საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის №47 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-20-17 / 785

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 12, 2020 14:55

მიღების თარიღი ოქტომბერი 12, 2020 14:55

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის №47 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2020 წლის 08 ოქტომბრის N47 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121  მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  კომისიის 2020 წლის 08 ოქტომბრის N47 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:

ა) სსიპ „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსთვის“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

ბ) შპს „სმარტ-მედიაკომისთვის“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

2.  კომისიის 2020 წლის 08 ოქტომბრის N47 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №47 სხდომის დღის წესრიგი

 

ქ. თბილისი                                  2020 წლის 08 ოქტომბერი, 15:00 საათი

 

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის N47 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ოლია ვოტ - ადმინისტრაცია);

2.  შპს „მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზის“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

3.  შპს ,,იუ თი ეს”-ისთვის   ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

4. შპს     „მომსახურების     სააგენტოსთვის“     არაავტორიზებადი    საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ  (მომხს.  მაია  ქადეიშვილი  -  სამართლებრივი  დეპარტამენტი,  ლიცენზირების  და ავტორიზაციის ჯგუფი);

5. ააიპ  „არასამეწარმეო  მედია-კავშირი  ობიექტივისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

6. რადიომოყვარულ    იოსებ    ბურჯანაძისთვის    რადიოელექტრონული  საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

7. რადიომოყვარულ     ვაჟა     სხირტლაძისთვის     რადიოელექტრონული    საშუალებებისა     და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

8. სსიპ „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსთვის“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

9. შპს    „სმარტ-მედიაკომისთვის“    დოკუმენტაციის    სრულყოფილად    წარმოდგენის    მიზნით დამატებითი                               ვადის    განსაზღვრის    თაობაზე    (მომხს.    მაია    ქადეიშვილი    -    სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

10.  სს   „სილქნეტის“   მიერ   წარმოდგენილი   ინფორმაციის   კომერციულ   საიდუმლოებად   ცნობის თაობაზე განცხადების განხილვის შესახებ (მომხს. სანდრო ჭიჭინაძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტი);

11. შპს  „მედია  კორპორაციისთვის“  ადმინისტრაციულიპასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტი);

12. შპს „ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ლევან მაისურაძე - სამართლებრივი დეპარტამენტი);

13. შპს „სითი ტელეკომის“ მიმართ შპს „ვიონი საქართველოს“ საჩივრის განხილვის შესახებ (მომხს. ლევან მაისურაძე - სამართლებრივი დეპარტამენტი);

14.  შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „ტელეიმედის“, შპს „მთავარი არხისა“ და შპს „ტელეკომპანია მაესტროს“ მიმართ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ საჩივრის არსებითად განხილვის შესახებ (მომხს. თეა კაველიძე - სამართლებრივი დეპარტამენტი).

კახი ბექაური       თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

მერაბ ქათამაძე    წევრი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები