წვდომის მენიუ

ი/მ “ბელა ბრეგაძისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 66 / 13

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 12, 2008

მიღების თარიღი თებერვალი 01, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ ი/მ “ბელა ბრეგაძემ”  (რეგისტრირებული ქ. ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ № 139400020) კომისიას მიმართა განცხადებით საჩხერესა  და ჭიათურის  მიმდებარე ტერიტორიებზე (ტაქსებით მომსახურეობისთვის)  მეტრულ და დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონებში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

 გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს ი/მ “ბელა ბრეგაძეს” 151.125 მჰც, 156.850 მჰც, 405.575 მჰც და 410.775 მჰც  სიხშირეები (ზოლის სიგანით 25 კჰც) საჩხერესა  და ჭიათურის  მიმდებარე ტერიტორიებზე ოპერატიული  რადიოკავშირისათვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, ერთი წლის ვადით;

2.  აღირიცხოს ი/მ “ბელა ბრეგაძისთვის”  მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ი/მ “ბელა ბრეგაძისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                                               გ. არველაძე

            კომისიის წევრი                                                                                 გ. ფრუიძე     

            კომისიის წევრი                                                                                 ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები