შპს „TV8“ თანამგზავრული სისტემების გამოყენებით მაუწყებლობის უფლებას ითხოვს
დღეს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე შპს „TV8“-სთვის კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
შპს „TV8“ ითხოვს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზიას, რომლის სახე იქნება კერძო მაუწყებლობა, სახეობა საერთო ტელემაუწყებლობა, გეოგრაფიული ზონა კი – საქართველოს მთელი ტერიტორია, ხოლო მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში – 6 საათი.
საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა 2013 წლის 21 ივნისს 16:00 საათზე გაიმართება, ხოლო გადაწყვეტილებას კომისია ზეპირი მოსმენის ჩატარების დღიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მიიღებს.
გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.