წვდომის მენიუ

შპს „სამაუწყებლო სახლის“კერძო მაუწყებლობის №B144, №B160 და №B161 ლიცენზიების გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 15 მაისის №326/1, 2014 წლის 20 მარტის №154/1 და 2014 წლის 20 მარტის №153/1 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

ნომერი: 660 / 4

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 14, 2018 11:01

მიღების თარიღი ნოემბერი 29, 2018

შპს „სამაუწყებლო სახლის“კერძო მაუწყებლობის №B144,  №B160  და №B161 ლიცენზიების გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 15 მაისის №326/1, 2014  წლის 20 მარტის №154/1 და  2014  წლის 20 მარტის №153/1 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამასთან, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის გ) და ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს სალიცენზიო პირობების დადგენა; ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება; ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება; ლიცენზიების გაუქმება; სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება; მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 5 ივლისიდან პირველი აგვისტოს ჩათვლით პერიოდში მიმდინარეობდა რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მფლობელი კომპანიების სალიცენზიო პირობების შესრულების მონიტორინგი. აღნიშნული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ შპს „სამაუწყებლო სახლი“ წარმოადგენდა ერთ-ერთი კომპანიას რომელიც არ ახორციელებდა რადიომაუწყებლობას მის მფლობელობაში არსებული ლიცენზიებით გათვალისწინებული პირობებით. კერძოდ კომპანია არ მაუწყებლობდა ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში და ქ. ახმეტაში (სამსახურებრივი ბარათი Nშ-10/6537-17, 01.09.17).

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სამაუწყებლო სახლი“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B144 ლიცენზიას კომისიის 2013 წლის 15 მაისის №326/1, 2013 წლის 11 ივლისის №439/5 გადაწყვეტილებებით და შპს „სამაუწყებლო სახლსა“ და შპს „ფოლკ რადიოს“ შორის 2013 წლის 18 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (მუსიკალური) მაუწყებლობა;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 15 მაისამდე;

ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

სიხშირე (მჰც)

მოდულაცია

პოლარ

იზაცია

V / H

გასხივება

გადამცემის სიმძლავრე

(ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

 

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

(მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

ქ. ახმეტა

103.1

FM

V

წრიული

750

42°4'12"N

45°24'18"E

20

5

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500 რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5).

ზ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.

ასევე კერძო მაუწყებლობის №B160  და №B161 ლიცენზიებს კომისიის 2013 წლის 15 მაისის №326/1, 2014  წლის 20 მარტის №154/1 და  2014  წლის 20 მარტის №153/1 გადაწყვეტილებებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

B160 ლიცენზია:

ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობა;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2024 წლის 20 მარტამდე;

ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

სიხშირე (მჰც)

მოდულაცია

პოლარ

იზაცია

V / H

გასხივება

გადამცემის სიმძლავრე

(ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

 

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

(მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

ქ. ქუთაისი სატელევიზიო ანძა

98.1

FM

V

წრიული

1000

42°16'49"N

42°44'11"E

70

6

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500 რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5).

ზ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;

B161 ლიცენზია:

ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობა;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2024 წლის 20 მარტამდე;

ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

სიხშირე (მჰც)

მოდულაცია

პოლარ

იზაცია

V / H

გასხივება

გადამცემის სიმძლავრე

(ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

 

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

(მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

ქ. ბათუმი სატელევიზიო ანძა

90.1

FM

V

წრიული

500

41°41'37"N

41°42'55"E

35

6

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500 რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5).

ზ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სამაუწყებლო სახლს“ 2017 წლის აგვისტოში გაეგზავნა წერილები (კომისიაში რეგისტრაციის N16/2619-17, 01.08.17 და N16/2784-17, 17.08.17) და ეთხოვა წარმოედგინა ინფორმაცია რადიოსამაუწყებლო გადამცემისა და ანტენის განთავსების ადგილის, ანძის მფლობელის და გეოგრაფიული კოორდინატების თაობაზე, ასევე უნდა წარმოედგინა ინფორმაცია რადიოსადგურების გათიშვის მიზეზის და ფუნქციონირების განახლების თარიღის შესახებ. წარმოდგენილი წერილების (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/5863-17, 07.08.17 და Nშ-6/6226-17, 21.08.17) თანახმად კომპანიას რადიოსამაუწყებლო გადამცემები განთავსებული ჰქონდა ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში და ქ. ახმეტაში მდებარე შპს „ჯეოსელის“ ანძებზე. შპს „ჯეოსელისგან“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად გადამცემები მათ კუთვნილ საანძო მოწყობილობებზე განთავსებული იყო სატესტო რეჟიმში და 2017 წლის 11 ოქტომბრის მდგომარეობით იმყოფებოდა გათიშულ მდგომარეობაში. 2017 წლის 10 ნოემბერს შპს „სამაუწყებლო სახლმა“ კომისიაში წარმოადგინა წერილი, რომლის თანახმად მაუწყებლობის განახლება იგეგმებოდა 2017 წლის 15-20 დეკემბრის პერიოდში.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მიერ რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მფლობელი კომპანიების სალიცენზიო პირობების შესრულების განმეორებითი მონიტორინგი ჩატარდა 2018 წლის 17 აპრილიდან 22 ივნისის ჩათვლით პერიოდში (სამსახურებრივი ბარათი Nშ-10/3049-18, 26.06.18).

აღნიშნული     მონიტორინგის     დროსაც   შპს   „სამაუწყებლო სახლის“   რადიომაუწყებლობა ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში და ქ. ახმეტაში არ დაფიქსირებულა. კომპანიას განმეორებით გაეგზავნა წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N16/1666-18, 03.08.18) და ეთხოვა წარმოედგინა ინფორმაცია გათიშვის მიზეზის, ფუნქციონირების განახლების თარიღის და რადიოსამაუწყებლო გადამცემისა და ანტენის განთავსების ადგილის, ანძის მფლობელის და გეოგრაფიული კოორდინატების თაობაზე. შპს „სამაუწყებლო სახლის“ მიერ 2018 წლის 13 აგვისტოს წარმოდგენილი წერილის თანახმად ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში და ქ. ახმეტაში რადიომაუწყებლობის აღდგენა კომპანიაში არსებული ფინანსური პრობლემების გამო ვერ მოხერხდა. ქ. ახმეტაში მაუწყებლობის აღდგენა იგეგმება 2018 წლის ოქტომბრის ბოლოს, ხოლო ქ. ბათუმში და ქ. ქუთაისში 2019 წლის პირველ ივნისამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის გაუქმების საფუძველია ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი წლის 120 დღის განმავლობაში. ამავე კანონის 38-ე მუხლის მე–9 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2018 წლის 4 ოქტომბრის №570/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპსსამაუწყებლო სახლისკერძო მაუწყებლობის №B144,  №B160  და №B161 ლიცენზიების გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 15 მაისის №326/1, 2014  წლის 20 მარტის №154/1 და 2014  წლის 20 მარტის №153/1 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2018 წლის პირველი ნოემბერი 15:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

კომისიის 2018 წლის პირველი ნოემბრის ზეპირი მოსმენის სხდომას არ ესწრებოდა შპს „სამაუწყებლო სახლის“ წარმომადგენელი. სხდომაზე აღინიშნა, რომ კომპანიას სურდა რადიომაუწყებლობის აღდგენა ქ. ახმეტაში თუმცა პირველი ნოემბრის მდგომარეობით მაუწყებლობა არ ჰქონდა აღდგენილი არცერთ ქალაქში. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ საკითხის განხილვა გააგრძელა 2018 წლის 15 ნოემბრის სხდომაზე 15:00 საათზე.

კომისიის 2018 წლის 15 ნოემბერს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა შპს „სამაუწყებლო სახლის“ წარმომადგენელი ბექა ხუცურაული. ბექა ხუცურაულმა აღნიშნა, რომ ფინანსური პრობლემების გამო ვერ მოახერხეს აპარატურის შეძენა და რადიომაუწყებლობის აღდგენა ზემოაღნიშნულ ქალაქებში. მან სხდომაზე დააყენა შეამდგომლობა, რომ კომისიამ გადაწყვეტილება ლიცენზიების გაუქმების თაობაზე მიიღოს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში. აღნიშნულ პერიოდში კომპანია ეცდება აღადგინოს რადიომაუწყებლობა. კომისიამ შპს „სამაუწყებლო სახლის“ შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გადაწყვეტილების მიღების თარიღად განსაზღვრა 2018 წლის 29 ნოემბრის 15:00 საათი.

2018 წლის 29 ნოემბრის სხდომას არ ესწრებოდა კომპანიის წარმოამადგენილი.  მიუხედავად იმისა რომ მას ინფორმაცია სხდომის ჩატარების თაობაზე მიღებული ჰქონდა 2018 წლის 15 ნოემბრის სხდომაზე. კომპანიას 2018 წლის 26 ნოემბერს ასევე გაეგზავნა შეტყობინება (N16/3748-18) საკითხის განხილვის შესახებ ელექტრონულ მისამართზე. შეტყობინების მიღება კომპანიამ დაადასტურა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ ვინაიდან შპს „სამაუწყებლო სახლის“ მიერ ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში და ქ. ახმეტაში რადიომაუწყებლობა არ ხორციელდება 2017 წლის აგვისტოდან დღემდე სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით. შესაბამისად კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია შპს „სამაუწყებლო სახლის“კერძო მაუწყებლობის №B144,  №B160  და №B161 ლიცენზიების გაუქმება და კომისიის 2013 წლის 15 მაისის №326/1, 2014  წლის 20 მარტის №154/1 და  2014  წლის 20 მარტის №153/1 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  115-ე მუხლის შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გაუქმდეს შპს „სამაუწყებლო სახლის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B144 ლიცენზია და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2013 წლის 15 მაისის №326/1 გადაწყვეტილება;

2. გაუქმდეს შპს „სამაუწყებლო სახლის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B160 ლიცენზია და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2014  წლის 20 მარტის №154/1 გადაწყვეტილება;

3. გაუქმდეს შპს „სამაუწყებლო სახლის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B161 ლიცენზია და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2014  წლის 20 მარტის №153/1 გადაწყვეტილება;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს                                      (ნ. ლორთქიფანიძე):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას:

ა) აღნიშნული   გადაწყვეტილების   დამოწმებული   ასლის   შპს   „სამაუწყებლო სახლისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

ბ) აღნიშნული   გადაწყვეტილების   კომისიის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „სამაუწყებლო სახლისთვის“ ჩაბარების დღიდან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.N6) შპს „სამაუწყებლო სახლისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-5 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების,  ავტორიზაციისა  და  ნებართვების   დეპარტამენტს   (ნ. ლორთქიფანიძე).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

 

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

 

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

 

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

 

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები