ComCom-ის მედიააკადემია დიმა ობოლაძის "მასტერკლასს" იწყებს
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის „მასტერკლასს“ სპორტული ჟურნალისტისა და კომენტატორის, დიმა ობოლაძის ონლაინ ლექციები ყოველ ორშაბათს დაემატება. მასტერკლასის ფარგლებში, ავტორი მაყურებელს 35-წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, სპორტული ამბების გაშუქების, ლაივ რეპორტინგის, ინტერვიუსა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ პრაქტიკულ რჩევებს გაუზიარებს და კომენტატორის თვალით დანახულ რეალურ ისტორიებს უამბობს.
მედიააკადემიის „მასტერკლასი“ დიმა ობოლაძესთან ერთად, მედიის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე 18 ავტორის ლექციებს აერთიანებს, რომლებიც მედიააკადემის იუთუბ არხზეა განთავსებული.
„მასტერკლასი“ დაინტერესებულ ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, საჭირო ცოდნა სრულიად უფასოდ, პროფესიონალი ავტორებისგან მიიღონ. ონლაინ ლექციებს კი, დაწყების დღიდან, უკვე ორი მილიონ ხუთასი ათასზე მეტი ნახვა აქვს.
