შპს "სქაიტელის" წილის 50%-ის ფიზიკური პირის ლევან ხუნდაძის და წილის 20%-ის ფიზიკური პირის ნინო თოთაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-21-11 / 614

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 17, 2021 12:48

მიღების თარიღი ნოემბერი 04, 2021

შპს "სქაიტელის" წილის 50%-ის ფიზიკური პირის ლევან ხუნდაძის და წილის 20%-ის ფიზიკური პირის ნინო თოთაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) 2021 წლის 15 ოქტომბერს განცხადებით მიმართა შპს „სქაიტელმა“ (ს/კ 400013748) (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/4600 15.10.2021) კომპანიის წილის 50%-ის ფიზიკური პირის ლევან ხუნდაძის (ს/კ 01030016587) და წილის 20%-ის ფიზიკური პირის ნინო თოთაძის (პ/ნ 49001012246) მიერ შეძენაზე   წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

შპს „სქაიტელი“  2011 წლის 15 ივნისიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1  ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3  ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.4  მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.7  ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი  კავშირით მომსახურება

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

B.F.2 ინტერნეტ მომსახურება

WiFi

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერისა (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B21013678, 17/02/2021 15:50:45) და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად შპს „სქაიტელის“ წილის 100%- ის მფლობელი არის ფიზიკური პირი ბესიკ მოსაშვილი (პ/ნ 01011078628), კომპანიის დირექტორია ფიზიკური პირი არჩილ ხოჯაშვილი (პ/ნ 01017007444).

შპს „სქაიტელის“ 2021 წლის 13 ოქტომბრის განცხადების თანახმად კომპანიის ერთადერთ პარტნიორს ბესიკ მოსაშვილს განზრახული აქვს მის საკუთრებაში არსებული შპს „სქაიტელის“ წილის 100%-დან 70%-ის გასხვისება, კერძოდ წილის 50%-ის ფიზიკურ პირ ლევან ხუნდაძეზე (პ/ნ 01030016587) და წილის 20%-ის ფიზიკურ პირ ნინო თოთაძეზე (პ/ნ 49001012246). აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში კომპანიის დირექტორის ცვლილება არ იგეგმება და შპს „სქაიტელის“ წილები გადანაწილდება შემდეგნაირად:

ბესიკ მოსაშვილი (პ/ნ 01011078628) – 30% ლევან ხუნდაძე (პ/ნ 01030016587) – 50% ნინო თოთაძე (პ/ნ 49001012246) – 20%

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემებისა და კომპანიის 2021 წლის 13 ოქტომბრის განცხადების თანახმად:

შპს „სქაიტელი“, მისი ერთპიროვნული პარტნიორი ფიზიკური პირი ბესიკ მოსაშვილი და კომპანიის  დირექტორი  არჩილ  ხოჯაშვილი  საქართველოში  ელექტრონული   კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ.

კომპანიის წილის 50%-ის პოტენციური მყიდველი ფიზიკური პირი ლევან   ხუნდაძე საქართველოში  ელექტრონული  კომუნიკაციების  სფეროში  ავტორიზებულ  პირებში  წილებს  არ ფლობს და მათთან დღეის მდგომარეობით არ არის ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული).

რაც  შეეხება  კომპანიის  წილის  20%-ის  პოტენციურ  მყიდველს,     ფიზიკურ  პირ   ნინო თოთაძეს, ის დღეისათვის არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის შპს „სიმნეტის“ წილის 60%-ის მფლობელი.

მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერისა (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B21100377, 15/10/2021 19:09:22) და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად შპს „სიმნეტის“ (ს/კ 424066441) წილის 20%-ის მფლობელია ფიზიკური პირი ბორის მელიქიანი (პ/ნ 01150138914), წილის 20%-ის - ფიზიკური პირი მიხეილ მელიქიანი (პ/ნ 010250070240), ხოლო, როგორც ზემოთ  უკვე აღინიშნა, კომპანიის წილის 60%-ის მფლობელი კი არის ფიზიკური პირი ნინო თოთაძე  (პ/ნ 49001012246), კომპანიის დირექტორი არის ფიზიკური პირი დავით ცერცვაძე. თავის მხრივ  შპს „სიმნეტი“ (ს/კ 424066441), მისი პარტნიორები და კომპანიის დირექტორი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ. შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-2  მუხლის  ჰ33   ქვეპუნქტის  თანახმად  შპს „სქაიტელი“, მისი პარტნიორები და დირექტორი, შპს „სიმნეტი“, მისი პარტნიორები და დირექტორი, ასევე ფიზიკური პირი ლევან ხუნდაძე     სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არიან.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „სქაიტელი“ ახორციელებს  ფიქსირებულ  საცალო  ინტერნეტ  მომსახურებას  Wi-Fi  და  ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიის გამოყენებით საქართველოს სხვადასხვა დიდ ქალაქებში და რაიონებში (იხ. ცხრილი N1). აღნიშნული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2020 წელს შეადგინა  7,825,506 ლარი (დღგ-ს გარეშე) და 2021 წლის პირველი 9 (ცხრა) თვის მანძილზე  10,890,081ლარი (დღგ-ს გარეშე), ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2021 წლის სექტემბრის თვის ბოლოს 49,404 აბონენტი (იურიდიული პირი - 4,007, ფიზიკური პირი - 45,397).

ცხრილი N1

 

 

საქართველო

 

შემოსავალი

 

აბონენტები

 

ლარი (დღგ-ს გარეშე)

 

ბაზრის წილი (%)

 

რაოდენობა

 

ბაზრის წილი (%)

სექტემბერი 2021

1,244,724.53

5.06%

49,404

5.12%

 

 

 

 

ქალაქები

 

შემოსავალი

 

აბონენტები

 

ლარი (დღგ-ს გარეშე)

ბაზრის წილი

ქალაქის ფარგლებში (%)

 

რაოდენობა

ბაზრის წილი

ქალაქის ფარგლებში (%)

ბათუმი

19,117.42

1.22%

348

0.50%

თბილისი

113,479.75

0.83%

1,619

0.38%

რუსთავი

5,172.25

0.87%

86

0.23%

ფოთი

2,270.90

0.87%

33

0.27%

 

 

ქუთაისი

7,886.18

0.99%

183

0.39%

11.88%

147,926.50

0.87%

2,269

0.38%

 

 

 

 

რაიონები

 

შემოსავალი

 

აბონენტები

 

ლარი (დღგ-ს გარეშე)

ბაზრის წილი

რაიონის ფარგლებში (%)

 

რაოდენობა

ბაზრის წილი

რაიონის ფარგლებში (%)

გორის რაიონი

127,455.63

26.39%

6,545

23.69%

ხელვაჩაურის რაიონი

49,245.23

28.04%

2,328

29.49%

მცხეთის რაიონი

48,538.87

15.60%

1,950

14.75%

ახალქალაქის რაიონი

39,845.92

19.49%

2,014

21.07%

ქობულეთის რაიონი

38,457.09

14.64%

1,672

12.54%

თელავის რაიონი

37,943.46

13.17%

1,913

13.45%

ზუგდიდის რაიონი

37,540.41

8.23%

1,668

7.23%

კასპის რაიონი

35,839.50

25.82%

1,635

22.57%

დუშეთის რაიონი

35,148.17

26.67%

1,511

24.34%

საჩხერის რაიონი

34,912.02

40.42%

1,615

40.10%

ქარელის რაიონი

34,869.70

28.49%

1,687

26.39%

ყვარლის რაიონი

28,155.20

21.77%

1,219

20.23%

ახმეტის რაიონი

26,234.95

20.16%

1,350

20.51%

სტეფანწმინდის რაიონი

25,224.37

39.35%

705

36.81%

გურჯაანის რაიონი

24,975.39

11.07%

1,129

10.28%

ვანის რაიონი

20,920.17

31.49%

956

29.94%

ჭიათურის რაიონი

20,587.45

25.25%

828

19.36%

წყალტუბოს რაიონი

18,944.29

9.91%

739

7.26%

ბორჯომის რაიონი

18,787.81

9.48%

870

7.50%

საგარეჯოს რაიონი

17,956.68

12.58%

686

10.42%

ხაშურის რაიონი

17,766.04

8.87%

781

6.65%

ამბროლაურის რაიონი

17,275.21

52.34%

687

79.51%

ჩოხატაურის რაიონი

17,078.66

42.49%

720

41.40%

ცაგერის რაიონი

16,983.28

73.81%

791

96.00%

გარდაბნის რაიონი

16,881.52

5.00%

638

4.19%

წალკის რაიონი

16,864.58

19.73%

660

22.10%

თეთრი წყაროს რაიონი

16,272.48

17.46%

686

15.74%

დედოფლისწყაროს რაიონი

14,910.26

19.10%

648

17.56%

ოზურგეთის რაიონი

13,078.07

5.67%

422

3.89%

ბაღდათის რაიონი

12,806.36

18.48%

624

16.48%

თიანეთის რაიონი

12,741.42

33.49%

570

36.10%

თერჯოლის რაიონი

12,083.85

15.66%

523

12.92%

ლაგოდეხის რაიონი

11,494.67

9.67%

421

7.62%

ბოლნისის რაიონი

10,734.73

6.09%

355

4.26%

დმანისის რაიონი

10,642.76

17.98%

509

18.40%

ქედის რაიონი

9,887.34

37.53%

380

43.43%

ხარაგაულის რაიონი

9,541.43

24.79%

288

21.24%

მესტიის რაიონი

9,451.69

46.59%

311

87.36%

ხობის რაიონი

9,388.55

15.07%

395

13.77%

ონის რაიონი

9,247.24

71.07%

375

94.46%

მარნეულის რაიონი

8,665.82

2.07%

225

1.28%

სიღნაღის რაიონი

8,593.08

6.43%

402

5.52%

ადიგენის რაიონი

8,415.87

16.07%

254

10.63%

ახალციხის რაიონი

7,868.90

4.30%

249

2.83%

ტყიბულის რაიონი

7,831.02

15.97%

336

13.62%

ნინოწმინდის რაიონი

6,986.70

6.22%

256

4.91%

ხულოს რაიონი

6,948.72

19.69%

190

16.37%

შუახევის რაიონი

6,871.76

31.71%

167

29.40%

ასპინძის რაიონი

6,553.41

17.20%

185

10.37%

 

 

წალენჯიხის რაიონი

5,488.24

8.07%

203

5.95%

სამტრედიის რაიონი

4,762.90

2.70%

95

0.98%

ლენტეხის რაიონი

4,745.96

58.20%

171

90.00%

სენაკის რაიონი

4,422.08

3.49%

85

1.25%

აბაშის რაიონი

4,144.17

10.65%

88

4.64%

მარტვილის რაიონი

4,069.08

6.59%

117

3.68%

ლანჩხუთის რაიონი

3,911.51

5.28%

67

2.24%

ზესტაფონის რაიონი

3,332.35

1.76%

74

0.69%

ხონის რაიონი

3,036.40

5.74%

80

2.63%

ჩხოროწყუს რაიონი

2,154.89

3.27%

31

1.16%

გალის რაიონი

847.17

93.97%

45

93.75%

ახალგორის რაიონი

435.55

53.46%

11

73.33%

88.12%

1,096,798.03

14.39%

47,135

12.73%

შენიშვნა: ცხრილში მოყვანილია 2021 წლის სექტემბრის თვის მონაცემები.

შპს „სქაიტელი“ ასევე ახორციელებს სხვა საკომუნიკაციო მომსახურებებებს: ინტერნეტით მომსახურების საბითუმო ბაზარზე გაფართოებული ურთიერთჩართვის მომსახურება, ლოკალური და გლობალური ინტერნეტის გაყიდვა და სხვა. შემოსავლებმა აღნიშნული მომსახურებებიდან 2020 წელს შეადგინა 2,355,155.06 ლარი (დღგ-ს გარეშე) და 2021 წლის პირველი 9 (თვის) თვის მანძილზე 874,587.43 ლარი (დღგ-ს გარეშე) (იხ. ცხრილი N2)

(ცხრილი N2)

 

საკომუნიკაციო მომსახურებები

 

2020

 

2021(იანვარი -

სექტემბერი)

საბითუმო მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურება -

გაფართოებული ურთიერთჩართვა

 

25,432.20

 

22,102.12

საბითუმო მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურება -

ლოკალური და გლობალური ინტერნეტი

 

1,073,868.96

 

569,395.45

სატელეკომუნიკაციო ტექნიკის რეალიზება/იჯარა -

სატელეკომუნიკაციო ტექნიკის რეალიზება

 

342,721.70

 

70,744.45

სხვა საბითუმო საკომუნიკაციო მომსახურება - მომსახურების გადაყიდვით მიღებული შემოსავალი

 

790,089.00

 

-

ფიქსირებული უსადენო ქსელის გამოყენებით გაწეული მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურება - ქსელში ჩართვა

 

109,511.43

 

212,345.41

ქსელის ელემენტებთან დაშვება/იჯარა - ადგილობრივი (დასახლებული პუნქტის ფარგლებში) ოპტიკურ-ბოჭკოვანი  არხების იჯარა

 

13,531.77

 

-

სულ შემოსავალი (ლარი, დღგ-ს გარეშე)

2,355,155.06

874,587.43


შპს  „სიმნეტი“ 
2012  წლის  4  მაისიდან  წარმოადგენს  ელექტრონული  კომუნიკაციების სფეროში     ავტორიზებულ    პირს    და    მას    ავტორიზაცია    გავლილი    აქვს    ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2  ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3  ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2   ინტერნეტ მომსახურება

WiFi

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „სიმნეტი“ ახორციელებს ფიქსირებულ საცალო ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით ქ. თბილისში,   ქ.რუსთავში,  ზუგდიდის,    ადიგენის,   ასპინძის,   ახალციხის,   ბორჯომისა   და ამბროლაურის რაიონებში. აღნიშნული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2020 წლისა და

2021 წლის პირველი 9 (ცხრა) თვის მანძილზე შეადგინა 515,195 ლარი და 390,708 ლარი (დღგ-ს გარეშე) შესაბამისად, ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2021 წლის სექტემბრის მონაცემებით - 2,260 აბონენტი (იხ. ცხრილი N3).

ცხრილი N3

 

 

 

საქართველო

შემოსავალი

აბონენტები

 

 

ლარი (დღგ-ს გარეშე)

 

 

ბაზრის წილი (%)

 

 

რაოდენობა

 

 

ბაზრის წილი (%)

სექტემბერი 2021

41,884

0.17%

2,260

0.23%

.

 

 

 

 

ქალაქები

შემოსავალი

აბონენტები

 

 

ლარი (დღგ-ს გარეშე)

 

ბაზრის წილი ქალაქის ფარგლებში (%)

 

 

რაოდენობა

 

ბაზრის წილი ქალაქის ფარგლებში (%)

თბილისი

17

0.00%

1

0.00%

რუსთავი

13

0.00%

1

0.00%

სულ

30

0.00%

3

0.00%

 

 

 

 

რაიონი

შემოსავალი

აბონენტები

 

 

ლარი (დღგ-ს გარეშე)

 

ბაზრის წილი რაიონის ფარგლებში (%)

 

 

რაოდენობა

 

ბაზრის წილი რაიონის ფარგლებში (%)

ადიგენის რაიონი

7,608

14.53%

410

17.16%

ამბროლაურის რაიონი

25

0.08%

1

0.12%

ასპინძის რაიონი

12,068

31.67%

593

33.24%

ახალციხის რაიონი

22,060

12.06%

1,249

14.22%

ბორჯომის რაიონი

45

0.02%

2

0.02%

ზუგდიდის რაიონი

47

0.01%

3

0.01%

სულ

41,854

4.35%

2,258

4.66%

შენიშვნა: ცხრილში მოყვანილია 2021 წლის სექტემბრის თვის მონაცემები.

შპს „სქაიტელისა“ და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული, მისი ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შპს „სიმნეტის“ ზემოთ მოყვანილი მონაცემებიდან ჩანს, რომ აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში, ტრანზაქციაში მონაწილე კომპანიების   ურთიერთდამოკიდებულების   გამო ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურების ბაზარზე ისეთი გარემოების შექმნა, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს კონკურენტულ გარემოზე, არ არის მოსალოდნელი, 2021 წლის სექტემბრის თვის მონაცემებით ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე მთელი საქართველოს მასშტაბით შპს „სიმნეტის“ საბაზრო წილი შემოსავლების მიხედვით 0.17%-ია, აბონენტების მიხედვით კი 0.23%, ხოლო შპს „სქაიტელის“ საბაზრო წილი შემოსავლების მიხედვით 5.06% და აბონენტების მიხედვით 5.12%  შესაბამისად;

თვალსაჩინოა შპს „სქაიტელის“ აბონენტების, შემოსავლებისა და საბაზრო წილის ზრდა ბოლო წლების განმავლობაში.

შპს "სქაიტელის" შემოსავლებისა და აბონენტების ზრდის დინამიკა

1,500,000

60,000

1,000,000

40,000

500,000

20,000

 

0                                                                                                                                                                              0

 

შემოსავალი                   აბონენტები

შპს „სქაიტელი“ ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) ფიქსირებული ინტერნეტის საცალო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შემოსავლებისა და აბონენტების საბაზრო წილის მიხედვით 2021 წლის სექტემბრის მონაცემებით საქართველოს მთელი ტერიტორიის მასშტაბით მე-3 ადგილს იკავებს შპს „მაგთიკომისა“ (შემოსავლების მიხედვით - 46.95%, აბონენტების მიხედვით - 49.29%) და სს „სილქნეტის“ (შემოსავლების მიხედვით 34.26%, აბონენტების მიხედვით - 30.41%) შემდეგ, რომლებიც აღნიშნული ბაზრის სეგმენტზე 2019 წლის 30 აპრილის N266/9 გადაწყვეტილების თანახმად ნაცნობი არიან მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებად. მიუხედავად აღნიშნული (მესამე) პოზიციისა (შემოსავლების მიხედვით - 5.06%, აბონენტების მიხედვით - 5.12%), შპს „სქაიტელის“ საბაზრო წილი ბევრად დაბალია შპს „მაგთიკომისა“ და სს „სილქნეტის“ საბაზრო წილებთან შედარებით. შესაბამისად, აღნიშნული ტრანზაქცია შპს „სქაიტელის“ შპს „სიმნეტთან“, ურთიერთდამოკიდებულების (აფილირების) გამო, შპს „სიმნეტის“ საბაზრო წილიდან (შემოსავლების მიხედვით მხოლოდ 0.17%, აბონენტების მიხედვით მხოლოდ 0.23%) გამომდინარე, ბაზარზე ახალ გარემოებას არ შექმნის. თუმცა,    კომისია    აღნიშნული    ტრანზაქციის    განხორციელების    შემდეგ    დააკვირდება  შპს „სქაიტელისა“ და მასთან აფილირებული ავტორიზებული პირის, შპს „სიმნეტის“  საქმიანობას იმ თვალსაზრისით, რომ არ მოხდეს ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურების ბაზარზე კონკურენციის შემზღუდველი პირობების ჩამოყალიბება.

 კომისიის 2021 წლის 20 ოქტომბრის გ-21-08/2941 წერილზე პასუხად შპს „სქაიტელმა“ 2021 წლის 22 ოქტომბრის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/4713 22.10.2021) წარმოადგინა ინფორმაცია აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელების შემდეგ კომპანიის სამომავლო გეგმების შესახებ, კომპანია წერილში აღნიშნავს, რომ ტრანზაქციის განხორციელების შემდეგ ის გეგმავს შეინარჩუნოს და გაზარდოს არსებული ბიზნეს საქმიანობა, ინტერნეტ მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა მომხმარებლებისთვის WiFi და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიის გამოყენებით, ასევე მიუთითებს, რომ შპს „სქაიტელი“ განაგრძნობს საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში განვითარებას და კვლავ უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის ხარისხიანი ინტერნეტ მომსახურების ხელმისაწვდომობას საქართველოს ტერიტორიაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სქაიტელის“ წილის 70%-ის  ფიზიკური პირების, ლევან ხუნდაძისა (50%) და ნინო თოთაძის (20%) მიერ შეძენა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნულ ტრანზაქციაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

 სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

 “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.  მიეცეს თანხმობა შპს „სქაიტელს“, შპს „სქაიტელის“ წილის 50%-ის ფიზიკური პირის ლევან ხუნდაძის და წილის 20%-ის ფიზიკური პირის ნინო თოთაძის მიერ შეძენაზე;

2.   განემარტოს შპს „სქაიტელს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „სქაიტელი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3.   ამ  გადაწყვეტილებით  კომისიის  მიერ  გაცემული  თანხმობა  ძალაშია  გადაწყვეტილების მიღებიდან   6   (ექვსი)   თვის  განმავლობაში.     აღნიშნულ   ვადაში   ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „სქაიტელი“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.

4.    დაევალოს  კომისიის  ადმინისტრაციას  ამ  გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის  შპს „სქაიტელისათვის“ გაგზავნა (ო.ვოტ);

5. გადაწყვეტილება  ძალაში შედის ამ  გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის   შპს „სქაიტელისათვის“ ჩაბარების დღიდან;

6.  გადაწყვეტილება  შეიძლება გასაჩივრდეს  ქ. თბილისის     საქალაქო   სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „სქაიტელისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის  აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

კახი ბექაური

თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე

წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები