გადაწყვეტილება N 230 შპს “ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის” N N 474, 475, 476 და 478 ლიცენზიების სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 23, 2003
მიღების თარიღი მაისი 23, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიამ” კომპანიის ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის” სახელზე გაცემული იყო ლიცენზიები N N 474, 475, 476, 477 და 478.
N 474 ლიცენზია ითვალისწინებდა სატელევიზიო მაუწყებლობას მე-12 მეტრულ არხზე 50 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ.ბოლნისში;
N 475 ლიცენზია სატელევიზიო მაუწყებლობას მე-8 მეტრულ არხზე მეორადი გამოყენებით 100 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქვემო ქართლის რეგიონში;
N 476 ლიცენზია სატელევიზიო მაუწყებლობას 43-ე დეციმეტრულ არხზე 100 ვტ გადამცემის გამოყენებით ქ.მარნეულში;
N 477 ლიცენზია სატელევიზიო მაუწყებლობას 48-ე დეციმეტრულ არხზე 100 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით;
N 478 ლიცენზია სატელევიზიო მაუწყებლობას 38-ე სატელევიზიო არხზე 500 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით.
შპს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიამ” კომისიის N196, 30.03. 2001წ. გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში და მისი მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
N475 ლიცენზია ითვალისწინებს სატელევიზიო მაუწყებლობას მე-8 მეტრულ არხზე ქვემო ქართლის რეგიონში. კომისია აღნიშნავს, რომ კომპანია ამ არხზე მაუწყებლობას ეწევა ქ.რუსთავში.
კომისია აღნიშნავს, რომ N477 ლიცენზია, რომლის მოქმედების ვადის გაგრძელებას ითხოვს შპს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია”, გაუქმებულია კომისიის N247, 12.07.2002წ. გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე ლიცენზიით განსაზღვრულ ვადაში პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობის გამო.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ განხორციელებული საქმიანობა შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. განისაზღვროს შპს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის” სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა ლიცენზიების მიხედვით:
ა) N 474 ლიცენზიისათვის - საწყისი ოდენობა 16 503,75 (თექვსმეტი ათას ხუთას სამი) ლარით;
საწყისი ოდენობის 20% - 3,300.75 ლარი;
საწყისი ოდენობის 10% 1 650,38 ლარი.
ბ) N 475 ლიცენზიისათვის საწყისი ოდენობა 30 807,00 (ოცდაათი ათას რვაას შვიდი) ლარი;
საწყისი ოდენობის 20% - 6 161,40 ლარი;
საწყისი ოდენობის 10% 3 080,70 ლარი.
გ) N 476 ლიცენზიისათვის საწყისი ოდენობა 19 254,38 (ცხრამეტი ათას ორას ორმოცდათოთხმეტი) ლარი;
საწყისი ოდენობის 20% - 3 850,88 ლარი;
საწყისი ოდენობის 10% 1 925,44 ლარი.
დ) N 478 ლიცენზიისათვის საწყისი ოდენობა 44 010,00 (ორმოცდაოთხი ათას ათი) ლარი;
საწყისი ოდენობის 20% - 8 802,00 ლარი;
საწყისი ოდენობის 10% 4 401,00 ლარი.
2. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ის გადახდა მოხდეს კომისიის ანგარიშზე - სკბ „TBC-ბანკი”, კოდი 220101830, ა/ა 609326;
3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის გადახდა მოხდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე - საქართველოს ეროვნული ბანკი, კოდი 220101107, სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტის სპეციალური ანგარიში N000141107, კოდი 9051 (სალიცენზიო გადასახდელის კოდი);
4. უზრუნველყოს შპს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიამ” სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ისა და სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიისათვის წარმოდგენა ერთი თვის ვადაში;
5. უზრუნველყოს შპს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიამ” თითოეული ლიცენზიისათვის შესაბამისი სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიისათვის წარმოდგენა ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე
