შპს “რადიო არტის ” NB52 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 15, 2008
მიღების თარიღი თებერვალი 08, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2007 წლის16 ნოემბერს კომისიას განცხადებით მიმართა შპს “რადიო არტმა ” (№7/429-.07), მისთვის №B52 ლიცნზიით განსაზღვრული სიხშირის (101.9მგჰც) შეცვლის მოთხოვნით. კომისია აღნიშნავს, რომ შპს “რადიო არტის” კუთვნილი ლიცენზია № B52 (მოქმედების ვადა 31.12.2011 წ.) ითვალისწინებს კერძო საერთო რადიომაუწყებლობას.
შპს ”რადიო არტის” ცნობით, იმის გამო, რომ ახალციხეში იგი მაუწყებლობს 101,9 მგჰც FM რადიო სიხშირეზე, სატელევიზიო ანძაზე საანტენო მეურნეობის სიმჭიდროვის გამო, ანტენის განთავსება ქმნის მთელ რიგ პრობლემებს და გამომდინარე აქედან გადაწყვიტა ისარგებლოს შპს ,,მუზასთან” შეთანხმებით ფილტრული მოწყობილობით (კომბაინერი) ერთი საერთო ანტენის გამოყენებით, რომელიც უკვე დამონტაჟებულია ანძაზე. კომბაინერის სარგებლობის შემთხვევაში, გადამცემების სიხშირეთა სხვაობა უნდა იყოს არანაკლებ 3 მგჰც.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,რადიო არტი” მოითხოვს, მისთვის ლიცენზიით მინიჭებული სიხშირე (101.9) შეიცვალოს ნებისმიერი სიხშირით 104-105 მგჰც დიაპაზონში, რაც თავსებადს გახდის შპს ,,მუზასთან”(100.9 მგჰც) ერთობლივად ერთი ანტენით მუშაობას. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად, მიღებული შედეგების და არსებულ მონაცემთა ბაზის გათვალისწინებით, შესაძლებელია შპს ,,რადიო არტის” №B52 ლიცენზიით განსაზღვრული 101. 9 მჰც სიხშირე შეიცვალოს 104.2 მჰც სიხშირით, ყველა ტექნიკური პარამეტრების შენარჩუნებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება შპს ,,რადიო არტის” NB52 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და IX თავის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს “რადიო არტის”-ს NB52 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით;
2. შპს “რადო არტის”-ს NB52 ლიცენზიის მოდიფიცირების საკითხის თაობაზე, ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2008 წლის 7 მარტს 16:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხზე, მიღებულ იქნას 2008 წლის 14 მარტს 16:00 საათზე;
3. გამოქვეყნდეს ზეპირი მოსმენის შესახებ ცნობა საჯარო გაცნობისათვის ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე (ნ.ჯანელიძე);
4. ეცნობოს შპს “რადიო არტს” წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების თაობაზე (მ.აროშიძე);
5. ეს გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით.
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ.რატიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
კომისიის წევრები: გ. ფრუიძე
კ. კვიტაიშვილი
