საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 20 ივლისის N 404/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 20, 2008
მიღების თარიღი თებერვალი 08, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ კომისიას მიმართა განცხადებით (№ 16-03/14/1-3, 21.01.08) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონებში მინიჭებული სიხშირეების შეცვლის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2007 წლის 20 ივლისის N 404/13 კომისიის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიენიჭა 136.325 მჰც, 150.500 მჰც, 152.975 მჰც, 142.225 მჰც, 155.950 მჰც და 158.325 მჰც სიხშირეები. მინიჭებული 158.325 მჰც სიხშირე არ შეესაბამებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ შეძენილი აპარატურის ტექნიკურ პარამეტრებს, რის შესაბამისადაც საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მოითხოვა მისთვის მინიჭებული სიხშირის შეცვლა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 20 ივლისის N 404/13 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”1. მიენიჭოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 136.325 მჰც, 150.500 მჰც, 152.975 მჰც, 142.225 მჰც, 155.950 მჰც და 158.775 მჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;”;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
