სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 მაისის N გ- 20-21 / 462 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ

ნომერი: გ-20-19 / 592

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 31, 2020 15:06

მიღების თარიღი ივლისი 30, 2020

სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 28  მაისის Nგ-20-21/462 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) მიერ 2020 წლის  28  მაისს მიღებულ  იქნა  Nგ-20-21/462  გადაწყვეტილება  „კომისიისა  და  ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ 2019 წლის ბიუჯეტების მუხლების ფაქტიური შესრულების შესახებ“. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში მოცემულ ცხრილში, „სულ შემოსავლების“ მუხლში შემავალ მე-2 ჰორიზონტალურ გრაფაში „შრომის წახალისებისა და მოტივაციის ამაღლების ფონდის ხარჯები“-ს ნაცვლად უნდა ეწეროს „საპროცენტო შემოსავლები“.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომები. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არსებითი შესწორების შეტანა ნიშნავს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. შეცდომების გასწორება უნდა გამოქვეყნდეს იმავე წესით, რომელიც დადგენილია ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისათვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  გასწორდეს  კომისიის  2020  წლის  28  მაისის  N  გ-20-21  / 462  გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომა, კერძოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1- ელ    პუნქტში მოცემულ ცხრილში, „სულ შემოსავლების“ მუხლში შემავალ მე-2 ჰორიზონტალურ გრაფაში „შრომის წახალისებისა და მოტივაციის ამაღლების ფონდის ხარჯები“-ს ნაცვლად ჩაიწეროს „საპროცენტო შემოსავლები“.

2.  დაევალოს  კომისიის  ადმინისტრაციას  (ო.  ვოტ)  წინამდებარე  გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

3.  გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს  ქ.  თბილისის  საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, N6) ერთი თვის ვადაში.

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

ელისო ასანიძე  წევრი

მერაბ ქათამაძე  წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები