გადაწყვეტილება N 228 შპს “რადიო საქართველოს” N N 540, 541, 542, 543 და 544 ლიცენზიების სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 23, 2003
მიღების თარიღი მაისი 23, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „რადიო საქართველომ” კომპანიის ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს „რადიო საქართველოს” სახელზე გაცემული იყო ლიცენზიები N N 540, 541, 542, 543 და 544.
N 540 ლიცენზია ითვალისწინებდა რადიო მაუწყებლობას 106,9 მგჰც სამუშაო სიხშირეზე 1000 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ.ქუთაისში,
N 541 ლიცენზია რადიო მაუწყებლობას 106,9 მგჰც სამუშაო სიხშირეზე 1000 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ.ბათუმში;
N 542 ლიცენზია რადიო მაუწყებლობას 106,9 მგჰც სამუშაო სიხშირეზე 1000 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ.ხაშურში;
N 543 ლიცენზია რადიო მაუწყებლობას 106,9 მგჰც სამუშაო სიხშირეზე 500 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ.ახალციხეში;
N544 ლიცენზია რადიო მაუწყებლობას 106,9 მგჰც სამუშაო სიხშირეზე 500 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ.თელავი;
შპს „რადიო საქართველომ” კომისიის N36, 20.12 2000წ. გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში და მისი მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ განხორციელებული საქმიანობა შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. განისაზღვროს შპს „რადიო საქართველოს” სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა ლიცენზიების მიხედვით:
ა) N 540 ლიცენზიისათვის - საწყისი ოდენობა 8 910,00 (რვა ათას ცხრაას ათი) ლარით;
საწყისი ოდენობის 20% - 1 782,00 ლარი;
საწყისი ოდენობის 10% 891,00 ლარი.
ბ) N 541 ლიცენზიისათვის - საწყისი ოდენობა 8 910,00 (რვა ათას ცხრაას ათი) ლარით;
საწყისი ოდენობის 20% - 1 782,00 ლარი;
საწყისი ოდენობის 10% 891,00 ლარი.
გ) N 542 ლიცენზიისათვის საწყისი ოდენობა 6 682,50 (ექვსი ათას ექვსას ოთხმოცდაორი) ლარი;
საწყისი ოდენობის 20% - 1 336.50 ლარი;
საწყისი ოდენობის 10% 668,25 ლარი.
დ) N 543 ლიცენზიისათვის საწყისი ოდენობა 4 050,00 (ოთხი ათას ორმოცდაათი) ლარი;
საწყისი ოდენობის 20% - 810,00 ლარი;
საწყისი ოდენობის 10% 405,00 ლარი.
ე) N 544 ლიცენზიისათვის საწყისი ოდენობა 5 265,00 (ხუთი ათას ორას სამოცდახუთი) ლარი;
საწყისი ოდენობის 20% - 1 053,00 ლარი;
საწყისი ოდენობის 10% 526,50 ლარი.
2. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ის გადახდა მოხდეს კომისიის ანგარიშზე - სკბ „TBC-ბანკი”, კოდი 220101830, ა/ა 609326;
3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის გადახდა მოხდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე - საქართველოს ეროვნული ბანკი, კოდი 220101107, სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტის სპეციალური ანგარიში N000141107, კოდი 9051 (სალიცენზიო გადასახდელის კოდი);
4. უზრუნველყოს შპს „რადიო საქართველომ” სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ისა და სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიისათვის წარმოდგენა ერთი თვის ვადაში;
5. უზრუნველყოს შპს „რადიო საქართველომ” თითოეული ლიცენზიისათვის შესაბამისი სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიისათვის წარმოდგენა ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე
