ComCom-ის „მედიასკოლის სტუდიის“ სტუდენტებისთვის ზურა მხეიძის სემინარი ჩატარდა
ComCom-ის „მედიასკოლის სტუდიამ“ სტუდენტებისა და მოქმედი ჟურნალისტებისთვის ორდღიანი სემინარი ჩაატარა, რომელსაც ფსიქოლოგი ზურა მხეიძე უძღვებოდა. შეხვედრებზე მონაწილეები გაეცნენ მედიის გავლენას მაყურებელზე, ინფორმაციის აღქმის პროცესებს, სხეულის ენის მნიშვნელობას, არავერბალური ქცევის გაშიფვრას და ჟურნალისტური საქმიანობისთვის საჭირო დაკვირვების მეთოდებს. სემინარი თეორიული ნაწილის გარდა, მოიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც.
შეხვედრის ფარგლებში ტრენერმა ასევე ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა რესპოდენტთან სწორი კომუნიკაციის დამყარება, ნდობის მოპოვება და სტრესულ სიტუაციებში ემოციების მართვა.
