წვდომის მენიუ

სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ

ნომერი: გ-25-2 / 581

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 05, 2025 15:57

მიღების თარიღი დეკემბერი 04, 2025

სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“  მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ

განმცხადებელი: სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია“;

კომისიის სხდომის თარიღი: 04.12.2025

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს,  რომ კომისიას განცხადებით მიმართა სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიამ“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-7/4853, 27/11/2025) მაუწყებლობის   ავტორიზაციის (BR-250, 15.07.2015) მოდიფიცირების შესახებ.  კერძოდ,  კომპანიას  სურს  ტელემაუწყებლობის  ენებად  დამატებით განისაზღვროს რუსული და ინგლისური.

2. კომისია აღნიშნავს, რომ სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია“ ფლობს ავტორიზაციას მაუწყებლობაზე (BR-250, 15.07.2015), შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა: ქართული, აზერბაიჯანული;

ე) მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 19 საათი;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ლაგოდეხის, გურჯაანის,  თელავის, საგარეჯოს, მანგლისის, გორის, ხაშურის, ბორჯომის, ჭიათურას, ზესტაფონის, ახალციხის, ქუთაისის, ხონის, სამტრედიის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, სენაკის, ზუგდიდის, ბათუმის,  ფოთის, გურიის, სამცხე- ჯავახეთის, რუსთავის, ბოლნისის, მარნეულის და შპს „სტერეო+“-ის   მულტიპლექსები;

ვ.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები (საქართველო); ვ.გ) ინტერნეტი (საქართველო);

ვ.დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო); ზ. მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);

ზ.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები - უფასო; ზ.გ)ინტერნეტი - უფასო;

ზ.დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები  - უფასო.

3. კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და ავტორიზებული პირის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.  ამავე კანონის 451   მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად თუ ავტორიზებულ პირს განზრახული აქვს ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, სახეობის, მოდიფიცირება, ავტორიზებული პირი ვალდებულია აღნიშნული 7 სამუშაო დღით ადრე შეატყობინოს კომისიას. ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, სახეობის, მოდიფიცირების თაობაზე მონაცემები შეიტანება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

4. კომისიის 2025 წლის 4 დეკემბრის სხდომას არ ესწრებოდა   სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ წარმომადგენელი.

II. სამოტივაციო ნაწილი

5. კომისიის სხდომაზე არ გამოვლენილა მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება, შესაბამისად ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-250, 15.07.2015) მოდიფიცირება და მაუწყებლობის ენებად ქართულთან და აზერბაიჯანულთან ერთად დამატებით განისზღვროს რუსული და ინგლისური.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 382-ე მუხლის მე-2 და 451 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ (ს/კ 216335838) მაუწყებლობის ავტორიზაცია (BR-250, 15.07.2015) და მაუწყებლობის ენებად ქართულთან და აზერბაიჯანულთან ერთად დამატებით განისაზღვროს რუსული და ინგლისური.

2. სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია“ ვალდებულია:

ა) დაიცვას მედიამომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;

გ) თავისი საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე) კომისიას წარუდგინოს პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

3. დაევალოს კომისიის იურიდიულ დეპარტამენტს:

ა)   სათანადო   მონაცემების   კომისიის   ავტორიზებულ   პირთა   უწყებრივ   რეესტრში   შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიისთვის“ გაგზავნა;

ბ)    აღნიშნული    გადაწყვეტილების    კომისიის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე    (www.comcom.ge)

გამოქვეყნება.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

7.   კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   პირველი   პუნქტის   შესრულებაზე   დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები