გადაწყვეტილება N 231 შპს “თრიალეთის” N 45 ლიცენზიის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 23, 2003
მიღების თარიღი მაისი 23, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „თრიალეთმა” კომპანიის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს „თრიალეთის” სახელზე გაცემული იყო ლიცენზია N45, რომელიც ითვალისწინებდა სატელევიზიო მაუწყებლობას პირველ სატელევიზიო არხზე სიმძლავრით 100 ვატი, 231,25 მგჰც და 237,75 მგჰც სიმძლავრით 100 ვატი, რადიოარხი 69,720 მგჰც სიმძლავრით 20 ვატი (ქ.ქარელი).
შპს „თრიალეთმა” კომისიის N184, 30.03.2001წ. გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში და მისი მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
კომისია აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ განხორციელებული საქმიანობა შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. განისაზღვროს შპს „თრიალეთის” N 45 ლიცენზიის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა 32 224,50 ლარით;
2. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ის (6 444,90 ლარი) გადახდა მოხდეს კომისიის ანგარიშზე - სკბ „TBC-ბანკი”, კოდი 220101830, ა/ა 609326;
3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის (3 222,45 ლარი) გადახდა მოხდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე - საქართველოს ეროვნული ბანკი, კოდი 220101107, სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტის სპეციალური ანგარიში N000141107, კოდი 9051 (სალიცენზიო გადასახდელის კოდი);
4. უზრუნველყოს შპს „თრიალეთმა” სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ისა და სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიისათვის წარმოდგენა ერთი თვის ვადაში;
5. უზრუნველყოს შპს „თრიალეთმა” სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიისათვის წარმოდგენა ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე
