ივლისი 06, 2018 12:29

დასრულებული: წინასაარჩევნო მედიამონიტორი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია კანონით განსაზღვრული  ფუნქციის შესასრულებლად  აცხადებს მოკლევადიანი დასაქმების პროგრამას  წინასაარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესების დაცვაზე მონიტორინგის განხორციელებისათვის.

ორგანიზაციის შესახებ: 

სსიპ - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების დარგებს არეგულირებს. კომისიის რეგულირებაში შედის ტელე და რადიომაუწყებლობა, მაუწყებლობის ტრანზიტი, ფიქსირებული და მობილური სატელეფონო და ინტერნეტ მომსახურებები.  კომისიის საქმიანობას გადამწყვეტი გავლენა აქვს საქართველოში სატელეკომუნიკაციო და მაუწყებლობის დარგების განვითარებაზე.  

წინასაარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობის მონიტორინგისათვის,  კომისია   სამი თვით სამუშაოდ იწვევს დაინტერესებულ პირებს აუდიო ვიზუალური მედია რეგულირების დეპარტამენტში.   შერჩეული კანდიდატები  ჩაერთვებიან კომისიის მედიის მაუწყებლობის მონიტორინგის პროცესში და განახორციელებენ  შესაბამისი სამაუწყებლო არხების მონიტორინგს  არსებული წესისა და პროცედურის შესაბამისად.  აღნიშნულის შესახებ. თითოეული დასაქმებული წარმოადგენს  ანგარიშებს კომისიის აუდიო ვიზუალური მედია რეგულირების დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

დასაქმების პერიოდი:  2018 წლის 1 აგვისტოდან 2018 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით.  

სამუშაო გრაფიკი:   სამუშაო საათები მოქნილია.   

დასაქმების უპირატესობა:

  • გამოცდილ  გუნდთან მუშაობით,  შერჩეული პირები მიიღებთ  პროფესიულ გამოცდილებას და განივითარებთ  პრაქტიკულ უნარ-ჩვევების მედიის მონიტორინგის  ხერხებისა და დამკვიდრებული პრაქტიკების შესახებ;
  • დეტალურად გაერკვევით საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს „წინა საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ შესახებ დადგენილებით  განსაზღვრულ მოთხოვნებში;
  • წარმოდგენა შეგექმნებათ მაუწყებლობის რეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
  • გექნებათ საშუალება შეიტანოთ თქვენი მოქალაქეობრივი წვლილი საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად და გამჭვირვალედ წარმართვის პროცესში;
  • წარმატებული მუშაობის  შემთხვევაში,  გადმოგეცემათ  ცნობა კომისიაში დასაქმების   შესახებ;  

 

ყოველთვიური ანაზღაურება: ხელზე ასაღები 500 ლარი.

თუ აღნიშნული  მოკლევადიანი სამუშაო თქვენთვის საინტერესოა, გთხოვთ 2018 წლის 18 ივლისამდე  გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე:  vacancy@gncc.ge.   (Subject line-ში მიუთითეთ - მაუწყებლობის მონიტორინგი), ასევე, გამოაგზავნეთ ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არ ქონის შესახებ „მაუწყებლობის შესახებს საქართველოს კანონის“ მე-11 მუხლის შესაბამისად. (იხ. დასაქმების პირობა და ბმული).

შერჩეულ კანდიდატებს გაესაუბრება კომისიის აუდიო ვიზუალური მედიის რეგულირების სამსახურის  წარმომადგენელი. 

კომისია არჩევანს გააკეთებს მცოდნე, სფეროთი დაინტერესებულ, მოტივირებულ კანდიდატებზე.

დასაქმებისას უპირატესობა მიენიჭებათ პირებს, რომლებსაც აქვთ მსგავსი გამოცდილება ან არიან ჟურნალისტიკის, მედია მენეჯმენტის ან  სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები.

 

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა

ინტერესთა კონფლიქტი:

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

თუ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

 

გისურვებთ წარმატებებს!

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები