საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №16 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-23-17 / 130

გამოქვეყნების თარიღი მარტი 20, 2023 16:41

მიღების თარიღი მარტი 16, 2023

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №16 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2023 წლის 16 მარტის №16 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის 16 მარტის №16 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 4 (ოთხი) საკითხი:

ა) შპს „ემ ეს ჯგუფისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

ბ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 9 თებერვლის №გ-23-7/56 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

გ) შპს საქართველოს ფოსტისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

დ) რადიომოყვარულ გლებ სუშკოსთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ  (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

2. დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის 16 მარტის №16 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის № 16 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი      2023 წლის 16 მარტი, 15:00 საათი

1.  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №16 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. რომან ქურდაძე - სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტი);

3.  სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის“ არაავტორიზებადი   საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

4. რადიომოყვარულ   რევაზ   აშაძისთვის   რადიოელექტრონული   საშუალებებისა  და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ  (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

5.  რადიომოყვარულ გიორგი ჩხიკვიშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა  და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

6. რადიომოყვარულ რენე მატტესისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ  (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

7.   შპს „მედია ჰოლდინგი - აფხაზეთის ხმის“ კერძო მაუწყებლობის №№B59, B76, B93 და B96 ლიცენზიების შპს „ჰოლდინგი - აფხაზეთის ხმისთვის“ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

8.  შპს „ემ ეს ჯგუფისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

9. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 9 თებერვლის № გ-23-7/56 გადაწყვეტილებაში  ცვლილების  შეტანის  თაობაზე  (მომხს.  მაია  ქადეიშვილი  -  იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

10. შპს საქართველოს ფოსტისთვის  არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

11. რადიომოყვარულ  გლებ  სუშკოსთვის  რადიოელექტრონული  საშუალებებისა  და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

12. შპს  „ტელე-რადიო  კომპანია  ტვ  24- ისთვის“  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

13.  შპს „ბი ემ ჯი“-ს მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661  მუხლის პირველი პუნქტისა და 451 მუხლის მე-12 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. პავლე ბერია - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები