,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნომერი: 5 /

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 25, 2019 19:20

მიღების თარიღი დეკემბერი 12, 2019

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება №5 2019 წლის 12 დეკემბერი ქ. თბილისი

,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1

,,ნუმერაციის რესურსის გაცემის,  გამოყენებისა  და ანგარიშსწორების  წესების დამტკიცების შესახებ”

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში

(სსმ, 24.02. 2012.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  მე-5  მუხლის  პირველ პუნქტის  ბ) ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ბ.ვ) ქვეპუნქტი: „ბ.ვ)

M2M/IoT  (მოწყობილობებს  შორის  კავშირი/საგანთა  ინტერნეტი)  მომსახურების  ორგანიზებისათვის

ნუმერაციის რესურსით (708xxxxxx – 729xxxxxx) სარგებლობის უფლება გაიცემა მინიმუმ 5000 (ხუთი

ათასი)   სააბონენტო   ნომრისგან   შემდგარ   სააბონენტო   ნუმერაციის  ბლოკზე,   ხოლო  მაქსიმუმ   –

მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე;“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

„21. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მისაღებად მაძიებელი ავტორიზებული პირი კომისიას  მიმართავს  ელექტრონული  განცხადებით  და განცხადებაში  მითითებული თანდართული დოკუმენტაციით კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე.“.

3. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სრულყოფილი განცხადების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნუმერაციის რესურსის მაძიებელ არაავტორიზებულ პირს უგზავნის შეტყობინებას მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსის გაცემის შესაძლებლობის თაობაზე.“.

4. მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-3 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7.  კომისია  გადაწყვეტილებას  ნუმერაციის  რესურსით  სარგებლობის  უფლების  მინიჭების  შესახებ იღებს ნუმერაციის რესურსის მაძიებლის მიერ სრულყოფილი ელექტრონული განაცხადის მიღებიდან 15 დღის ვადაში.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტი არ ეხება ამ დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით განსაზღვრულ  ნუმერაციის რესურსს, რომლის მინიჭების  შესახებ  კომისია გადაწყვეტილებას იღებს კომისიაში სრულყოფილი განცხადების წარმოდგენიდან ერთი თვის ვადაში.“.

7. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. M2M/IoT მომსახურების გამოყენების შესაძლებლობები

ა) M2M მომსახურება არის მონაცემთა გადაცემა ან/და კავშირი მოწყობილობებს, პროგრამულ უზრუნველყოფაზე დაფუძნებულ აპლიკაციებს, ან მოწყობილობასა და აპლიკაციას შორის ავტომატურ რეჟიმში ან ადამიანის მინიმალური ჩარევით.

ბ) IoT (საგანთა ინტერნეტი) არის ინფრასტრუქტურა, რომელიც მაიდენტიფიცირებელი ელემენტებით აკავშირებს სხვა მოწყობილობებს ან/და სისტემებს და უზრუნველყოფს მათ შორის მონაცემთა გადაცემას ან/და კავშირს.“.

8. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მ) ქვეპუნქტი:

„მ)  M2M/IoT მომსახურების  მიწოდების მიზნით  სააბონენტო  ნომრისთვის  შეადგენს  –  0,25  ლარს 1 სააბონენტო ნომერზე;“.

9. მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები:

„7. M2M/IoT მომსახურებისათვის გამოყენებული ნუმერაციის რესურსი სრულად ჩანაცვლდეს ამ დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი ნუმერაციის რესურსით 2022 წლის 1 დეკემბრამდე.

8. ავტირიზებულ პირებს მიეცეთ ვადა 2020 წლის 1 თებერვლამდე, არსებული ნუმერაციის რესურსი გასცენ M2M/IoT მომსახურებისათვის ამ დადგენილების ამოქმედებამდე მოქმედი წესით.“.

მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე

კომისიის წევრი  ელისო ასანიძე

კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე

თავმჯდომარე  კახი ბექაური

 
თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები