შპს „ენმედიას“ ტელემაუწყებლობის განახლების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 05, 2025 15:54
მიღების თარიღი დეკემბერი 04, 2025
შპს „ენმედიას“ ტელემაუწყებლობის განახლების თაობაზე
განმცხადებელი: შპს „ენმედია“;
კომისიის სხდომის თარიღი: 04.12.2025
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ენმედიამ“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-6/4863, 28.11.2025) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის და ტელემაუწყებლობის განახლების თაობაზე.
2. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ენმედიას“ საკუთარი განცხადების საფუძველზე შეჩერებული ჰქონდა ავტორიზაცია 2025 წლის 12 აგვისტოდან. კომპანიამ ავტორიზაციის განახლების თაობაზე კომისიას მიმართა 2025 წლის 28 ნოემბერს. კომისიამ განაახლა შპს „ენმედიას“ ავტორიზაცია 2025 წლის პირველ დეკემბერს. ავტორიზაციის განახლების თაობაზე კომპანიას ეცნობა წერილობით (წერილი Nგ-25-03/2788, 01/12/2025). შპს „ენმედიამ“ 2025 წლის 2 დეკემბრის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-7/4901, 02.12.2025) დააზუსტა რომ ტელემაუწყებლობას განაახლებს 2025 წლის 8 დეკემბრიდან.
3. კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-18 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაციის შეჩერებისას მედიამომსახურების მიმწოდებლის ავტორიზაცია განახლდება კომისიის მიერ ავტორიზებული პირის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან. კომისია ავტორიზებულ პირს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში ატარებს ავტორიზაციის განახლების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. ასევე ამავე მუხლის მე-20 პუნქტის თანახმად ავტორიზებული პირის მიერ მედიამომსახურების განახლება ხდება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების შემდეგ კომისიისთვის საქმიანობის განახლების შესახებ შეტყობინების გაგზავნისა და კომისიის მიერ ამ შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შემდეგ.
II. სამოტივაციო ნაწილი
4. კომისიის 2025 წლის 4 დეკემბრის სხდომაზე კომისიამ მიაჩნია, რომ უნდა განახლდეს შპს „ენმედიას“ ტელემაუწყებლობა იგივე საავტორიზაციო პირობებით, რასაც კომპანია ფლობდა ავტორიზაციის შეჩერებამდე.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 და 38-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. განახლდეს შპს „ენმედიას“ (ს/ნ 405695207) მაუწყებლობა შემდეგი საავტორიზაციო პირობებით: ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;
ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, ინგლისური, რუსული;
ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:
ვ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - გორის მულტიპლექსი; ვ.ბ) ინტერნეტი (საქართველო)
ვ.გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);
ზ) მაუწყებლობის განახლების თარიღი: 2025 წლის 8 დეკემბერი; თ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:
თ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო); თ.ბ) ინტერნეტი - უფასო;
თ.გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო.
2. შპს „ენმედია“ ვალდებულია:
ა) დაიცვას მედიამომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;
გ) თავისი საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
ე) კომისიას წარუდგინოს პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.
3. დაევალოს კომისიის იურიდიულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);
ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ენმედიასთვის“ გაგზავნა;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე(www.comcom.ge) გამოქვეყნება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „ენმედიასთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე);
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
