წვდომის მენიუ

სს ”ელეგანტისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 63 / 13

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 12, 2008

მიღების თარიღი თებერვალი 01, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ სს ”ელეგანტმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ; ს.კ. №209436948) კომისიას მიმართა განცხადებით  ქ. თბილისში (დაცვითი საქმიანობისთვის) დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ერთი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირე გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

 “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს სს ”ელეგანტს” 406.800 მჰც სიხშირე ქ. თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე  ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.  აღირიცხოს სს ”ელეგანტისთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სს ”ელეგანტისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                               გ. არველაძე

            კომისიის წევრი                                                                                 გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები