რადიომოყვარულ ვაჟა სხირტლაძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-20-7 / 789

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 12, 2020 13:02

მიღების თარიღი ოქტომბერი 12, 2020 13:02

რადიომოყვარულ ვაჟა სხირტლაძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა  და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-20-9/4642, 28.09.20) მიმართა მოქალაქე ვაჟა სხირტლაძემ (მცხ. ქ.თბილისი, გლდანი „ა“ მკრ., კორპ.48, ბ.14) სამოყვარულო რადიოსადგურის  გამოყენებისთვის   სახმობის ხელახალი ვადით მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ვაჟა სხირტლაძე არის „B“ კატეგორიის რადიომოყვარული და კომისიის 2015 წლის 30 ივლისის № 444/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს სახმობი 4L6LS. მინიჭებული სახმობის ვადის გასვლასთან დაკავშირებით, იგი ითხოვს მისი ხელახალი ვადით მინიჭებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს რადიომოყვარულ ვაჟა სხირტლაძეს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2020 წლის 8 ოქტომბრიდან 2025 წლის 8 ოქტომბრამდე:

 

რეგისტრაციის №

 

რადიოსადგურის მფლობელი

 

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 

სახმობი

 

კატეგორია

 

B1-055

 

ვაჟა სხირტლაძე

 

ქ.თბილისი, გლდანი „ა“ მკრ., კორპ.48,  ბ.14

 

4L6LS

 

„B“

2.   რადიომოყვარული   ვაჟა   სხირტლაძე,   რადიომოყვარულთა  საერთაშორისო გაერთიანების  (IARU) მოქმედი ინსტრუქციების  შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის     (ITU)     მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის  რეგულირების ზოგადი პრინციპები და  ასევე  სამოყვარულო    რადიოსადგურით  სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მოქალაქე  ვაჟა სხირტლაძისთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე(www.comcom.ge) გამოქვეყნება ნ. შოვნაძე.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი№ 64) მოქალაქე   ვაჟა სხირტლაძისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური            თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე        წევრი

მერაბ ქათამაძე         წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები