საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის 14 ნოემბრის №გ-19-24/638 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ

ნომერი: გ-19-19 / 679

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 09, 2019 11:30

მიღების თარიღი დეკემბერი 05, 2019

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის 14 ნოემბრის №გ-19-24/638 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის  მიერ  2019  წლის  14  ნოემბერს  მიღებული  იქნა  გადაწყვეტილება №გ-19-24/638, შპს ,,მაიფონისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილებით შპს „მაიფონს“ მიენიჭა შემდეგი ნუმერაციის რესურსი: 500 740 000 - 500 744 999, სულ 5000 (ხუთი ათასი) სააბონენტო ნომერი მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის.

კომისიის 2019 წლის 14 ნოემბრის №გ-19-24/638 გადაწყვეტილებაში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტში მითითებული ციფრების „500 740 000 - 500 744 999“ ნაცვლად მითითებული უნდა იყოს ”500 700 000 – 500 704 999“.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არსებითი შესწორების შეტანა ნიშნავს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. შეცდომების გასწორება უნდა გამოქვეყნდეს ან გადაეცეს ოფიციალური გაცნობისათვის იმავე წესით, რომელიც დადგენილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისათვის ან გაცნობისათვის.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად კომისიამ, კენჭისყრის შედეგად,  ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გასწორდეს კომისიის 2019 წლის 14 ნოემბრის №გ-19-24/638 გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომა, კერძოდ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტში მითითებული ციფრების „500 740 000 - 500 744 999“ ნაცვლად ჩაიწეროს ”500 700 000 – 500 704 999“;

2. წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ლორთქიფანიძე) სათანადო მონაცემების კომისიის რეესტრში შეტანა; 

4.   დაევალოს   კომისიის   ადმინისტრაციას   გადაწყვეტილების    დამოწმებული    ასლის   შპს „მაიფონისთვის“  გაგზავნა  (ნ.    ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ     ვებ-გვერდზე(www. gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა  კოლეგიაში  (მისამართი:  ქ.თბილისი,  დავით  აღმაშენებლის  ხეივანი  მე-12  კმ.,  №6) შპს „მაიფონისთვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

6.  კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ელისო ასანიძე    წევრი

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

მერაბ ქათამაძე    წევრი

კახი ბექაური   თავმჯდომარე

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები