონაწილეობის  თაობაზე.  ამასთან, მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია  იქნება უფრო ადრე   გაცხადებული   ინფორმაციის   შემავსებელი   და   ამავდროულად,   არ   იქნება   კომისიისთვის ცნობილი. იგივე წესი ვრცელდება ამ წესის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაზე.

5. პირს თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილის პირობითი სტატუსი მოეხსნება იმ შემთხვევაში, თუ კომისიისთვის აშკარა გახდა, რომ პირის  მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

6.   პირს   თანამშრომლობის   პროგრამაში   მონაწილის   პირობითი   სტატუსი   ასევე   მოეხსნება   იმ შემთხვევაში, თუ კომისია დაადგენს, რომ იგი არ ასრულებს ამ წესის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს.

7. იმ პირის კატეგორიის შეღავათის პირობითი სტატუსი, რომელსაც მოეხსნა სტატუსი ან რომელმაც უკან გაიხმო განაცხადი, მიენიჭება რიგში მის შემდგომ მყოფ პირს.

მუხლი 44. კონფიდენციალურობის დაცვა

1.    თანამშრომლობის    პროგრამის   ფარგლებში    მიღებული    ინფორმაციის   კონფიდენციალურობა დაცულია კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად.

2. თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილე პირის/პირების თაობაზე მონაცემები კონფიდენციალურია კომისიის მიერ საქმის მოკვლევის განხორციელების შედეგად  საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

თავი V

კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესი მუხლი 45. კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის მიზანი

1. ამ თავის  მიზანია:

ა)    კომისიისთვის    წინასწარ    სავალდებულო    წერილობით     შეტყობინებას    დაქვემდებარებული კონცენტრაციის ზღვრული ოდენობის, შეტყობინებისა და განხილვის პროცედურების განსაზღვრა;

ბ) შესაბამის საქონლის ან/და მომსახურების ბაზარზე   კონცენტრაციის   ცვლილების   შეფასება, ეკონომიკურ    აგენტთა ისეთი კონცენტრაციის დაუშვებლობა, რომელიც   არსებითად   ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას შესაბამის ბაზარზე;

გ) კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვის პროცესის ობიექტურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.

2. ამ თავით დგინდება:

ა)  კომისიისთვის  წინასწარ  სავალდებულო  წერილობით  შეტყობინებას  (შემდგომში „შეტყობინება“) დაქვემდებარებული კონცენტრაციის კრიტერიუმები;

ბ) შეტყობინების წარდგენის წესი და განხილვის პროცედურები.

3. კომისია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე და 27-ე მუხლებით დადგენილი  წესით, 2026 წლის 1 იანვრამდე შეისწავლის იმ ოპერაციას, რომლითაც ხდება ამ კანონით გათვალისწინებული   ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის წილის ან   აქციების  ან/და აქტივების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეძენა ან იმ პირთა შერწყმა, რომელთაგან ერთი მაინც არის ამ პუნქტით   განსაზღვრული   პირი,   ხოლო   მეორე   არ   არის   ეკონომიკის   რეგულირებადი   სფეროს ეკონომიკური  აგენტი, მიუხედავად იმისა, არის თუ არა აღნიშნული ოპერაცია კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული კონცენტრაცია ან/და აკმაყოფილებს თუ არა იგი ამ წესის 46-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებს.

4.   ამ   მუხლის   მე-3   პუნქტით   გათვალისწინებული   ოპერაციის  „ელექტრონული   კომუნიკაციების შესახებ"   საქართველოს   კანონით   დადგენილი   წესით   შესწავლისას   კომისია   აგრეთვე   შეაფასებს მაუწყებლობის  სფეროში  კონცენტრაციის  შესაბამისობას  კანონის  მოთხოვნებთან,   თუ  ოპერაციის მონაწილე   სუბიექტი   (ან   სუბიექტები)   საქმიანობას   ახორციელებენ  მაუწყებლობის   სფეროში   და კონცენტრაცია აკმაყოფილებს ამ წესის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

მუხლი  46.  შეტყობინების  ვალდებულებას  დაქვემდებარებული  კონცენტრაციები  და შეტყობინების შედეგები

1. კომისიისათვის შეტყობინებას ექვემდებარება    კონცენტრაცია,   თუ   მისი   მონაწილე   პირების, ერთობლივი  (ჯამური) წლიური ბრუნვა  საქართველოს  ტერიტორიაზე,  შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის  წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, აღემატება 20  მილიონ ლარს და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა აღემატება 5 მილიონ ლარს.

2. იმ პირის მონაწილეობით კონცენტრაციის     განხორციელების შემთხვევაში, რომელიც რეგისტრირებულია   კონცენტრაციის  განხორციელების   წელს,  მხედველობაში  მიიღება  მიმდინარე კალენდარული      წლის განმავლობაში კონცენტრაციის თაობაზე      შეტყობინების     წარდგენის მომენტისათვის არსებული წლიური ბრუნვა.

3. შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაცია   დასაშვებია   მხოლოდ   მისი   კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე.

4. კომისიის უარყოფითი გადაწყვეტილება კონცენტრაციის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია.

მუხლი 47. წლიური ბრუნვის გამოთვლა

1.  ერთობლივი წლიური ბრუნვა  გულისხმობს შეტყობინების  წინა  ფინანსური  წლის განმავლობაში კონცენტრაციის მონაწილეთა ჯამურ წლიურ ბრუნვას.

2. თუ კონცენტრაცია ეხება ერთი ან რამდენიმე საწარმოს ნაწილის ან ნაწილების შეძენას, მიუხედავად იმისა, ისინი დამოუკიდებელი ერთეულები არიან თუ არა, კონცენტრაციის მონაწილეთა ერთობლივი წლიური    ბრუნვის    გამოთვლისას    გაითვალისწინება    მხოლოდ    ამ    საწარმოთა    კონცენტრაციას დაქვემდებარებული     ნაწილის/ნაწილების    შესაბამისი    ბრუნვა,     შესაბამისი    ბაზრის    ანალიზის მეთოდური მითითებების საფუძველზე.

3. კონცენტრაციის მონაწილეთა წლიური ბრუნვის  გამოთვლისას მხედველობაში  მიიღება შემდეგი ერთეულების ჯამური წლიური ბრუნვა:

ა) კონცენტრაციაში მონაწილე პირი;

ბ) კონცენტრაციაში მონაწილე პირთა მიერ პირდაპირ ან   არაპირდაპირ  კონტროლირებადი  ან პირდაპირ ან არაპირდაპირ მაკონტროლებელი საწარმოები;

გ) საწარმოები,  რომლებიც  იმყოფებიან კონცენტრაციის  მონაწილე  პირთა ერთობლივი კონტროლის ქვეშ.

4.  უცხოური სუბიექტის  მონაწილეობით განხორციელებული  კონცენტრაციის მონაწილეთა  ჯამური წლიური  ბრუნვის   გამოთვლისას გაითვალისწინება ამ სუბიექტის  მიერ  მხოლოდ  საქართველოს ტერიტორიაზე მიღებული წლიური ბრუნვა.

მუხლი 48. შეტყობინების წარმდგენი პირი

შეტყობინების წარდგენის ვალდებულება ეკისრება:

ა) შეძენის, ხელშეკრულებებით ან სხვა საშუალებებით  კონტროლის მოპოვების შემთხვევაში  – შემძენ ან/და კონტროლის უფლების მომპოვებელ პირს;

ბ) შერწყმის/გაერთიანების შემთხვევაში  – ოპერაციის  ყველა მონაწილეს, ერთობლივი შეტყობინების წარდგენის გზით;

გ) ერთობლივი საწარმოს შექმნის შემთხვევაში  – ოპერაციის   ყველა   მონაწილეს,   ერთობლივი შეტყობინების წარდგენის გზით.

მუხლი 49. შეტყობინების ვადა

1. კონცენტრაციის მონაწილეებს შეტყობინების ვალდებულება წარმოეშობათ შესაბამისი შეთანხმების ძალაში შესვლამდე ან/და კონცენტრაციის ფაქტობრივ   განხორციელებამდე  (მათ    შორის, მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციამდე).

2. თუ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კონტროლის მოპოვება ხდება ერთზე მეტი ტრანზაქციის საშუალებით უწყვეტი სამი  კალენდარული  წლის განმავლობაში,  კონტროლის მომპოვებელ პირს შეტყობინების ვალდებულება     წარმოეშობა    იმ     ტრანზაქციის     უშუალო განხორციელებამდე, რომლითაც ხდება კონტროლის მოპოვება.

მუხლი 50. შეტყობინების წარდგენის წესი და დასაშვებობის პროცედურა

1. პირმა კომისიას უნდა წარუდგინოს წერილობითი ან  ელექტრონული  ფორმით  სრულყოფილად შევსებული ამ წესის დანართი 12-ის შესაბამისი შეტყობინება, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას კონცენტრაციაში  მონაწილე   მხარეების და მათი მახასიათებლების შესახებ, ასევე,   ინფორმაციას დაგეგმილი კონცენტრაციის შესახებ,  კონცენტრაციის დეტალურ აღწერას, დამატებით  შენიშვნებს და ა.შ.

2.  ამ  მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ  შეტყობინებას თან უნდა ერთოდეს შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) კონცენტრაციის მონაწილე  ყველა მხარის და მათი  მაკონტროლებელი პირ(ებ)ის მფლობელობაში არსებული საწარმოების შესახებ;

ბ) კონცენტრაციის მონაწილე თითოეული მხარის მიერ უკანასკნელი ფინანსური წლის განმავლობაში წარმოებული, შეძენილი და რეალიზებული ძირითადი    საქონლის/მომსახურების   მოცულობა ასორტიმენტის მიხედვით;

გ) უკანასკნელი ფინანსური წლის მონაცემები   კონცენტრაციის   მონაწილე   თითოეული   მხარის ძირითადი მომწოდებლებისა და  შემსყიდველების/მომხმარებლების შესახებ.

3. შეტყობინება კომისიაში წარდგენილად ითვლება მისი    რეგისტრაციის   მომენტიდან,   ხოლო კანონმდებლობით  განსაზღვრული შესაბამისი ვადის ათვლა იწყება  რეგისტრაციის დღის მომდევნო სამუშაო დღიდან.

4. კომისია შეტყობინების მიღებიდან  3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს მის შესაბამისობას ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და ამ წესის დანართი 12-ით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

5. თუ წარდგენილი შეტყობინება არ აკმაყოფილებს  შესაბამის მოთხოვნებს, კომისიის თავმჯდომარე შეტყობინების წარმდგენ პირს უდგენს ხარვეზს და განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

6. ხარვეზის წერილში აღინიშნება ის კონკრეტული  საკითხები და გარემოებები, რომლის მითითებას ან/და დაზუსტებასაც ითხოვს კომისია.

7. თუ შეტყობინების წარმდგენი კომისიის თავმჯდომარის   მიერ  დადგენილ  ვადაში  არ  შეავსებს ხარვეზს,    კომისია    უფლებამოსილია,    მიიღოს   გადაწყვეტილება    შეტყობინების   განუხილველად დატოვების  შესახებ.   შეტყობინების განუხილველად დატოვების შესახებ  გადაწყვეტილება  მიიღება კომისიის სხდომაზე.

8. შეტყობინების განხილვის ვადის ათვლა იწყება    კომისიაში   სრულყოფილი   შეტყობინების წარმოდგენის მომენტიდან.

9. სრულყოფილი შეტყობინების შემოსვლიდან 5 სამუშაო  დღის ვადაში კომისია ამოწმებს, ექცევა თუ არა დაგეგმილი კონცენტრაცია კანონის რეგულირების  სფეროში და მისი კომპეტენციის ფარგლებში, რის თაობაზეც აცნობებს შეტყობინების წარმომდგენ პირ(ებ)ს.

10. თუ კომისიას წარედგინა შეტყობინება, რომლის   განხილვაც  განეკუთვნება   სააგენტოს  ან/და ეკონომიკის  სხვა რეგულირებადი სფეროს  მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილებას, კომისიის თავმჯდომარე ამ შეტყობინებას 5 სამუშაო დღის ვადაში გადაუგზავნის სააგენტოს ან/და ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს შესაბამის მარეგულირებელ ორგანოს, როგორც უფლებამოსილ ორგანოს.

11. თუ ცალსახად არ დგინდება შეტყობინების განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო, ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ვადა იზრდება 30 კალენდარულ დღემდე, რათა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს  განსაზღვრის   მიზნით კომისიას, სააგენტოს ან/და ეკონომიკის  რეგულირებადი  სფეროს მარეგულირებელ ორგანოს შორის კონსულტაციები გაიმართოს.

12.  ამ  მუხლის მე-11  პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში  შეტყობინების განხილვის ვადის ათვლა იწყება შეტყობინების განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოდ კომისიის განსაზღვრის შემდგომ.

მუხლი 51. შეტყობინების განხილვის პროცედურა

1. თუ შეტყობინება შეესაბამება ამ წესის 50-ე მუხლის   მოთხოვნებს, კომისია   ვალდებულია, შეტყობინების  წარმოდგენიდან არაუმეტეს 25 სამუშაო დღის ვადაში  განიხილოს  შეტყობინება  და შეამოწმოს დაგეგმილი კონცენტრაციის შესაბამისობა კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

2. კომისია/კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში,   მოსთხოვოს დაგეგმილი  კონცენტრაციის მხარეს დამატებითი ინფორმაციის ან/და მტკიცებულების წარმოდგენა ან ახსნა-განმარტებაზე გამოცხადება.

3. კონცენტრაციის მხარის მიერ დამატებითი ინფორმაციის ან/და მტკიცებულებების წარმოდგენამდე, ამ  მუხლის  პირველი პუნქტით  გათვალისწინებული  ვადის  დინება  შეჩერებულად ითვლება, ხოლო ინფორმაციის ან/და მტკიცებულების წარმოდგენა  ვადის დინების განახლების საფუძველია.

4. კომისია ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს    ინფორმაციას   მიმდინარე   ადმინისტრაციული წარმოების თაობაზე და დაინტერესებულ პირებს აძლევს შესაძლებლობას, დაგეგმილი კონცენტრაციის თაობაზე   წარმოადგინონ   მოსაზრებები   კომისიის   მიერ   განსაზღვრულ   ვადაში.  გამოქვეყნებული ინფორმაცია,   კონცენტრაციაში მონაწილე პირთა კონფიდენციალური   მონაცემების  დაცვით,  უნდა შეიცავდეს მონაცემებს  მხარეთა ვინაობის/დასახელების, კონცენტრაციის  საგნის და იმ ეკონომიკური დარგების/ბაზრების თაობაზე, რასაც  ეხება დაგეგმილი კონცენტრაცია.

5. კომისია უფლებამოსილია შეტყობინების განხილვის პროცესში გაეცნოს დაინტერესებული პირების, კონცენტრაციის მხარეების კონკურენტი ეკონომიკური აგენტებისა და დარგის ექსპერტების პოზიციებს დაგეგმილ კონცენტრაციასთან დაკავშირებით.

6. მიღებული ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის  შემდგომ,  ამ  მუხლის  პირველი პუნქტით განსაზღვრულ  ვადაში,  კომისია დადგენილი  წესით  მართავს  სხდომას  და  იღებს  ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) დაგეგმილი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ;

ბ) შეტყობინების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ, როდესაც არსებობს გონივრული ეჭვი, რომ დაგეგმილი  კონცენტრაცია,  შესაძლოა,  არ  იყოს  თავსებადი კონკურენტულ გარემოსთან ან, საქმის სირთულიდან გამომდინარე, საჭიროა საკითხის დამატებითი შესწავლა.

7.  ამ  მუხლის  მე-6   პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტით  განსაზღვრულ  შემთხვევაში,  კომისია  ვალდებულია განიხილოს  შეტყობინება ვადის გაგრძელების შესახებ  გადაწყვეტილების მიღებიდან  არაუმეტეს 90 კალენდარული დღის ვადაში.

8. ამ მუხლის პირველი ან/და მე-7  პუნქტით განსაზღვრულ  ვადაში პასუხის გაუცემლობა დადებით პასუხად ჩაითვლება.

9. თუ კომისია მიიჩნევს, რომ დაგეგმილი კონცენტრაცია   არსებითად   არ   ზღუდავს   ეფექტიან კონკურენციას   საქართველოს   ან   მისი   ნაწილის   საქონლის  ან   მომსახურების   ბაზარზე,  მიიღებს გადაწყვეტილებას დაგეგმილი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ.

10.   თუ   კომისია   მიიჩნევს,   რომ   დაგეგმილი    კონცენტრაცია არსებითად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს ან მისი ნაწილის საქონლის  ან/და  მომსახურების  ბაზარზე,  მიიღებს გადაწყვეტილებას კონცენტრაციის დაუშვებლობის შესახებ.

11. თუ კონცენტრაცია იწვევს დომინანტური მდგომარეობის წარმოქმნას ან გაძლიერებას, ივარაუდება, რომ  ასეთი   კონცენტრაცია არსებითად ზღუდავს ეფექტიან  კონკურენციას  საქართველოს  ან  მისი ნაწილის  საქონლის  ან  მომსახურების  ბაზარზე,  გარდა  იმ  შემთხვევისა, თუ  კონცენტრაციის მხარე დაასაბუთებს საწინააღმდეგოს.

12. თუ ამ მუხლის მე-11  პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კონცენტრაციის მხარე კომისიას დაუსაბუთებს, რომ დომინანტური მდგომარეობის    წარმოქმნის   ან   გაძლიერების   მიუხედავად, დაგეგმილი    კონცენტრაცია არსებითად არ შეზღუდავს ეფექტიან   კონკურენციას   და   მოჰყვება მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტები, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დაგეგმილი კონცენტრაციის  კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ.

მუხლი 52. თანამშრომლობის ფორმები

1. კომისია ვალდებულია მიმართოს სააგენტოს და   საჭიროების  შემთხვევაში,  ასევე,    შესაბამის ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების ან/და საკუთარი პოზიციის წარმოდგენის მოთხოვნით.

2. სააგენტო/შესაბამისი ეკონომიკის რეგულირებადი  სფეროს  მარეგულირებელი  ორგანო,  საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების მიზნით, უფლებამოსილია:

ა) გამოითხოვოს და გაეცნოს საქმის მასალებს;

ბ) შესაბამისი პოზიცია დააფიქსიროს კომისიის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით;

გ) გაეცნოს და შესაბამისი პოზიცია დააფიქსიროს კონცენტრაციის მხარეების მიერ განსახორციელებელი სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიების თაობაზე.

3. კომისიის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებასთან ან      კონცენტრაციის მხარეების     მიერ განსახორციელებელ    სტრუქტურულ   ან/და   ქცევითი   ხასიათის    ღონისძიებებთან   დაკავშირებით შესაბამისი      პოზიციის დაფიქსირებამდე, სააგენტოს/ეკონომიკის      რეგულირებადი      სფეროს მარეგულირებელ   ორგანოს   გონივრული ვადის გათვალისწინებით უნდა მიეწოდოს   შესაბამისი დოკუმენტაცია.

4.  გადაწყვეტილების მიღებისას კომისია შებოჭილი არ  არის   სააგენტოს და შესაბამისი ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანოს  პოზიციით,  თუმცა გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს შესაბამისი დასაბუთება.

მუხლი 53. სტრუქტურული და ქცევითი ხასიათის ღონისძიებები

1.  თუ კანონის 111  მუხლის  მე-6  და მე-9  პუნქტებით  განსაზღვრულ  რომელიმე  ეტაპზე,  კომისიას გაუჩნდა   გონივრული   ეჭვი,   რომ   დაგეგმილი   კონცენტრაცია,   შესაძლოა,   არ   იყოს   თავსებადი კონკურენტულ   გარემოსთან და, შედეგად, მოსალოდნელია ეფექტიანი   კონკურენციის  არსებითი შეზღუდვა, ამის შესახებ  წერილობით აცნობებს კონცენტრაციის მხარეებს.

2.  ამ  მუხლის  პირველი პუნქტით  განსაზღვრულ  შემთხვევაში  კონცენტრაციის მხარეებს ეცნობებათ ყველა  ის  გარემოება,  რაც აჩენს  ეფექტიანი  კონკურენციის არსებითი შეზღუდვის გონივრულ ეჭვს. მხარეს ასევე განემარტება მისი უფლება-მოვალეობების შესახებ, მათ შორის კანონის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტით  განსაზღვრული  სტრუქტურული ან/და ქცევით  ხასიათის  ღონისძიების სახით ოპერაციის ცვლილების  შეთავაზების  უფლების  შესახებ.  ამასთან, მხარეს  განესაზღვრება  ვადა  მოსაზრების და დამატებითი ინფორმაციის წარსადგენად.

3.  ამ  მუხლის  მე-2  პუნქტით  განსაზღვრული  ვადა  არ  შეიძლება იყოს  5  სამუშაო  დღეზე ნაკლები. კომისია/კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია, მხარეს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, არაუმეტეს  15 სამუშაო დღით გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა, რაც კანონის 111 მუხლის მე-6 და მე-9  პუნქტებით გათვალისწინებული ვადის შეჩერების საფუძველია.

4. კანონის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, მხარის/მხარეების მიერ კომისიისათვის შესაძლოა შეთავაზებულ იქნეს  ოპერაციის  ცვლილება სტრუქტურული  ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიების სახით:

ა) სტრუქტურული ხასიათის ღონისძიება წარმოადგენს     მხარის/მხარეების     მიერ     ნაკისრ ვალდებულებას,  რომლის განხორციელების  შედეგად იცვლება  ბაზრის  სტრუქტურა და ამ ბაზარზე შესაბამისი ეკონომიკური აგენტის მდგომარეობა. სტრუქტურული ხასიათის ცვლილება შესაძლებელია განხორციელდეს  საქმიანობის/ბიზნესის  ან  აქტივების/წილის გაყიდვის  გზით,  ასევე,  სხვა  იმგვარი საშუალებით, რომელიც გავლენას ახდენს ბაზრის სტრუქტურაზე;

ბ) ქცევითი ხასიათის ღონისძიება წარმოადგენს   მხარის/მხარეების  მიერ  ნაკისრ  ვალდებულებას, რომელიც  გულისხმობს  მის/მათ  მიერ  კონკრეტული   ქმედების  განხორციელებას  ან  კონკრეტული ქმედების   განხორციელებისგან თავის შეკავებას, ბაზარზე  ეფექტიანი  კონკურენციის  შენარჩუნების მიზნით.

5. კომისია მხარის/მხარეების მიერ წარმოდგენილი    სტრუქტურული   და   ქცევითი   ხასიათის ღონისძიებების    განხილვისას    სხვა    საკითხებთან    ერთად    აანალიზებს,    თუ    რამდენად    არის შეთავაზებული   ღონისძიებები   პროპორციული და საკმარისი იმისათვის, რომ თავიდან   იქნეს აცილებული კონცენტრაციის განხორციელების  შედეგად საქართველოს ან მისი ნაწილის საქონლის ან მომსახურების ბაზარზე  ეფექტიანი კონკურენციის შეზღუდვა. გარდა ამისა, კომისია აანალიზებს, თუ რამდენად განხორციელებადია შემოთავაზებული ღონისძიებები.

6.   სტრუქტურული  ან/და  ქცევითი  ხასიათის   ღონისძიებებთან დაკავშირებით ახსნა-განმარტების მისაღებად მოიწვევიან კონცენტრაციის მხარეები.

7. კომისია/კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია,   საჭიროების  შემთხვევაში,  კონცენტრაციის მხარეებს   მისცეს  დამატებითი  ვადა  შემოთავაზებული  სტრუქტურული  ან/და  ქცევითი  ხასიათის ღონისძიების დასაკორექტირებლად.

8.  თუ კომისია მიიჩნევს,  რომ  მოდიფიკაციის  შედეგად,  კონცენტრაცია არსებითად  არ  შეზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს ან მისი ნაწილის საქონლის ან მომსახურების ბაზარზე, იღებს გადაწყვეტილებას კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ.

9. თუ კომისია მიიჩნევს, რომ  მხარის/მხარეების მიერ  შემოთავაზებული  სტრუქტურული  ან/და ქცევითი ხასიათის  ღონისძიებების მიუხედავად, დაგეგმილი კონცენტრაცია  არსებითად შეზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს ან მისი ნაწილის საქონლის ან  მომსახურების ბაზარზე, იღებს გადაწყვეტილებას დაგეგმილი კონცენტრაციის დაუშვებლობის შესახებ. კომისიის გადაწყვეტილებაში, სხვა    გარემოებებთან    ერთად,    ასევე    მიეთითება    მიზეზები,    თუ    რატომ    მიიჩნია    კომისიამ შემოთავაზებული სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებები მიუღებლად.

10. ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მხარის/მხარეების მიერ განსახორციელებელი კონკრეტული ღონისძიების თაობაზე, შესაბამისი ვადის მითითებით.

11. კომისია უფლებამოსილია, კონცენტრაციის    მხარის/მხარეების დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, მხოლოდ ერთხელ, გონივრული ვადით,    გააგრძელოს შესაბამისი ღონისძიების განსახორციელებლად დაწესებული ვადა.

12. თუ კონცენტრაცია უკვე განხორციელდა და კონცენტრაციის მხარის/მხარეების მიერ განსაზღვრულ ვადაში არ არის შესრულებული კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ღონისძიებები, კომისია კონცენტრაციის  მხარეს/მხარეებს  აკისრებს/აკისრებთ ჯარიმას კანონის 33-ე მუხლის მე-3  პუნქტის შესაბამისად.     ამ     შემთხვევას     უთანაბრდება     სიტუაცია, როდესაც მხარის/მხარეების მიერ განხორციელებული ღონისძიებები არ არის სრულ თანხვედრაში კომისიის გადაწყვეტილებასთან.

13. ჯარიმის ოდენობა თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე არ უნდა აღემატებოდეს კომისიის მიერ შესაბამისი  გადაწყვეტილების მიღების წინა  ფინანსური წლის  განმავლობაში ეკონომიკური აგენტის საშუალო დღიური ბრუნვის 5%-ს.

14. ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში   კომისია  უფლებამოსილია  ჯარიმის დაკისრების     პარალელურად,     მიმართოს     სასამართლოს     შუამდგომლობით     და     მოითხოვოს კონცენტრაციის     გაუქმება,  თავდაპირველი  მდგომარეობის  აღდგენის     მიზნით.    აღნიშნულის მისაღწევად,  პირს  შეიძლება  დაეკისროს სხვადასხვა სახის ვალდებულება, მათ შორის,  საწარმოს, წილის,    აქტივების,    ფასიანი    ქაღალდების   ან    მათი  ნაწილის  გასხვისების,  რეორგანიზაციის, კონკრეტული ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ.  ასევე, პირს განესაზღვრება ვადა დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისათვის.

15. კომისია უფლებამოსილია კონცენტრაციის მხარეებს    მოსთხოვოს   ინფორმაციის   მიწოდება განხორციელებული  სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებების თაობაზე, გარკვეული პერიოდულობით.

16. ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული  ინფორმაციის  კომისიის  მიერ  განსაზღვრულ ვადაში  მიუწოდებლობა, არასრული ან არასწორი სახით მიწოდება  გამოიწვევს  შესაბამისი  პირის პასუხისმგებლობას.

მუხლი 54. კანონის მოთხოვნათა გვერდის ავლით კონცენტრაციის განხორციელების დაუშვებლობა და მისი შედეგები

1. თუ კონცენტრაცია ექცევა კანონის რეგულირების ქვეშ,  კონცენტრაციის მხარეებს ეკრძალებათ მისი განხორციელება კომისიისათვის შეტყობინების გარეშე,   კომისიის  მიერ  დასკვნის  გაცემამდე  ან/და კომისიის მიერ უარყოფითი დასკვნის გაცემის შემთხვევაში.

2. იმ პირების კონცენტრაციის რეგისტრაციისათვის,    რომელთაც   ეკისრებათ    კომისიისათვის შეტყობინების   ვალდებულება, აუცილებელია კომისიის დასკვნა   მოსალოდნელი   კონცენტრაციის კონკურენტული ეფექტის თაობაზე. კომისიის მიერ უარყოფითი დასკვნის გაცემა საჯარო სამართლის იურიდიული   პირის   –   საჯარო    რეესტრის   ეროვნული   სააგენტოს   მიერ   ეკონომიკურ   აგენტთა კონცენტრაციის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია.

3. კომისია უფლებამოსილია მასობრივი ინფორმაციის    საშუალებებით   გავრცელებული   ან/და ნებისმიერი    წყაროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე,    კანონმდებლობის   შესაბამისად, განიხილოს  განხორციელებული კონცენტრაციის საკითხი,  განსაზღვროს,  ექვემდებარებოდა  თუ არა კონცენტრაცია  კომისიისათვის შეტყობინებას და გაატაროს  კანონმდებლობით  გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

4. კომისიისათვის კონცენტრაციის შეტყობინების  წარუდგენლობის, კომისიის უარყოფითი დასკვნის მიუხედავად კონცენტრაციის განხორციელების ან/და შეტყობინების განხილვის ვადის ამოწურვამდე ან კომისიის მიერ დასკვნის გაცემამდე კონცენტრაციის  განხორციელების  შემთხვევაში, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების მქონე პირს დაეკისრება    ჯარიმა,   რომლის   ოდენობა   არ   უნდა აღემატებოდეს  კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წინა  ფინანსური წლის განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის 5 პროცენტს.

5.  ამ  მუხლის  მე-4   პუნქტით  გათვალისწინებულ  შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის, წინა ფინანსურ წლად ითვლება კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა   ფინანსური წელი, ხოლო, თუ ეკონომიკური აგენტი,  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით, რეგისტრირებულია   კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წელს,   შესაბამის  ფინანსურ  წლად ითვლება გადაწყვეტილების მიღების წელი.

6.  შეტყობინებას  დაქვემდებარებული კონცენტრაციის  შეუტყობინებლობისთვის ჯარიმის დაკისრება პირს    არ    ათავისუფლებს    კომისიისათვის    კონცენტრაციის    შესახებ    შეტყობინების   წარდგენის ვალდებულებისგან. ჯარიმის დაკისრების პარალელურად, შეტყობინების წარმოდგენის ვადას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განსაზღვრავს კომისია და იგი არ შეიძლება იყოს 14 კალენდარულ დღეზე ნაკლები.

7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის  დაკისრების  პარალელურად,  კომისია შუამდგომლობით  მიმართავს სასამართლოს და ითხოვოს კონცენტრაციის გაუქმებას თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით, თუ:

ა) არსებობს კომისიის გადაწყვეტილება დაგეგმილი კონცენტრაციის დაუშვებლობის თაობაზე;

ბ) კომისიამ განიხილა კანონმდებლობის გვერდის ავლით განხორციელებული კონცენტრაცია და იგი დაუშვებლად მიიჩნია.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ   შუამდგომლობას   სასამართლო   განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.

თავი VI

ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებები

მუხლი 55. ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებების მიზანი და გამოყენების სფერო

1. ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებებით (შემდგომში  „მითითებები“) განსაზღვრული ბაზრის ანალიზის  მეთოდები  შესაძლოა  გამოყენებულ იქნეს  კანონით  გათვალისწინებული  კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვის, საქმის მოკვლევის და სხვა სახის წარმოების პროცესში.

2.  კონცენტრაციის თაობაზე  შეტყობინების განხილვის,  საქმის მოკვლევის და კანონის საფუძველზე მიმდინარე     სხვა  სახის  წარმოების  პროცესში  კომისია,     შესაძლებელია,     ასევე     წარმოების თავისებურებების, მათ შორის, ამ წესის 59-ე მუხლით განსაზღვრული ბაზრის ანალიზის პარამეტრების გათვალისწინებით  დაეყრდნოს   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს   კანონის საფუძველზე ჩატარებული მომსახურების ბაზრის კვლევისა და ანალიზის შედეგებს.

3.  კონცენტრაციის თაობაზე  შეტყობინების განხილვის,  საქმის მოკვლევის და კანონის საფუძველზე მიმდინარე  სხვა სახის წარმოების პროცესში კომისია უფლებამოსილია, წარმოების თავისებურებების გათვალისწინებით გამოიყენოს საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის 2007  წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული „მომსახურების   ბაზრის   შესაბამისი  სეგმენტების განსაზღვრისა და  კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური  წესები“ ისეთ შემთხვევაში, როდესაც საკითხი არ წესრიგდება ამ თავით დადგენილი მითითებებით

მუხლი 56. ტერმინთა განმარტება

ამ თავის მიზნებისათვის აქ გამოყენებულ  ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ეფექტიანი კონკურენცია – საბაზრო სტრუქტურისა და ეკონომიკურ აგენტთა საბაზრო ქცევის ისეთი ოპტიმალური    კომბინაცია,   როდესაც   ბაზრის   შედეგიანობა    შესაძლებლად   მაღალ   მაჩვენებელს უტოლდება;

ბ) ჰორიზონტალური კონცენტრაცია – ერთსა და იმავე  შესაბამის  ბაზარზე  მოქმედ  ეკონომიკურ აგენტთა (კონკურენტ ეკონომიკურ აგენტთა) კონცენტრაცია;

გ) არაჰორიზონტალური კონცენტრაცია – სხვადასხვა შესაბამის ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტთა კონცენტრაცია, რომელიც შეიძლება იყოს ვერტიკალური ან კონგლომერატული;

დ) კონგლომერატული კონცენტრაცია – ისეთი ეკონომიკური აგენტების კონცენტრაცია, რომლებიც არც ვერტიკალურ და არც ჰორიზონტალურ  დამოკიდებულებაში არ არიან ერთმანეთთან;

ე)   ვერტიკალური   კონცენტრაცია   –   ისეთი   ეკონომიკური   აგენტების   კონცენტრაცია,   რომლებიც მოქმედებენ მიწოდების ჯაჭვის სხვადასხვა დონეზე;

ვ)  მომხმარებელი   –   პირი,   რომელიც  პირადი   მოხმარების   ან  სამეწარმეო  მიზნებისათვის  იძენს საქონელს/მომსახურებას;

ზ)  ჰერფინდალ  ჰირშმანის  (HHI)  ინდექსი  –  ბაზრის  კონცენტრაციის ინდექსი,  რომელიც შეადგენს შესაბამის ბაზარზე მოქმედი ყველა ეკონომიკური აგენტის საბაზრო წილთა კვადრატების ჯამს.

მუხლი 57. ბაზრის ანალიზის პრინციპები

კომისია ბაზრის ანალიზს ახორციელებს ობიექტურობის პრინციპის დაცვით და კვლევისას ეყრდნობა: ა)    ინკვიზიციურობის   პრინციპს    და,   საქმის    გარემოებებიდან   გამომდინარე,   ასევე,   შესაძლოა

გამოიკვლიოს  ბაზრის  იმ  სეგმენტი,  რომელიც  არ  არის   მითითებული  დაინტერესებული  მხარის შესაბამის მომართვაში;

ბ)  ფუნქციონალური  ანალოგიის  პრინციპს,  რაც  გულისხმობს კომისიის მიერ სხვადასხვა ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენტული გარემოს     შეფასებისა    და    ანალიზის    ჩატარებისას, ბაზრის/ბაზრების სპეციფიკის გათვალისწინებით,     ერთგვაროვან    შემთხვევებზე    ფუნქციურად ანალოგიური კრიტერიუმების და ანალიზური ფაქტორების გამოყენებას;

გ) თანაზომიერების  პრინციპს  და ბაზრის  ანალიზს  ახორციელებს  მიზნის მისაღწევად გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული კვლევის ჩატარების გზით.

მუხლი 58. ბაზრის ანალიზის ეტაპები

1.     კომისიის     მიერ     განხორციელებული     ბაზრის      ანალიზი     მოიცავს     შესაბამისი     ბაზრის იდენტიფიცირებისა და ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების ეტაპებს.

2.   კომისია  შესაბამისი  ბაზრის  ანალიზის  ორივე  ეტაპზე   იყენებს  ამ  მითითებების  შესაბამისად დადგენილ პარამეტრებს.

მუხლი 59. ბაზრის ანალიზის პარამეტრები

1. შესაბამისი ბაზრის იდენტიფიცირება უნდა მოხდეს შემდეგი პარამეტრების გამოყენებით:

ა) საქონლის ან/და მომსახურების ბაზრის პროდუქციული საზღვრები;

ბ) საქონლის ან/და მომსახურების ბაზრის გეოგრაფიული საზღვრები; გ) საქონლის ან/და მომსახურების ბაზრის დროითი ჩარჩოები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პარამეტრების საფუძველზე განსაზღვრულ შესაბამის ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასებისას კომისია ითვალისწინებს შემდეგ პარამეტრებს:

ა) შესაბამის ბაზარზე მოქმედი სუბიექტები;

ბ) შესაბამისი ბაზრის მოცულობა და ეკონომიკურ აგენტებზე წილობრივი გადანაწილება; გ) შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის დონე;

დ) შესაბამის ბაზარზე შესვლის ბარიერები; ე) ეკონომიკურ აგენტთა საბაზრო ძალა;

ვ) დამატებითი პარამეტრები, რომლებიც აუცილებელია    კონკრეტული   ბაზრის   სპეციფიკიდან გამომდინარე.

მუხლი 60. შესაბამისი ბაზრის პროდუქციული საზღვრები

1. შესაბამისი ბაზრის პროდუქციულ საზღვრებში ექცევა   ყველა  საქონელი   ან/და  მომსახურება, რომელიც       შეიძლება ჩაითვალოს ურთიერთჩანაცვლებადად ამ       საქონლის/მომსახურების მახასიათებლებიდან, ფასებიდან და მათი გამოყენების მიზნებიდან გამომდინარე.

2. შესაბამისი ბაზრის პროდუქციული საზღვრების   დადგენისას  ამ  მუხლის  პირველი  პუნქტით განსაზღვრული   ურთიერთჩანაცვლებადობის კრიტერიუმები შესაძლოა, განხილულ იქნეს როგორც მომხმარებლის, ასევე მიმწოდებლის/მწარმოებლის თვალსაზრისით.

3.    ბაზრის    პროდუქციული    საზღვრების    დადგენის         პროცესში         პოტენციურად ურთიერთჩამანაცვლებელი    პროდუქტების ჩანაცვლებადობის ხარისხი ფასდება   თვისებრივი   და რაოდენობრივი     ანალიზის     მეშვეობით.     რაოდენობრივი ანალიზის მეთოდი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ბაზრის გეოგრაფიული საზღვრების დადგენის პროცესშიც.

მუხლი 61. პროდუქციული საზღვრების დადგენა მომხმარებლის თვალსაზრისით

1.  მომხმარებლის თვალსაზრისით, პროდუქციული  საზღვრების დადგენისას ურთიერთჩანაცვლების კრიტერიუმს       წარმოადგენს       მომხმარებლის       არჩევანის განმსაზღვრელი პროდუქციული მახასიათებლები.

2.     მომხმარებლის     არჩევანის     განმსაზღვრელ

პროდუქციულ

მახასიათებლებს      წარმოადგენს

:

 

 

სამომხმარებლო    თვისებები,    სიახლის    დონე,

მომხმარებლის

მიერ    პროდუქტის    მოხმარების

(ექსპლუატაციის) პირობები,  მოხმარების  მიზნობრიობა,   რეალიზაციის   პირობები,   შედარებითი

ფასების დონე და სხვა ნებისმიერი  ისეთი  მახასიათებელი, რომელიც შესაძლოა  მნიშვნელოვანი და არსებითი იყოს მომხმარებლის არჩევანის განსაზღვრის პროცესში.

3. მომხმარებლის არჩევანის განმსაზღვრელი პროდუქციული მახასიათებლები შესაძლოა დადგინდეს სოციოლოგიური   გამოკითხვების, ექსპერტის დასკვნის, მომხმარებელთა  ქცევაზე  სოციოლოგიური დაკვირვების, ცდების ან სხვა ისეთი მეთოდების გამოყენებით, რომლებიც იძლევა ამ მახასიათებლების განსაზღვრის    საშუალებას    და    ამავდროულად    არ    ეწინააღმდეგება    კანონმდებლობასა    და   ამ მითითებებით განსაზღვრულ ბაზრის ანალიზის პრინციპებს.

მუხლი 62. პროდუქციული საზღვრების დადგენა მწარმოებლის/მიმწოდებლის თვალსაზრისით

1. მწარმოებლის/მიმწოდებლის თვალსაზრისით,      პროდუქციული საზღვრების დადგენისას ურთიერთჩანაცვლების  კრიტერიუმს  წარმოადგენს ერთი  განსახილველი პროდუქტის  წარმოებიდან მეორის      წარმოებაზე      გადასვლის     სიმარტივის     ხარისხი,      რომლის     შემოწმების      დროსაც გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც მოქმედი, ასევე თავისუფალი საწარმოო სიმძლავრეები.

2.  მწარმოებლის/მიმწოდებლის თვალსაზრისით,      პროდუქტთა      ურთიერთჩანაცვლებადობის კრიტერიუმები    შესაძლებელია    დადგინდეს    დაკვირვებით,    ექსპერიმენტით,    დათვალიერებით, ექსპერტის    დასკვნის    საფუძველზე ან სხვა ისეთი წყაროების გამოყენებით,    რომლებიც    არ ეწინააღმდეგება   საქართველოს    კანონმდებლობასა და ამ მითითებებით განსაზღვრულ   ბაზრის ანალიზის პრინციპებს.

მუხლი 63. შესაბამისი ბაზრის გეოგრაფიული საზღვრები

საქონლის ან/და მომსახურების ბაზრის გეოგრაფიული   საზღვრები   წარმოადგენს   ტერიტორიას, რომელზეც  შერჩეული ჯგუფის მყიდველები იძენენ ან აქვთ ეკონომიკური, ტექნიკური და სხვა სახის შესაძლებლობები, შეიძინონ განსახილველი საქონელი/მომსახურება.

მუხლი 64. შესაბამისი ბაზრის გეოგრაფიული საზღვრების დადგენა

1. შესაბამისი ბაზრის გეოგრაფიული საზღვრების დადგენისას კომისია ითვალისწინებს:

ა)  საქონლის        ან/და       მომსახურების        მიწოდებისა  და        მოთხოვნის        თავისუფალი გადაადგილების/გადატანის შესაძლებლობას;

ბ)  ტერიტორიის  განსაკუთრებულობასა  და   თავისებურებებს (მათ შორის, ბუნებრივ-კლიმატური, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პირობების     სპეციფიკურობა, მოთხოვნისა     და მომხმარებელთა    ქცევის თავისებურებები, საქმიანი ურთიერთობების    წესებისა    და    ჩვევების განსაკუთრებულობა);

გ) შესაბამის გეოგრაფიულ ბაზარში შემავალ ტერიტორიებზე პროდუქტის ფასების ერთგვაროვნებას.

2.    თუ    ფასების    ერთგვაროვნების    დადგენისას    გამოვლინდა, რომ გეოგრაფიულ სივრცეში საქონლის/მომსახურების ფასი 10%-ზე მეტად აღემატება კვლევის მიზნის ფარგლებში განსაზღვრული საქონლის/მომსახურების ბაზრის საშუალო შეწონილ   ფასს,  მაშინ  ასეთი  გეოგრაფიული  სივრცის ბაზრები არ შეიძლება ჩაითვალოს ერთგვაროვნად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ გარემოებათა მიუხედავად, თუ კვლევებით დადგინდა, რომ მომხმარებლები   ერთ რეგიონში რეალიზებად პროდუქტს თვლიან იმ   საქონლის/მომსახურების ჩანაცვლებად,  რომელიც  იყიდება  მეორე  რეგიონში,  მაშინ  ეს  რეგიონები  განხილული  უნდა იქნეს, როგორც მოცემული პროდუქტის ერთიანი გეოგრაფიული ბაზარი.

მუხლი 65. შესაბამისი ბაზრის დროითი ჩარჩო

1.    შესადარებელი    საქონლის/მომსახურების     პროდუქციული    და    გეოგრაფიული    საზღვრების თანხვედრის შემთხვევაში დიფერენცირების კრიტერიუმს წარმოადგენს დროითი ჩარჩო.

2.  შესაბამისი ბაზრის  დროითი  ჩარჩო წარმოადგენს დროის  იმ  პერიოდს, რომლის განმავლობაშიც ფუნქციონირებს ბაზარი კონკრეტული პროდუქციული და გეოგრაფიული საზღვრების პირობებში.

3.    შესაბამისი   ბაზარი    იდენტიფიცირებულად   ითვლება    იმ   შემთხვევაში,   თუ   პროდუქციულ საზღვრებთან ერთად  განსაზღვრულია მისი გეოგრაფიული გავრცელების არეალი და დრო, რომლის განმავლობაშიც ბაზარი ფუნქციონირებს და დაკვირვების ობიექტს წარმოადგენს.

4.  სხვადასხვა  სეზონზე  მოქმედი  ერთნაირი პროდუქციული  და გეოგრაფიული  საზღვრების  მქონე ბაზრები წარმოადგენენ სხვადასხვა ბაზრებს.

5. სეზონს წარმოადგენს დროის ნებისმიერი  ურთიერთმონაცვლე პერიოდი, რომელთა მონაცვლეობის სრული ციკლი არ აღემატება ორ წელიწადს და მეორდება მინიმუმ ორჯერ.

მუხლი 66. შესაბამისი ბაზრის დროითი ჩარჩოების დადგენა

1. შესაბამისი ბაზრის დროითი ჩარჩოების დადგენა ხდება ბაზრის დაკვირვების, სხვადასხვა წყაროდან მოძიებული,  ოფიციალურად  მიღებული  ან  სხვა წარმოების/ბაზრის  ანალიზის დროს  მოპოვებული მასალების  საფუძველზე,    მონიტორინგის, მოკვლევის ან სხვა წარმოების   მიზანშეწონილობიდან გამომდინარე.

2. დროითი ჩარჩოების დადგენა ასევე შესაძლებელია განხორციელდეს ექსპერტთა დასკვნის, ბაზრის სუბიექტთა გამოკითხვის ან სხვა შესაბამისი მეთოდის გამოყენებით.

მუხლი 67. შესაბამის ბაზარზე მოქმედი სუბიექტები და მათი გამოვლენა

1. შესაბამის ბაზარზე მოქმედ სუბიექტს წარმოადგენს მიმწოდებელი და მომხმარებელი.

2. შესაბამის ბაზარზე მოქმედ სუბიექტთა გამოვლენა გულისხმობს მათი ჯგუფის იდენტიფიკაციას. 

3. მომხმარებელთა ჯგუფის იდენტიფიკაცია გულისხმობს  შესაბამის ბაზარზე მოქმედი ყველა ისეთი მომხმარებლის  იდენტიფიკაციას, რომელთაგან თითოეულს შეუძლია მიიღოს  საკვლევი საქონელი ან მომსახურება ნებისმიერი მიმწოდებლისგან, რომელიც მოქმედებს შესაბამის ბაზარზე.

4.  მიმწოდებელთა ჯგუფის იდენტიფიკაცია  გულისხმობს  ყველა ისეთი მიმწოდებლის გამოვლენას, რომელიც    მოქმედებს   შესაბამის   ბაზარზე   და   შეუძლია    მომხმარებელს მიაწოდოს საქონელი ურთიერთჩანაცვლებადობის საფუძველზე.

5.   შესაბამის   ბაზარზე   მოქმედ   სუბიექტთა   გამოვლენა   ხდება   სტატისტიკურ   ან   საგადასახადო მონაცემებზე დაყრდნობით, გამოკითხვებით ან სხვა საშუალებებით.

მუხლი 68. შესაბამისი ბაზრის მოცულობის განსაზღვრა

1. ბაზრის მოცულობა წარმოადგენს დროის განსაზღვრულ პერიოდში ბაზარზე მიწოდებული საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მოცულობას.

2.  შესაბამისი ბაზრის  მოცულობა იანგარიშება  ამ  ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური  აგენტების მიერ რეალიზებული საქონლის/მომსახურების მოცულობათა    ჯამით. დაუშვებელია ერთი და იმავე საქონლის/მომსახურების განმეორებითი აღრიცხვა.

3.  ქვეყნის  შესაბამისი  საქონლის/მომსახურებია  ბაზრის მოცულობა შესაძლებელია განისაზღვროს ქვეყანაში წარმოებული, ქვეყნიდან ექსპორტირებული და იმპორტირებული საქონლის/მომსახურების მოცულობების გათვალისწინებით, შემდეგი მეთოდით:

Vm  = Vp+Vim–Vex , სადაც Vm  – ბაზრის მოცულობაა;

Vp – შესაბამისი ბაზრის გეოგრაფიულ საზღვრებში    წარმოებული    საქონლის/მომსახურების მოცულობაა,    რომელიც  არ  მოიცავს  ეკონომიკური  აგენტის  მარაგებს   და  მის  მიერ  წარმოებული საქონლის/მომსახურების მოცულობას, რომელიც გამოყენებულია საკუთარი წარმოებისათვის;

Vim – საქონლის/მომსახურების იმპორტის/შეტანის   მოცულობა  შესაბამისი  ბაზრის  გეოგრაფიულ საზღვრებში;

Vex –  საქონლის/მომსახურების ექსპორტის/გატანის  მოცულობა შესაბამისი საქონლის/მომსახურების ბაზრიდან.

მუხლი 69. შესაბამის ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტის წილის განსაზღვრა

1.  ეკონომიკური  აგენტის  (მიმწოდებლის) წილი  გაიანგარიშება  პროცენტებში, შესაბამისი ბაზრის მოცულობასთან შეფარდებით.

2. შესაბამისი ბაზარზე კონკურენტული გარემოს  შეფასებისას  შესაძლოა,  გათვალისწინებულ იქნენ პოტენციური მიმწოდებლები, რომლებსაც უმნიშვნელო   ტექნიკური  გადაიარაღების  ან  ფიზიკური კაპიტალის დამატებით შეუძლიათ საქონლის ან/და მომსახურების მიწოდება.

3.  თუ ბაზრის  ანალიზი ტარდება  კონკურენციის  კანონმდებლობის დარღვევის სავარაუდო  ფაქტის გამო,  მაშინ  წილი გამოითვლება ბაზრის  ფაქტობრივად  ჩამოყალიბებული სტრუქტურის მიხედვით (პოტენციური მიმწოდებლის გაუთვალისწინებლად).

მუხლი 70. შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის დონე

1.  შესაბამისი ბაზრის  კონცენტრაციის დონე წარმოადგენს  ბაზრის ხარისხობრივ მახასიათებელს და აფასებს ეკონომიკური აგენტების წილების    ურთიერთთანაფარდობასა და მათი განაწილების სიმჭიდროვეს ბაზარზე.

2.  შესაბამისი ბაზრის  კონცენტრაციის დონის  გამოსათვლელად გამოიყენება ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (დანართი 13).

3.  ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსის  საფუძველზე  გამოთვლილი  კონცენტრაციის დონის მიხედვით, შესაბამისი  ბაზარი  შეიძლება იყოს  –  დაბალკონცენტრირებული,  ზომიერად  კონცენტრირებული ან მაღალკონცენტრირებული:

ა) დაბალკონცენტრირებული – HHI

ბ) ზომიერად კონცენტრირებული  – 12502250.

4. საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ბაზრის   შეფასებისას შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს პრაქტიკაში ფართოდ გამოყენებადი სხვა ანალოგიური ინდექსები/კოეფიციენტები.

მუხლი 71. კონცენტრაციის თავსებადობის შეფასება კონკურენტულ გარემოსთან

1.კონცენტრაცია, რომელიც არსებითად არ ზღუდავს  ეფექტიან კონკურენციას საქართველოს ან მისი ნაწილის საქონლის ან/და მომსახურების ბაზარზე, თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.

2. კონცენტრაცია, რომელიც არსებითად ზღუდავს ეფექტიან  კონკურენციას  საქართველოს  ან  მისი ნაწილის საქონლის ან/და მომსახურების ბაზარზე, დაუშვებელია.

3. თუ კონცენტრაცია წარმოქმნის ან აძლიერებს დომინანტურ მდგომარეობას, ივარაუდება, რომ ასეთი კონცენტრაცია არსებითად ზღუდავს ეფექტიან   კონკურენციას   საქართველოს   ან   მისი   ნაწილის შესაბამის ბაზარზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც    ეკონომიკური    აგენტი   საპირისპიროს დაასაბუთებს.

4. იმის დასადგენად, კონცენტრაცია ზღუდავს თუ არა  ეფექტიან  კონკურენციას,  კომისია  აფასებს ბაზრის  შედეგიანობას,  როგორც საბაზრო  სტრუქტურისა  და  ეკონომიკურ აგენტთა საბაზრო ქცევის შედეგს, შემდეგი სახის ინდიკატორების საფუძველზე:

ა) ბაზრის სტრუქტურა;

ბ) ფასების სიმცირე;

გ) მოგების სიდიდე;

დ) მიღებული პროდუქციის ხარისხი;

ე) წარმოებისა და გაყიდვის ხარჯების შემცირება;

 ვ) ტექნიკური პროგრესი;

ზ) სხვა ინდიკატორები, რომელთა გამოყენებას საჭიროდ ჩათვლის კომისია.

მუხლი 72. ჰორიზონტალური კონცენტრაციის შეფასების კრიტერიუმები

1.  თუ კონცენტრაციის შედეგად საქართველოს  ან  მის   ნაწილში ეკონომიკურ აგენტთა ერთობლივი საბაზრო   წილი    არ აღემატება 25%-ს, ასეთი კონცენტრაცია არსებითად არ   ზღუდავს  ეფექტიან კონკურენციას.

2. თუ ერთსა და იმავე ბაზარზე მოქმედ  ეკონომიკურ  აგენტთა კონცენტრაციის შედეგად ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი არ აღემატება 1250-ს,  ასეთი  კონცენტრაცია არ იწვევს ეფექტიანი კონკურენციის არსებით შეზღუდვას.

3. თუ ერთსა და იმავე ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ  აგენტთა კონცენტრაციის შედეგად ჰერფინდალ - ჰირშმანის  ინდექსი  1250-დან  2250-მდეა  და მისი  ცვლილება არ  აღემატება  250-ს  ან  ჰერფინდალ  – ჰირშმანის ინდექსი მეტია 2250-ზე და მისი ცვლილება ნაკლებია 150-ზე, მაშინ ასეთი კონცენტრაცია არ იწვევს ეფექტიანი კონკურენციის არსებით შეზღუდვას, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ:

ა)   კონცენტრაციაში   მონაწილეობს   პოტენციური    კონკურენტი   ან   ბაზრის   მცირე   წილის   მქონე ეკონომიკური აგენტი, რომელიც კონცენტრაციამდე ცოტა ხნით ადრე შემოვიდა ბაზარზე;

ბ) კონცენტრაციაში მონაწილე ეკონომიკურ აგენტთა   ინოვაციური   პოტენციალი  კონცენტრაციის მომენტისათვის მოცემული ბაზრის სტრუქტურაში ასახული არ არის;

გ) სახეზეა  ბაზრის  მონაწილე  სუბიექტებს  შორის  ჯვარედინი თანამონაწილეობა, რაც გულისხმობს ერთმანეთის წილების ფლობას და  ხელმძღვანელი პირების მიმოცვლას;

დ) კონცენტრაციაში მონაწილე ერთ-ერთი ეკონომიკური აგენტის საბაზრო წილი მინიმუმ 50%-ია;

ე)  სახეზეა  ბაზრის  მონაწილეთა  შორის  წარსულში    არსებული    არაერთჯერადი    ხასიათის შეთანხმებული მოქმედებების ან სხვა ურთიერთხელშეწყობის ნიშნები;

ვ)  კონცენტრაციაში მონაწილეობს ეკონომიკური  აგენტი,  რომელსაც აქვს  რეალური  შესაძლებლობა, არსებითად შეცვალოს ბაზრის არსებული სტრუქტურა;

ზ) სხვა ისეთი მოცემულობა  ბაზარზე, რომლის არსებობა,  მიუხედავად საბაზრო სტრუქტურისა და ეკონომიკურ  აგენტთა  წილების  მაჩვენებლებისა,  მიუთითებს  იმაზე,  რომ  კონცენტრაცია  შეიძლება იწვევდეს ეფექტიანი კონკურენციის არსებით შეზღუდვას.

მუხლი 73. არაჰორიზონტალური კონცენტრაციის შეფასების კრიტერიუმები

თუ  არაჰორიზონტალური  კონცენტრაციის შედეგად  შექმნილი  ეკონომიკური  აგენტი შერწყმისთვის გაცხადებულ  თითოეულ  შესაბამის  ბაზარზე,  კონცენტრაციის  შედეგად  არ  მოიპოვებს  30%-ზე  მეტ საბაზრო  წილს და თითოეულ ასეთ ბაზარზე ჰერფინდალ -  ჰირშმანის ინდექსი ნაკლებია 2250-ზე, ასეთი კონცენტრაცია არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ:

ა) საბაზრო  ძალის  ან  ინოვაციური პოტენციალის გამო  მოსალოდნელია კონცენტრაციაში მონაწილე ეკონომიკურ აგენტთა წილის მნიშვნელოვანი ზრდა;

ბ)   ბაზრის   მონაწილეთა   შორის   არსებობს    მნიშვნელოვანი ჯვარედინი თანამონაწილეობა, რაც გულისხმობს ბაზრის მონაწილე ეკონომიკური აგენტების მიერ ერთმანეთის წილების ფლობას, ასევე ხელმძღვანელი პირების მიმოცვლას; 

გ)  სახეზეა  ბაზრის  მონაწილეთა  შორის  წარსულში    არსებული    არაერთჯერადი    ხასიათის შეთანხმებული მოქმედებების  ან სხვა ურთიერთხელშეწყობის ნიშნები;

დ) კონცენტრაციაში მონაწილეობს ეკონომიკური აგენტი,  რომელსაც აქვს რეალური  შესაძლებლობა, არსებითად შეცვალოს ბაზრის არსებული სტრუქტურა;

ე) სხვა ისეთი მოცემულობა  ბაზარზე, რომლის არსებობა,  მიუხედავად საბაზრო სტრუქტურისა და ეკონომიკურ  აგენტთა  წილების  მაჩვენებლებისა,  მიუთითებს  იმაზე,  რომ  კონცენტრაცია  შეიძლება იწვევდეს ეფექტიანი კონკურენციის არსებით შეზღუდვას.

მუხლი 74. შესაბამის საქონლის ან/და მომსახურების ბაზარზე შესვლის ბარიერები

1. შესაბამის  ბაზარზე შესვლის ბარიერების ანალიზი  მოიცავს ბაზრის სტრუქტურის ხარისხობრივი მაჩვენებლების შეფასებას, რომლის ფარგლებშიც კომისია იკვლევს:

ა)  ბაზარზე  შესვლის,   გაფართოების  და  ბაზრიდან   გასვლის   ბარიერების  არსებობას/არარსებობას პოტენციური კონკურენტებისათვის და მათი დაძლევის სიმარტივეს/სიძნელეს;

ბ) ბარიერების გადალახვის შესაძლო დანახარჯებსა და ვადებს;

გ) პოტენციური მიმწოდებლის ფაქტობრივ შესაძლებლობას, გახდნენ მოცემული ბაზრის მონაწილეები;

დ)   შესაბამის   ბაზარზე   უკვე   მოქმედი   ეკონომიკური   აგენტების   შესაძლებლობას,   გააფართოონ ეკონომიკური საქმიანობის მასშტაბები.

2. პოტენციურ კონკურენტებად (მიმწოდებლებად) შეიძლება ჩაითვალონ:

ა) ეკონომიკური აგენტები, რომლებსაც გააჩნიათ   მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, კადრები და ტექნოლოგიები აღნიშნული საქონლის დასამზადებლად, მისაწოდებლად ან მომსახურების გასაწევად, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ (არ) იყენებენ ამ შესაძლებლობებს;

ბ)  ეკონომიკური  აგენტები,  რომლებიც  ამზადებენ  ან/და  აწვდიან  შესაბამის  საქონელს  ან  გასწევენ მომსახურებას, მაგრამ არ ახდენენ მის რეალიზაციას/მიწოდებას შესაბამისი ბაზრის ტერიტორიაზე;

გ) ახალი ეკონომიკური აგენტები.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული  მაჩვენებლების გამოყენებისას კომისია შეისწავლის ბაზარზე არსებული  ტექნიკური, ფინანსური და ინსტიტუციური ბარიერების არსებობას.

4. ფინანსურ-ტექნიკური ბარიერების შესწავლის ფარგლებში განიხილება:

ა) თავდაპირველი მნიშვნელოვანი კაპიტალდაბანდებების განხორციელების აუცილებლობა;

ბ) პოტენციური მიმწოდებლებისთვის ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის შეზღუდულობა;

გ) ეკონომიკური  საქმიანობის  შეწყვეტის შემთხვევაში  ბაზრიდან  გასვლის დანაკარგები, მათ შორის აუნაზღაურებელი ინვესტიციები;

დ)   რესურსებზე   წვდომისთვის   და   ინტელექტუალური   საკუთრების   უფლების   მოსაპოვებლად, რეკლამაზე და საჭირო ინფორმაციის მიღებაზე მაღალი დანახარჯები;

ე) სატრანსპორტო შეზღუდვები;

ვ)   მასშტაბის   ეკონომიის   მისაღწევად   ეკონომიკურად   გამართლებული   მინიმალური   წარმოების მოცულობის აუცილებლობა ერთეულ პროდუქტზე მაღალი დანახარჯების შესამცირებლად;

ზ)    ბაზარზე    მოქმედი    ეკონომიკური     აგენტის/აგენტების    უპირატესობა    ბაზრის    პოტენციურ მონაწილესთან/  მონაწილეებთან  შედარებით   ერთეულ  პროდუქციაზე  დანახარჯებით,  მოთხოვნის დონით ან/და მყიდველებთან გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმებით;

თ) ფინანსურ-ტექნიკური ხასიათის სხვა ბარიერები.

5. ინსტიტუციური ბარიერების შესწავლის ფარგლებში განიხილება: ა) ეკონომიკურ აგენტთა რეგისტრაციის სირთულე;

ბ) ადმინისტრაციულ ორგანოთა გადაწყვეტილება პროდუქტის ექსპორტის/იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით;

გ)  შესაბამის საქონლის ან/და მომსახურების  ბაზარს  მიკუთვნებული საქმიანობის   სამართლებრივი რეგულაციების ზემოქმედების, საჭიროებისა და გონივრულობის შეფასება;

დ) საბაზრო ინფრასტრუქტურის განვითარების ხარისხი; ე) ინსტიტუციური ხასიათის სხვა ბარიერები.

მუხლი 75. ეკონომიკურ აგენტთა საბაზრო ძალაუფლების შეფასება

1.   შესაბამის  ბაზარზე  კონკურენტული  გარემოს   შეფასების  ერთ-ერთ  კრიტერიუმს  წარმოადგენს აღნიშნულ ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტთა    მოქმედების    ანალიზი    კონკურენტებთან მიმართებით.

2.  ბაზრის  ანალიზის ამ  ეტაპზე კომისია ამოწმებს  ეკონომიკური  აგენტის შესაძლებლობას,  ბაზრის მნიშვნელოვანი წილის დაკარგვის გარეშე გაზარდოს მოგება ფასების გაზრდის ან ხარჯების/ხარისხის შემცირების გზით ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

3. საბაზრო ძალაუფლების შეფასებისას გამოიყენება შემდეგი მეთოდები:

ა) სტრუქტურული, რომელიც გულისხმობს შესაბამის ბაზარზე ეკონომიკური აგენტის მდგომარეობის ანალიზს;

ბ) ანალიტიკური, რომელიც გულისხმობს:

ბ.ა) ეკონომიკური აგენტის საქმიანობის ეფექტიანობის დონის შეფასებას;

ბ.ბ) ეკონომიკური აგენტის რენტაბელობის დონეს მოკლე და გრძელვადიან პერიოდში;

ბ.გ)  ეკონომიკურ  აგენტთა  საქმიანობის  შეფასებას  ფინანსური  ანალიზისა და ანალოგიის მეთოდის გამოყენებით;

ბ.დ) კონკურენტ ეკონომიკურ აგენტთა საქმიანობის ანალოგიური მაჩვენებლების შედარებას.

4.  საბაზრო  ძალაუფლების  შეფასების  დროს  ასევე  შესაძლებელია  გამოყენებულ  იქნეს  პრაქტიკაში აღიარებული ეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებლები.

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები