„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ააიპ მედიააკადემიის 2025 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ“ კომისიის № გ-24-21/ 553 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 04, 2025 16:19
მიღების თარიღი ნოემბერი 27, 2025
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ააიპ მედიააკადემიის 2025 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ“ კომისიის № გ-24-21/ 553 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
I. საქმის აღწერა
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2025 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე მოსმენილი იქნა კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის უფროსის ნათია დევდარიანის ინფორმაცია 2025 წლის ბიუჯეტის ზოგიერთ მუხლში ცვლილების საჭიროების შესახებ.
2. საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის უფროსის ინფორმაციით კომუნიკაციების კომისიის 2025 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულებისა და მომავალი 3 თვის საპროგნოზო შემოსავლების გათვალისწინებით 2025 წლის ბიუჯეტში უნდა გაიზარდოს რეგულირების საფასურის შემოსავლების გეგმა 370,255 ლარით, ხოლო რადიოსიხშირული და ნუმერაციის რესურსის შემოსავლებიი გაიზარდოს 180,896 ლარით. ასევე ცვლილება არის განსახორციელებელი სხვა შემოსავლებში (საპროცენტო შემოსავლები), რომელიც გეგმასთან შედარებით გაიზარდა 458,975 ლარით.
3. 2025 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულებისა და მომავალი 3 თვის საპროგნოზო ხარჯების შესაბამისად ცვლილება განიცადა ხარჯვითმა კატეგორიებმაც, რაც ძირითადად შეეხო კაპიტალურ დანახარჯებს, შრომის ანაზღაურების ხარჯს, მივლინების ხარჯებს, მომსახურეობის ხარჯებს, საზოგადოებასთან ურთიერთობის ხარჯებს, წარმომადგენლობით ხარჯებს, მედიაწიგნიერების ხარჯებს და სხვა ხარჯებს. ასევე ცვლილება განიცადა ააიპ მედიაკადემიის ხარჯების ბიუჯეტმაც: შრომის ანაზღაურების ხარჯებმა და ადმინისტრაციულმა და საოპერაციო ხარჯებმა.
II. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კომისია ყოველი წლის 1 დეკემბრისათვის ამზადებს და აქვეყნებს მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელშიც ასახულია კომისიის ყველა ხარჯი, მათ შორის, კომისიისა და მისი აპარატის სახელფასო უზრუნველყოფის ხარჯები, აგრეთვე შემოსავალი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის ბიუჯეტს ქმნის რეგულირების საფასური, ამ კანონით, „მაუწყებლობის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული დაფინანსების სხვა წყაროები. როგორც აღინიშნა, კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო- საბიუჯეტო ჯგუფის უფროსის, ნათია დევდარიანის ინფორმაციით 2025 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულებისა და მომავალი 3 თვის საპროგნოზო შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით არსებობს „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ააიპ მედიააკადემიის 2025 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ“ კომისიის გადაწყვეტილებაში (გ-24-21 / 553, 28.11.2024) ცვლილების შეტანის საჭიროება.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ააიპ მედიააკადემიის 2025 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ“ № გ-24-21/553 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს კომისიის 2025 წლის ბიუჯეტი შემდეგი სახით:


2. დამტკიცდეს ააიპ მედიააკადემიის 2025 წლის ბიუჯეტი შემდეგი სახით:

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე)
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) მისი კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის ადმინისტრაციის უფროსს (ბ. გასვიანი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
