რადიომოყვარულ პაველ ზაბოლოტსკისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-21-7 / 261

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 29, 2021 21:50

მიღების თარიღი აპრილი 29, 2021

რადიომოყვარულ პაველ ზაბოლოტსკისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული  მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-21-9/1801, 21.04.2021) მიმართა მოქალაქე პაველ ზაბოლოტსკიმ (მცხ. ქ. ფოთი, ტექსელის ქ. 4) რადიომოყვარულთა შორის საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებაში, სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის 50 მგჰც დიაპაზონში (6 მეტრიანი ტალღები) დროებით სახმობის მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ პაველ ზაბოლოტსკი არის „E“ ექსტრა კატეგორიის რადიომოყვარული და კომისიის 2017 წლის 6 აპრილის № 233/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს სახმობი 4L1R. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ზაფხულის პერიოდში (რადიოტალღების გავრცელების თავისებურებებიდან გამომდინარე) რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების პირველ რეგიონში პერიოდულად იმართება საერთაშორისო შეჯიბრებები. რადიომოყვარულ პაველ ზაბოლოტსკის მიერ, აღნიშნულ შეჯიბრებაში სამოყვარულო რადიოკავშირები განხორციელებული იქნება 50 მჰც სიხშირეზე, მოდულაციის ტიპები - SSB და CW.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების და 518 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს რადიომოყვარულ პაველ ზაბოლოტსკის სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, ასევე 50.0 მჰც სიხშირეზე, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 2021 წლის პირველი მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით:

 

რეგისტრაციის №

 

რადიოსადგურის მფლობელი

 

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 

სახმობი

 

კატეგორია

 

T – 079

 

პაველ ზაბოლოტსკი

 

ქ. ფოთი, ტექსელის ქ. 4

 

4L1R

 

„E“ ექსტრა


2.    რადიომოყვარული    პაველ    ზაბოლოტსკი,    რადიომოყვარულთა    საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის    რეგულირების ზოგადი    პრინციპები და ასევე სამოყვარულო  რადიოსადგურით  სამოყვარულო  რადიოკავშირის  განხორციელების წესები;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების პაველ ზაბოლოტსკისთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) პაველ ზაბოლოტსკისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები