გადაწყვეტილება N 233 ასოციაცია “ათინათისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 30, 2003
მიღების თარიღი მაისი 30, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ ასოციაცია „ათინათმა” კომისიას მიმართა განცხადებით (N 184; 20.05.03) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 0668, 09.05.03) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. ასოციაცია ათინათი„ ლიცენზიის (N 385; 01.01.98) პირობების შესაბამისად აწარმოებს რადიოპროგრამების ტრანსლირებას ქ. ზუგდიდში 50 ვტ. სიმძლავრის რადიოგადამცემის გამოყენებით. მაღალსიხშირული მოწყობილობები (რადიოსამაუწყებლო გადამცემი სადგური და ანტენა) გამოყენებული უნდა იყოს რადიოპროგრამების ტრანსლირებისთვის ქ. ზუგდიდში.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა ასოციაცია „ათინათს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N 0668, 09.05.03) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2.უზრუნველყოს ასოციაცია ათინათმა„ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლოატაციაზე ნებართვის მისაღებად;
3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
