„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 7 /

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 13, 2017 12:59

მიღების თარიღი ნოემბერი 30, 2017

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №7

2017 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63- ე და „ ნორმატიული აქტების შესახებ ” საქართველოს კანონის მე -20მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად , საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

 

მუხლი 1.

 

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისიის აპარატი შედგება დეპარტამენტებისა და სამსახურებისაგან, ასევე  ადმინისტრაციისაგან.“

2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს ე) და ვ) ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„ე) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური

ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.“>

4. მე-6 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-4 პუნქტი. 

5. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტი, მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ლ), მ), ნ) ქვეპუნქტი, მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. მე-11 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

7. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:“ .

8. მე-11 მუხლის  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებია:“.

9. მე-19 მუხლის შემდეგ დაემატოს 191 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„191 მუხლი. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური

1.  ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ძირითადი მიმართულებებია:

ა) კომისიის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება და განხორციელება;

ბ) კომისიის ადამიანური რესურსების მართვა;

გ) კომისიის ადამიანური რესურსების  კვალიფიკაციის ამაღლებისა და უნარ-ჩვევების  განვითარების უზრუნველყოფა.

2.  ადამიანური რესურსების მართვის  სამსახურის ფუნქციებია:

ა) კომისიის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება და განხორციელება;

ბ) კომისიის აპარატში დასაქმებულთა შერჩევის უზრუნველყოფა კომისიის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;

გ)  კომისიაში დასაქმების პროცედურის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

დ) პოზიციათა რანჟირების, კომისიის აპარატში დასაქმებულთა შეფასების, მოტივაციის, შრომის ანაზღაურების სისტემის შემუშავება და რეკომენდაციების წარდგენა კომისიისათვის;

ე) კომისიის საშტატო და არასაშტატო პოზიციათა სამუშაოსა და სამუშაო პროცესების ანალიზი;

ვ) კომისიის აპარატში დასაქმებულთა პირადი საქმეების წარმოება და განახლების უზრუნველყოფა;

ზ) ცოდნის მართვისა და გაზიარების შიდაორგანიზაციული სისტემის შემუშავება, დანერგვის ხელშეწყობა და ზედამხედველობა;

თ) კომისიაში ადამიანური რესურსების კვალიფიკაციის ამაღლებისა და უნარ-ჩვევების  განვითარების მხრივ არსებული საჭიროებების პერიოდული შესწავლა და მოკვლევის საფუძველზე შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;

ი) კომისიაში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა -  ადგილზე სწავლების, შიდა ან გარე ტრენინგებისა და მენტორინგის ღონისძიებათა განხორციელებაზე რეკომენდაციების მომზადება და შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზება;

კ) ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამის შექმნა,  ადმინისტრირება, კომისიის აპარატში დასაქმებულთა პირადი საქმეების, სხვა შესაბამისი მონაცემების   პროგრამაში ინტეგრირება, განახლება;

ლ) კომისიის აპარატში დასაქმებულთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება, ანალიზი  და ანგარიშგება კომისიის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიისა და პროცედურების შესაბამისად;

მ) კომისიის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და პროცედურების შესახებ კომისიის აპარატში დასაქმებულთათვის ინფორმაციის მიწოდება და მეთოდური დახმარების გაწევა;

ნ) კომისიის ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული ძირითადი სტატისტიკურ-ანალიტიკური ინფორმაციისა და რეკომენდაციების პერიოდულად მომზადება;

ო) კომისიის ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

პ) კომისიაში დასაქმებულთა მიერ კომისიის შრომის შინაგანაწესის მოთხოვნათა შესრულებაზე ზედამხედველობა;

ჟ) კომისიის აპარატში დასაქმებულთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება.“

 

 

მუხლი 2 

 

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები