შპს „თანამგზავრი XXI”-სთვის სიხშირეების მინიჭების გაუქმებისა და კომისიის 2007 წლის 1 ივნისის № 297/13 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 01, 2008
მიღების თარიღი იანვარი 25, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „თანამგზავრი XXI”-მა (ს.კ № 245644345) კომისიას მიმართა განცხადებით 161.525 მჰც და 166.525 მჰც სიხშირეების მინიჭების გაუქმების თაობაზე, რომელიც მინიჭებული იყო კომისიის 2007 წლის 1 ივნისის № 297/13 გადაწყვეტილებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის I ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გაუქმებულ იქნეს შპს „თანამგზავრი XXI”-სთვის 161.525 მჰც და 166.525 მჰც სიხშირეების მინიჭება, ხოლო კომისიის 2007 წლის 1 ივნისის № 297/13 გადაწყვეტილება ცნობილ იქნას ძალადაკარგულად;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის წევრი გ. არველაძე
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
