წვდომის მენიუ

შპს „კატენასთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების გაუქმების, კომისიის 2019 წლის 22 აგვისტოს №გ-19-24/489, №გ-19-24/494, 2019 წლის 19 სექტემბრის №გ-19-15/541 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად ცნობისა და შპს „ვოკამისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების, ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდის და დამისამართების პრეფიქსის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-26-15 / 483

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 03, 2026 10:54

მიღების თარიღი ოქტომბერი 29, 2026

შპს „კატენასთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების გაუქმების, კომისიის 2019 წლის 22 აგვისტოს №გ-19-24/489, №გ-19-24/494, 2019 წლის 19 სექტემბრის №გ-19-15/541 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად ცნობისა და შპს „ვოკამისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების, ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდის და დამისამართების პრეფიქსის  მინიჭების შესახებ

განმცხადებლები: შპს „კატენა“ (ს/ნ 400140744) და შპს „ვოკამი“ (ს/ნ 400452130)

კომისიის სხდომის თარიღი: 29.10.2026

I. აღწერილობითი ნაწილი

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-26-7/8036, 15.10.2026 და №შ-26-7/8091, 16.10.2026) მიმართეს შპს „კატენამ” (ს/ნ 400140744) და შპს „ვოკამმა“ (ს/ნ 400452130), შპს „კატენას” სარგებლობაში არსებული  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N486 უფლებით გათვალისწინებული რესურსის,  დამისამართების პრეფიქსისა და ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდის (NSPC) შპს „ვოკამის” სასარგებლოდ დათმობის თაობაზე.

2. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „კატენა” კომისიის 2019 წლის 22 აგვისტოს №გ-19-24/489 გადაწყვეტილებით ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N486 უფლებას ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ. თბილისში 1000 სააბონენტო ნომერზე (322807000-322807999), ასევე 2019 წლის  22 აგვისტოს №გ-19-24/494 გადაწყვეტილებით ფლობს დამისამართების პრეფიქსს - 7-5-3-9 (შვიდი-ხუთი-სამი-ცხრა) შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის ვადით, პორტაბელობის ვალდებულების გაუქმებამდე, ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების ორგანიზებისთვის ტერმინალური მოწყობილობებიდან სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ  ბაზაში ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისთვის, ხოლო 2019 წლის 19 სექტემბრის №გ-19-15/541 გადაწყვეტილებით ფლობს ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU)   Q.708 რეკომენდაციის შესაბამისად, ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდს შემდეგი ფორმატით: 025-00 (1600) საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურებაზე ავტორიზაციის მთელი პერიოდის მანძილზე;

II. სამოტივაციო ნაწილი

3. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ვოკამი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა:

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება.;

4. კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელს უფლება აქვს კომისიას მოსთხოვოს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმება იმ მოტივით, რომ ნუმერაციის რესურსს უთმობს სხვა პირს. ამ შემთხვევაში ნუმერაციის რესურსის მფლობელი და რესურსის მაძიებელი ერთობლივი განცხადებით მიმართავენ კომისიას. კომისია განცხადებას განიხილავს ერთი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში.

5. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე  მუხლის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად პირი იხდის „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრული ოდენობის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს. კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლება ხორციელდება - გეოგრაფიული ნომრებზე და მისი გამოყენება შესაძლებელია ერთი ნუმერაციის ზონის ფარგლებში; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის შეადგენს - 0,10 ლარს - 1 სააბონენტო ნომერზე;

6. კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულებით” გათვალისწინებული პორტირების ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და სატელეფონო მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებს, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში, პორტირებული ნომრების მარშრუტიზაციისა და იდენტიფიკაციისთვის ესაჭიროებათ დამისამართების პრეფიქსები, რომლის სრული ფორმატი საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების” №2 დანართის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ფიქსირებულ ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელში 4 ციფრიანია. „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების” პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ე) ქვეპუნქტის და 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-5 მუხლის მეორე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის   შესაბამისად, კომისია სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის უზრუნველყოფის ვალდებულების მქონე ავტორიზებულ პირებს, ნუმერაციის თავისუფალი რესურსიდან ანიჭებს პორტირებული სააბონენტო ნომრის მარშრუტის იდენტიფიცირებისთვის მისთვის განკუთვნილ დამისამართების პრეფიქსებს შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე, პორტაბელობის ვალდებულების გაუქმებამდე.

7. კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბერის   №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით“ განისაზღვრა  ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდის სტრუქტურა და   ფორმატი. ამავე დებულების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად,   ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდის (NSPC) სტრუქტურა და ფორმატი განსაზღვრულია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ დამტკიცებული Q.708 რეკომენდაციით; ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ეროვნული სასიგნალო წერტილის იდენტიფიკატორის გამოყოფა და კონკრეტული ოპერატორისათვის სასიგნალო ურთიერთჩართვის წერტილის ამ კოდით სარგებლობის უფლების მინიჭება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომისიის მიერ. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში და განსაზღვრული ვადით მიანიჭოს ნუმერაციის რესურსი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირებს. კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის მეორე პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირებს ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდი ენიჭებათ  შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის ვადით.

8.  კომისიამ, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეისწავლა შპს „კატენასა“ და შპს „ვოკამის“ მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობა კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მოთხოვნებთან და აღნიშნავს, რომ შპს „კატენასა” და შპს „ვოკამის“ მიერ წარმოდგენილი ერთობლივი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებისთვის  კანონმდებლობით  დადგენილ  მოთხოვნებს;  კერძოდ,  შპს  „კატენასა”  და  შპს „ვოკამის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია ერთობლივი განცხადება, ამონაწერი მეწარმეთა  და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და შპს „ვოკამის“ მიერ რესურსით სარგებლობის საფასურის - 100 ლარის (0,10 ლარი 1 სააბონენტო ნომერზე) კომისიის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

III. სარეზოლუციო ნაწილი

,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ნ) ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის, კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის მეორე პუნქტის ბ) და ე) ქვეპუნქტების,  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების და №2 დანართის მე-9 პუნქტის, კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების” პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაუქმდეს შპს „კატენას” (ს/ნ 400140744) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N486 უფლება და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2019 წლის 22 აგვისტოს №გ-19-24/489, №გ-19-24/494 და 2019 წლის 19 სექტემბრის №გ-19-15/541 გადაწყვეტილებები;

2. მიენიჭოს შპს „ვოკამს“ (ს/ნ 400452130) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №933 უფლება და განესაზღვროს შემდეგი პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 322 807 000 -322 807 999, სულ 1000 (ერთი ათასი) სააბონენტო ნომერი ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი;

გ) უფლების მოქმედების ვადა: 2026 წლის პირველი ნოემბრიდან, უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) უფლების მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

3. მიენიჭოს შპს „ვოკამს“ (ს/ნ 400452130) ნუმერაციის რესურსი - დამისამართების პრეფიქსი 7-5-3-9 (შვიდი-ხუთი-სამი-ცხრა) შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის გაუქმებამდე/შეჩერებამდე ან/და პორტაბელურობის ვალდებულების გაუქმებამდე, ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების ორგანიზებისთვის ტერმინალური მოწყობილობებიდან სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისთვის;

4. მიენიჭოს შპს „ვოკამს“ (ს/ნ 400452130)   ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის   (ITU) Q.708 რეკომენდაციის შესაბამისად, ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდი შემდეგი ფორმატით:

025-00 (1600) ურთიერთჩართვის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის მომსახურებაზე ავტორიზაციის მთელი პერიოდის მანძილზე;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2026 წლის პირველი ნოემბრიდან;

6. ეცნობოს  შპს  „ვოკამს“,  რომ  ნუმერაციის  რესურსით  სარგებლობის  უფლების  განახლება ხორციელდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებიდან/განახლებიდან არაუგვიანეს 1 წლისა, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდით და მისი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისთვის წარდგენით.

7. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ნ. ლორთქიფანიძე) სათანადო მონაცემების კომისიის რეესტრში შეტანა;

8. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას:

ა) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში (ნ. დევდარიანი);

ბ) გადაწყვეტილების შპს „ვოკამისთვის“ და შპს „კატენასთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „ვოკამისთვის“ და შპს „კატენასთვის“ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

გოგა  გულორდავა თავმჯდომარე

ანი ვაზაგაშვილი წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები