შპს „ტვ სარფის“ (ს/კ 445459423) წილის 100%-ის შპს „ოკ.ტვ“-ს (ს/კ 405166412) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-21-11 / 209

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 06, 2021 15:01

მიღების თარიღი აპრილი 01, 2021

შპს „ტვ სარფის“ (ს/კ 445459423) წილის 100%-ის შპს „ოკ.ტვ“-ს (ს/კ 405166412) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2021 წლის 25 მარტს   განცხადებით მიმართა შპს „ტვ. სარფმა“ (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/1437 25.03.2021), შპს „ტვ. სარფის“ წილის 100%-ის შპს„ოკ.ტვ“-ს მიერ შეძენაზე  წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერავიო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტვ. სარფი“ წარმოადგენს ელექტრონულ საკომუნიკაციო სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1   ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

პილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2    ინტერნეტ მომსახურება

კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up) სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL) ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

კოაქსიალური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

WiFi

ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება

B.F.4    მაუწყებლობის ტრანზიტი

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ოკ. ტვ“ წარმოადგენს ელექტრონულ საკომუნიკაციო სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1   ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.2   ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.4   მაუწყებლობის ტრანზიტი ტელემაუწყებლობის ტრანზიტი რადიომაუწყებლობის ტრანზიტი

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „ტვ სარფი“ კომისიის 2018 წლის 5 ივლისის№394/5 გადაწყვეტილების თანახმად, ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის№F8  ლიცენზიას შემდეგი პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2564 ÷ 2612 მჰც და 2636 ÷ 2692 მჰც;

ბ) დანიშნულება: უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურება;

გ) გეოგრაფიული ზონა:  ქ.თბილისი;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 22 აპრილამდე;

ე) შპს „ტვ სარფი“ ვალდებულია რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად.

კომისია ცნობისათვის, ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის 2020 წლის 4 ივნისის Nგ-20-3/485 გადაწყვეტილების თანახმად, შპს „ტვ სარფს“, აღნიშნული ლიცენზიის მოქმედების ვადის (22.04.2023) ამოწურვის შემდგომ, არ გაუგრძელდება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიის მოქმედების ვადა.

შპს „ტვ სარფი“ ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებას ქალაქ თბილისში და ქალაქ რუსთავში.

შპს „ტვ სარფის“ შემოსავლებმა ავტორიზებული საქმიანობიდან 2020 წლის იანვრიდან 2021 წლის თებერვლის თვის ჩათვლით შეადგინა 3 129 333 ლარი, ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2021 წლის 1 მარტის მდგომარეობით შეადგინა 13 621 აბონენტი.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ოკ.ტვ“-ს ავტორიზაცია გავლილი აქვს 2021 წლის 21 იანვარს და შესაბამისად ამ ეტაპზე შემოსავლები არ უფიქსირდება.

მეწარმეთა   და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ტვ სარფის“ წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი ვახტანგ კიწმარიშვილი. შპს „ტვ სარფის“ დირექტორია ზამირა ჩიგოგიძე.

შპს „ტვ სარფის“ განცხადების თანახმად, შპს „ტვ სარფის“ წილის 100%-ის შეძენის განზრახვა გააჩნია შპს „ოკ.ტვ“-ს.

შპს „ოკ.ტვ“-ს დირექტორი და წილის 100% მფლობელია ფიზიკური პირი ზურაბ ჩიგოგიძე.

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ზურაბ ჩიგოგიძე ასევე ფლობს წილის 70%-ს ავტორიზებულ პირ შპს „ტელეკომპანია თბილისში“ და წილის 38,9%-ს შპს „რადიო ჰოლდინგ ფორტუნაში“.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ტვ სარფის“ წილის 100%-ის შპს„ოკ.ტვ“-ს მიერ შეძენა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

კომისია აღნიშნავს, რომ არ არსებობს შპს „ტვ სარფის“ წილის 100%-ის შპს „ოკ.ტვ“- ს მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის  დამაბრკოლებელი გარემოებები.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა შპს „ტვ სარფს“, შპს „ტვ სარფის“ წილის 100%-ის შპს „ოკ.ტვ“-ს მიერ შეძენაზე;

2. განემარტოს შპს „ტვ სარფს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „ტვ სარფი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3. ამ გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „ტვ სარფი“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს

„ტვ სარფისათვის“ გაგზავნა (ო.ვოტ);

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტვ სარფისათვის“ ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „ტვ სარფისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი    აღნიშნული    გადაწყვეტილების    შესრულებაზე    დაევალოს    კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს.

კახი ბექაური              თავმჯდომარე

ეკატერინე იმედაძე      წევრი

ნათია კუკულაძე          წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები