წვდომის მენიუ

სს „სილქნეტის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F48 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე

ნომერი: გ-26-6 / 196

გამოქვეყნების თარიღი მაისი 04, 2026 14:59

მიღების თარიღი აპრილი 30, 2026

სს „სილქნეტის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F48 ლიცენზიის  მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე

განმცხადებელი: სს „სილქნეტი“ (ს/ნ 204566978);

კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 30 აპრილი;

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა სს „სილქნეტმა“ (ს/ნ 204566978) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-26-7/2597, 17.03.2026) და მოითხოვა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F48 ლიცენზიის  მოქმედების ვადის გაგრძელება. 2026 წლის 27 აპრილს სს “სილქნეტმა” დააზუსტა მოთხოვნა (კომისიაში რეგისტრაციის №შ-26-6/4354,27.04.2026) და კომისიას აცნობა რომ ქ. თბილისში, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F48 ლიცენზიის  ფარგლებში მის სარგებლობაში არსებული 51 მჰც (2299-2350 მჰც) სიხშირული რესურსიდან თმობს 1 მჰც (კერძოდ, 2299-2300 მჰც) სიხშირულ რესურსს.

2. კომისია აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტი“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F48 ლიცენზიას კომისიის 2016 წლის 4 მაისის №280/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული ზოლი: 2299 მჰც ÷ 2350 მჰც უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის ქ.თბილისში;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 05.05.2026;

გ) უზრუნველყოს ლიცენზიის მფლობელმა 2299 მჰც ÷ 2350 მჰც რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად.

II. სამოტივაციო ნაწილი

3. კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე მიმართოს კომისიას განცხადებით ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების  შესახებ.  თუ  ლიცენზიის  მფლობელის  მიერ რადიოსიხშირული  სპექტრით სარგებლობა ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესების შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელს, კომისიის გადაწყვეტილებით, ლიცენზიის მოქმედების ვადა უგრძელდება 10 წლით.

4. სს „სილქნეტის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F48 ლიცენზიას მოქმედების ვადა გასდის 2026 წლის 5 მაისს. შესაბამისად, კომპანიის მიერ დაცულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების კომისიაში წარმოდგენასთან დაკავშირებით.

5. კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის  შესაბამისად:

ა) ლიცენზიის მფლობელი იხდის მისი გაგრძელების მომენტისათვის „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“   შესაბამისად დანაწილებული იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 2 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;

ბ) თუ იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით  სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის (2 წელი) განმავლობაში არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;

გ) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულ ბოლო 3 (ასეთის არარსებობის შემთხვევაში − ბოლო 2) აუქციონზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;

დ) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულია მხოლოდ 1 აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის ამ აუქციონზე დაფიქსირებულ საფასურს;

ე) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონი არ გამართულა, ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გასამართი აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით;

ვ) ლიცენზიის მფლობელი იხდის ასევე სალიცენზიო მოსაკრებელს.

6. კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 1,000.00 (ერთი ათას) ლარს. სს „სილქნეტის“ მიერ 2026 წლის 27 აპრილს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხულია სალიცენზიო მოსაკრებელი (1,000.00 ლარი) და გადახდის დამადასტურებელი საბუთი წარმოდგენილია კომისიაში (კომისიაში რეგისტრაციის (კომისიაში რეგისტრაციის №შ-26-6/4354, 27.04.2026).

7. კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილია კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№26-10-1000, 29.04.2026) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F48 ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გაანგარიშების თაობაზე.  სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დათვლა განხორციელდა „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების მე-10 მუხლის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს   კანონის   49-ე   მუხლის   დ)  ქვეპუნქტში   აღნიშნული   „რადიოსიხშირული  სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლი“ არის 2200-2400 მგჰც რადიოსიხშირული ზოლი, რომლის ფარგლებშიც კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით (2026 წლის 28 აპრილის მდგომარეობით), ჩატარებულია მხოლოდ ერთი აუქციონი, რომელშიც გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „დელტანეტი“ (კომისიის 2006 წლის 22 დეკემბრის N552/10 გადაწყვეტილება). კერძოდ, კომისიის 2006 წლის 22 დეკემბრის N552/10 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის თანახმად, 2284-2382 მჰც სიხშირულ ზოლში უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად საქართველოს ტერიტორიაზე (ქ.თბილისის, ქ.ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხონის რაიონებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა) გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ”დელტანეტი”, რომელმაც დაადასტურა თანხმობა გადაეხადა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 1,153,845.00 (ერთი მილიონ ას ორმოცდაცამეტი ათას რვაას ორმოცდახუთი) ლარი. „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების დანართი №7-ით გათვალისწინებული გეოგრაფიული კოეფიციენტის განსაზღვრის მეთოდოლოგიისა და 2024 წლის მოსახლეობის აღწერის ოფიციალურად გამოქვეყნებული მონაცემების შესაბამისად (https://census2024.geostat.ge/ka/results) ქ.თბილისის, ქ.ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხონის რაიონებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა საქართველოს დანარჩენი    ტერიტორიის    გეოგრაფიული    კოეფიციენტი    შეადგენს    0.51699-ს.    (იხ.    დანართი    №1)

„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ მე-10 მუხლის პირველი პუნქტის I ეტაპის შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით 1 მგჰც-ის ექსტრაპოლირებული მნიშვნელობა არის შემდეგი:

 

იმის გამო, რომ სათანადო სიხშირულ ზოლში ჩატარებულია მხოლოდ 1 აუქციონი, ზემოაღნიშნული დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გამოტოვებულია ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების საფასურის გამოთვლის II ეტაპი.

თბილისის (იგივე ზონა I) გეოგრაფიული კოეფიციენტი 2024 წლის აღწერის მონაცემების შესაბამისად შეადგენს 0.33883-ს (იხ. დანართი №2).

„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ მე-10 მუხლის პირველი პუნქტის III ეტაპის შესაბამისად, თბილისის გეოგრაფიულ ზონაში ლიცენზიის გაგრძელების საფასური გამოითვლება ფორმულით:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადიოსიხშირული სპექტრის სარგებლობის F48 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის სს „სილქნეტის“ მიერ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური შეადგენს 385 825.72 (სამას ოთხმოცდახუთი ათას რვაას ოცდახუთი და 72) ლარს.

8. კომისია აღნიშნავს, რომ 2026 წლის 30 აპრილს გამართულ კომისიის სხდომას ესწრებოდა სს „სილქნეტის“ წარმომადგენელი თეა ტყეშელაშვილი. მან სხდომაზე დაადასტურა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის   №F48   ლიცენზიის   მოქმედების   ვადის   გაგრძელებისთვის,   ამოწურვადი  რესურსით სარგებლობის საფასურის 385 825.72 (სამას ოთხმოცდახუთი ათას რვაას ოცდახუთი და 72) ლარის ერთი თვის ვადაში საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდაზე მზადყოფნა.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის  მე-4  პუნქტისა  და  მე-5  პუნქტის დ)  ქვეპუნქტის, ”სალიცენზიო  და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–6 მუხლის მე–14 პუნქტის დ) ქვეპუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის 2005  წლის  12  დეკემბრის  N13 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების” და საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის  2006  წლის  30  ივნისის  N6  დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა სს „სილქნეტის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F48 ლიცენზიას 2026 წლის 5 მაისიდან 10 წლის ვადით შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული ზოლი: 2300 მჰც ÷ 2350 მჰც უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის ქ.თბილისში;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 05.05.2036.

2. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული შესაბამისი რადიოსიხშირული რესურსის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად;

ბ) დაიცვას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F48 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვროს - 385 825.72 (სამას ოთხმოცდახუთი ათას რვაას ოცდახუთი და 72) ლარით.

4. უზრუნველყოს სს „სილქნეტმა“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F48 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის   -   385 825.72 (სამას ოთხმოცდახუთი ათას რვაას ოცდახუთი და 72) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა ერთი თვის ვადაში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

-მიმღები- ხაზინის ერთიანი ანგარიში-ა/ა-N200122900

-ბანკი-სახელმწიფო ხაზინა

-ბანკის კოდი-TRESGE22

-საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი-N300193402

5. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტში აღნიშნული თანხის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

6. ლიცენზიის მფლობელის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს;

7. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა; ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;

8. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი): ა) აღნიშნული გადაწყვეტილების სს „სილქნეტისთვის“ გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

9. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64) სს „სილქნეტისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე);

12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი);

13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

გოგა  გულორდავა      თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე         წევრი

ნათია კუკულაძე        წევრი

ივანე მახარაძე            წევრი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები