წვდომის მენიუ

გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე შპს „პოსტვ“-ის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2023 წლის 28 დეკემბრის №გ-23-1/583 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: გ-26-2 / 193

გამოქვეყნების თარიღი მაისი 04, 2026 14:30

მიღების თარიღი აპრილი 30, 2026

გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე შპს „პოსტვ“-ის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2023 წლის 28 დეკემბრის №გ-23-1/583 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

განმცხადებელი: შპს „პოსტვ“ (ს/ნ 402052906);

კომისიის სხდომის თარიღი: 30.04.2026

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „პოსტვ“-იმ (ს/ნ 402052906) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-26-6/4331, 27.04.2026)    გამოძახებით    აუდიოვიზუალურ    მედიამომსახურებაზე    ავტორიზაციის (VOD-10, 28/12/2023) მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ, კომპანიას სურს ვებ-გვერდის მისამართის ცვლილება და ახალ ვებ-გვერდის მისამართად www.postvmedia.ge -ს განსაზღვრა.

2. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „პოსტვ“ კომისიის 2023 წლის 28 დეკემბრის №გ-23-1/583 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს ავტორიზაციას გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე (VOD-10, 28/12/2023), შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების თემატიკა: ახალი ამბები, სოციალური, საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები, ანალიტიკური, შემეცნებითი, გასართობი პროგრამები;

ბ) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ენა/ენები: ქართული;

გ) ინფორმაცია გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდების მიზნით გამოყენებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების შესახებ/გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდების ტექნოლოგია:

გ.ა) ვებ-გვერდის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება; დ) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ხელმისაწვდომობა:

დ.ა) ვებ-გვერდის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება -  უფასო;

ე) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების დაწყების ვადა - ავტორიზაციის თარიღიდან;

ვ) ინფორმაცია იმ კრიტერიუმების შესახებ, რომელთა მიხედვითაც გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელზე (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება:

ვ.ა) გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელს სათავო ოფისი აქვს საქართველოში და სარედაქციო გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში;

ვ.ბ) გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი სარგებლობს საქართველოში განთავსებული თანამგზავრული კომუნიკაციის (კავშირის) სადგურით;

ზ) ვებ-გვერდის მისამართი: www.postv.media

3. კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და ავტორიზებული პირის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.  ამავე კანონის 451   მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად თუ ავტორიზებულ პირს განზრახული აქვს ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, სახეობის, მოდიფიცირება, ავტორიზებული პირი ვალდებულია აღნიშნული 7 სამუშაო დღით ადრე შეატყობინოს კომისიას. ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, სახეობის, მოდიფიცირების თაობაზე მონაცემები შეიტანება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

4. კომისიის 2026 წლის 30 აპრილის სხდომას არ ესწრებოდა შპს „პოსტვ“-ის წარმომადგენელი.

II. სამოტივაციო ნაწილი

კომისია აღნიშნავს, რომ სხდომაზე არ გამოვლენილა მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება შესაბამისად ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს „პოსტვ“-ის გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე ავტორიზაციის (VOD-10, 28/12/2023) მოდიფიცირება და ვებ-გვერდის მისამართად www.postvmedia.ge -ს განსაზღვრა..

III. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 382-ე მუხლის მე-2 და 451 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს „პოსტვ“-ის (ს/ნ402052906) გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე  ავტორიზაცია (VOD-10, 28/12/2023), შევიდეს ცვლილება კომისიის 2023 წლის 28 დეკემბრის №გ-23-1/583 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ზ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ვებ-გვერდის მისამართი: www.postvmedia.ge

2. შპს „პოსტვ“ ვალდებულია:

ა) დაიცვას მედიამომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;

3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა;

ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „პოსტვ“-თვის გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „პოსტვ“-სთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე–2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

გოგა  გულორდავა          თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე             წევრი

ნათია კუკულაძე            წევრი

ივანე მახარაძე               წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები